ვიმედოვნებ, სააკაშვილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში — მიტროპოლიტი ნიკოლოზი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას მესამე პრეზიდენტის ციხიდან გამოსვლის და ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დაწყების იმედი აქვს. ჟურნალისტების კითხვას, როგორ გრძნობს თავს სააკაშვილი, ფაჩუაშვილი პასუხობს, რომ "ჩვეულებრივად გამოიყურებოდა".
"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმითი, რომ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველამ ერთმანეთთან გამოვნახოთ საერთო ენას", — აცხადებს მიტროპოლიტი.
ფაჩუაშვილმა დაასახელა ის თემებიც, რაზეც სააკაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს სთხოვა, მოუწოდოს თავის მომხრეებს, რომ "ვიფიქროთ ყველამ შერიგებაზე". მიტროპოლიტის განცხადებით, თუ ერთმანეთს ვუანგარიშებთ ვის რა დაუშავებია, ქვეყანა წინ ვერ წავა. მისივე თქმით, ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ "ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშულია ჩადენილი, ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით" და ისეთი დანაშულებია ჩადენილი, რომლებსაც ვადა არ გაუვა არასდროს. მიტროპოლიტის აზრით, ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ და დავიწყოთ ფიქრი "საერთო საყოველთაო შერიგებაზე" და მაშინ ქვეყანა განვითარდება.
"გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი და ყველას მიმართ, თქვენც გეხებათ ეს, სულ ყველას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი აქედან არის, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი და მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის და ვისაც შეიძლება, რომელ ტელევიზიებსაც განსაკუთრებით შეიძლება, რომ მოუწოდოს, ჩვენ ვიფიქროთ ყველამ ერთად შერიგებაზე, მიტევებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს იწყება ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან, კომუნისტების პერიოდიდან, ეს იწყება შემდეგ პირველი პრეზიდენტი, შემდეგ მძიმე 90-იანი წლები და ბევრი კიდევ სხვა რამ. დღესაც ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი და ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს", — განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, სააკაშვილს უთხრა ისიც, რომ მთელი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას — "ჩვენ უნდა შევურიგდეთ აფხაზ და ოს ძმებს".
"იქ კი ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არის, დიდი სისხლია დაღვრილი ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც, იქაც ეს ანგარიშსწორება, სამართლებრივი მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ იქნება პერსპექტიული", — აცხადებს მიტროპოლიტი.
მან ყველა მოუწოდა, შეწყვიტონ "სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ".
მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისი, როგორც მოქალაქის, პირადი პოზიციაა და ამ თემაზე სინოდის სხვა წევრებთან არ უმსჯელია.
ამასთანავე, ფაჩუაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი მის მოსაზრებას "საყოველთაო შერიგებასთან" დაკავშირებით ეთანხმება.
"სრული თანხმობა, არც ერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია. თქვა, რომ თვითონაც ზუსტად ასე ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი", — აცხადებს მიტროპოლიტი.
11 ოქტომბერს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას ხელი მოაწერა. როგორც სასულიერო პირმა On.ge-ს განუცხადა, ქვეყნის განვითარებისთვის უმჯობესია, ქვეყნის პირველმა პირებმა წინა პირველი პირები ციხეში არ ჩასვან.
პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მანამდე, ექსპრეზიდენტი აქტიურად აცხადებდა, რომ გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას. 27 სექტემბერს მან თვითმფრინავის ბილეთი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს უნდა ჩამოფრენილიყო. პირველი ოქტომბრის დილით, სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში ყოფილიყო. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანდა.
პირველ ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ქართული ოცნების წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მისი ვიდეო არაავთენტური იყო. საზღვრის გადმოკვეთა უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დღის ბოლოს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. მას არ დაუკონკრეტებია სად დააკავეს ის და გადმოკვეთილი ჰქონდა თუ არა საზღვარი.
ექსპრეზიდენტის დაკავებიდან მალევე, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს ინფრორმაცია, რომ ის საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართული ოცნების წევრებმა კი დაიწყეს მტკიცება, რომ ინფორმაცია ყველაფრის შესახებ ჰქონდათ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სიმართლეს არ ამხელდნენ. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ. 4 ოქტომბერს პროკურატამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააკაშვილი საქართველოში 29 სეტემბერს შემოვიდა.
მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღესვე შეხვდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი შიმშილობას იწყებდა. ექსპრეზიდენტი მეცამეტე დღეა შიმშილობს.
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
კომენტარები