ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

20 Jul. 2025, 10:57

"რთულია ალბათ, როცა იაზრებ რომ ვიღაცები ქვეყნის პრეზიდენტს გეძახიან, ვიღაცებს კი აიძულებენ ასე დაგიძახონ და ამ დროს, შენზე უკეთესად არავინ იცის, რომ ასეთ ადგილას ყოფნისთვის შესაბამისთან მიახლოებული არც ცოდნა გაქვს, არც გამოცდილება, რადგან ჯამში 100გვერდი არ წაგიკითხავს, მთელი ცხოვრება ბურთის გორაობაში გაატარე და თუ თავში რამე გაქვს წარმოდგენილი ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, ყველაფერი მხოლოდ სუფრაზე გაქვს მოსმენილი.

რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ აქ კი დაგარქვეს პრეზიდენტი, მაგრამ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის 2/3-ს ვალერი გაზაევი უფრო შესაფერისად მიაჩნია მაგ ადგილისთვის, ვიდრე შენ.

ხოლო ქვეყნის გარეთ აგერ ნახევარი წელი გავიდა და ერთ პირველ პირს ვერ ჩამოართვი ხელი.

არც ვინმე გეპატიჟება, ვერც ვერავის ეპატიჟები.

რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის კადრება მოგიწია, რომ როგორც ახალგაზრდობაში, ახლაც მწვრთნელს ძირითადში დაეყენებინე, რადგან მონობის გარდა ვერაფერში დაინახე ხსნა.

რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცირკში პრეზიდენტის როლზე წარდგენაზე, სხვა რომ არაფერი ჰქონდა გუნდის მფლობელს სათქმელი, შენს გარეგნობას და ღირსებას გაუსვა ხაზი, ანუ ორ რამეს, საიდანაც პირველში შენი წვლილი ნულია, ხოლო მეორე არ გაქვს, რადგან რომ გქონდეს, მაგ მდგომარეობაში ხომ არ ჩაიგდებდი თავს.

რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ეს ყველაფერი იცის ყველა მეზობელმა, ბავშვობის ყველა მეგობარმა, ყველა ნაცნობმა, ყველამ, ვინც კი შემოგხედავს და დაგინახავს, ოჯახის თითოეულმა წევრმა, ყველა შვილმა, შვილებმა ახლა თუ არ იციან, აუცილებლად გაიგებენ ოდესმე და "თქვენთვის გავაკეთემ" შეიძლება არ გაჭრას.

რთულია ასე ცხოვრება. რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, რამხელა დაცვაც არ უნდა დაგყვებოდეს და რა მოდელის მერსედესითაც არ უნდა დადიოდე.
მაგრამ ეს მაინც არ არის ჯოჯოხეთი.

თუ ამ ყველაფერს იაზრებ და ასე ცხოვრობ, ამას ჰქვია — ნაბიჭვრობა.
ჯოჯოხეთია, როცა ასე ცხოვრობ და ამ ყველაფერს ვერც იაზრებ, რადგან ქვეყნის დროშას რომ ხედავ, ეგრევე გინდება "ფლაგშტოკის" ძირთან ბურთი მიუდო და … ჩამოაწოდო.

04.07.2025

P.S დაგვიანებით გამოაღწევს ეს ტექსტი აქედან, მაგრამ მაინც არ გავატარებ ამ თემას."

დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში და მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების თხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა. 4 ივლისს "ქართული ოცნების" პრეზიდენტი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შეწყალებას 2 პირობით დაჰპირდა — თუ ოპოზიციური პარტიები მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და შეწყალების თხოვნით მას მიმართავენ.

წერილი 4 ივლისსაა დაწერილი, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო (ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროში იმყოფება) ამ დრომდე მისი გამოქვეყნება ვერ მოხერხდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  2. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა
  3. უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
  4. როგორი ამინდი იქნება ამ ზაფხულს? — გარემოს ეროვნული სააგენტო
  5. ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს ლინდსი გრემის მიერ ინიციირებულ რუსეთის სანქცირების კანონპროექტს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ორპარტიული სანქციების პაკეტის მიღებას,…