ალიევი აცხადებს, რომ ბაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
აზერბაიჯანი ემზადება, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელი შეიტანოს "აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Minval ავრცელებს.
ალიევის თქმით, AZAL-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული სიტუაცია "დღესავით ნათელია".
"ჩვენ ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია ამის დამტკიცება. და ჩვენ ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმაც იციან, რა მოხდა", — ალიევის კომენტარს Report ციტირებს.
შვიდი თვის განმავლობაში აზერბაიჯანს რუსეთისგან "არანაირი პასუხი" არ მიუღია, აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მიერ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხად მხოლოდ ერთი პასუხი მოდის: "გამოძიება მიმდინარეობს", — განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და ამ პოზიციას კონტრპროდუქტიული უწოდა.
ალიევმა გაიხსენა, რომ Malaysia Airlines-ის Boeing 777-ის ჩამოვარდნის გამოძიება 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა და აზერბაიჯანი მზადაა დაელოდოს "რამდენ ხანსაც დასჭირდება".
"აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, გასული წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში, აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, ყაზახეთის ექვსი მოქალაქე, ყირგიზეთის სამი მოქალაქე და რუსეთის 16 მოქალაქე — სულ 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაშვების დროს მომხდარი ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
- "აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
- ბრაზილიამ ყაზახეთს "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა
აზერბაიჯანული თვითმფრინავი
"როსავიაციამ" თავდაპირველად განაცხადა, რომ თვითმფრინავი ფრინველებთან შეჯახების გამო ჩამოვარდა. მოგვიანებით, AZAL-მა ავარიის წინასწარ მიზეზად "გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება" დაასახელა. დეკემბრის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა ალიევს დაურეკა და თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმფრინავი განზრახ არ ჩამოუგდიათ, თუმცა ბოდვა უწოდა ვერსიები, რომ თვითმფრინავი ფრინველთა გუნდთან შეჯახების ან თვითმფრინავში არსებული გაზის ბალონის აფეთქების გამო ჩამოვარდა. ალიევმა ასევე მოითხოვა, რომ რუსეთმა აღიაროს ინციდენტზე პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლები პასუხისგებაში მისცენ და აზერბაიჯანს, დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს კომპენსაცია გადაუხადოს.
- აქთაუში აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი სავარაუდოდ რუსმა ოფიცერმა გაუხსნა — აზერბაიჯანული მედია
BO-3
Screenshot_2025-07-20_at_10.12.07AM.jpg
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
კომენტარები