ევროკავშირის ელჩი ძალადობას ამართლებს — პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება

ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის, მოწოდებას ოცნების ხელისუფლებისადმი, გაეთავისუფლებინათ უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
მისი თქმით, პაველ ჰერჩენსკი "ძალადობას ამართლებს",
გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება" მოითხოვა.
"როდესაც ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ან პოლიციელზე ფიზიკურად შემდგარი პირი უსამართლოდაა დაკავებული, ის ამ ძალადობას ამართლებს... ეს ნიშნავს, რომ მოლოტოვი 'სასროლი იყო', და პიროტექნიკა — 'სასროლი და დასამიზნებელი", — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის არც ერთ წარმომადგენელს, მათ შორის ჰერჩინსკის, არ დაუგმია აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები.
"თქვი, რომ ხარ პროევროპელი — და მოლოტოვის კოქტელიც და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღი ხდება. ეს არის დღეს ის ტრაგიკული რეალობა, რასაც 'პროევროპული ძალადობა' ეწოდება", — აღნიშნა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილმა დასძინა, რომ მისი განცხადება არ წარმოადგენს ელჩზე თავდასხმას, არამედ არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელიც თვითრეფლექსიასა და პასუხს საჭიროებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები