ოქტომბრის მსოფლიო კინოპრემიერები, რომლებიც დიდ ეკრანზე უნდა ნახო
მართალია, პანდემიამ სხვა უამრავ სფეროსთან ერთად კინოინდუსტრიაც შეაფერხა წარმოებისა და რეალიზაციის კუთხით, მაგრამ როგორც სხვა ყველაფერი, კინოსამყაროც ადაპტირდა ახალ გარემოში და მაყურებელს უკვე შეუძლია, ნოსტალგიის გარეშე კვლავინდებურად ისიამოვნოს ახალ-ახალი სანახაობით.
ცნობილი ამბავია, რომ პრემიერების სიუხვითა და მრავალფეროვნებით შემოდგომის სეზონი გამოირჩევა ხოლმე: სწორედ ამ დროს მოიმკიან ყველაზე ხშირად რეჟისორები თუ კინომწარმოებლები თავიანთ მოსავალს და მაყურებელსაც ნამდვილი ზეიმის გამართვა შეუძლია.
ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია და რაც მთავარია, ქართულ აუდიტორიასაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ მსოფლიო პრემიერების თანადროულად დიდ ეკრანზე იხილოს წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე კინოსურათები.
ნახეთ, ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც უახლოეს კვირებში კინომოყვარულებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ:
ვენომი 2 (Venom: Let There Be Carnage)
სამი წლის შემდეგ ტომ ჰარდის პერსონაჟი ეკრანებზე ბრუნდება. გასულ ორ ათწლეულში კომიქსის გმირებზე გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ბუმი იყო, თუმცა სპაიდერ-მენის მოსისხლე მტრად ცნობილი ვენომის დამოუკიდებელი ისტორიის შემქმნელებმა მაინც მოახერხეს, რომ გამორჩეული და განსაკუთრებული სანახაობა შეეთავაზებინათ მაყურებლებისთვის.
ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, მეორე ნაწილი კიდევ უფრო დაძაბული და დამაინტრიგებელი ჩანს. თანაც, ქართულ კინოთეატრებში ფილმი ამერიკულ პრემიერამდე ერთი დღით ადრე გამოვა, 3 ოქტომბრიდან კი უკვე ქართული გახმოვანებითაც შეგეძლებათ მისი ხილვა.
პრემიერის თარიღი: 30 სექტემბერი
ჯეიმს ბონდი: სიკვდილის დრო არ არის (No Time to Die)
პრემიერის თარიღის მრავალჯერ შეცვლის შემდეგ, როგორც იქნა, ვიხილავთ ბონდიანას ახალ ნაწილს, რომელსაც არაერთმა კრიტიკოსმა უკვე უმაღლესი შეფასება მიანიჭა და აგენტი 007-ის შესახებ გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაც აღიარა.
სიკვდილის დრო არ არის გამორჩეულია იმითაც, რომ ის ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული რიგით 25-ე ფილმია, ხოლო დენიელ კრეიგის ბოლო პროექტი, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს მოირგებს: ისტორიის გაგრძელებაში უკვე ახალ აგენტ 007-ს გავიცნობთ.
პრემიერის თარიღი: 7 ოქტომბერი
ადამსების ოჯახი 2 (The Addams Family 2)
განსაკუთრებული სიახლე ელოდებათ ანიმაციების მოყვარულებსაც, ოღონდ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ბავშვები და მოზარდები, არამედ ნებისმიერი ასაკის მაყურებლები მიიღებენ დაუვიწყარ სიამოვნებას დიდ ეკრანზე ამ სახალისო და ემოციური სანახაობის ხილვით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მულტფილმის პერსონაჟებს ისეთი ცნობილი სახეები ახმოვანებენ, როგორებიც შარლიზ ტერონი, ოსკარ აიზეკი და სნუპ დოგი არიან.
პრემიერის თარიღი: 14 ოქტომბერი
დიუნი (Dune)
ეს არა მხოლოდ ოქტომბრის ან შემოდგომის, არამედ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც არავის უნდა გამორჩეს, ვისაც კი კინოში მომხდარი ჯადოსნური სასწაულების სჯერა. ფილმების სიკარიო (Sicario), დანის პირზე მორბენალი 2049 (Blade Runner 2049) და ჩამოსვლა (Arrival) რეჟისორმა, დენი ვილნევმა ახალი ფილმი გადაიღო, თანაც ჟანრული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო წიგნის — ფრენკ ჰერბერტის დიუნის მიხედვით.
სხვა თუ არაფერი, მარტო სამსახიობო შემადგენლობის გამოც კი ღირს, რომ დიდ ეკრანზე დატკბეთ მათი შესრულებით: მთავარ როლებში ვიხილავთ ტიმოთი შალამეს, ზენდეიას, ჯეისონ მომოას, ხავიერ ბარდემს, რებერკა ფერგიუსონსა თუ სტელან სკარსგარდს.
პრემიერის თარიღი: 22 ოქტომბერი
კინოსეანსებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც კინოთეატრების სალაროებში, ისე ვებსაიტზე kinoafisha.ge, სადაც სხვა დაგეგმილ სიახლეებსაც მიადევნებთ თვალს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები