მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან $100 მილიონის სესხს აიღებს
ფოტო: Flickr
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა.
ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარებაზე თქვა უარი. EU-ს დაბალპროცენტიან კრედიტზე უარის თქმის მიზეზად მთავრობამ საგარეო ვალის შემცირების სურვილი დაასახელა.
ADB-ს მხრიდან 331 მილიონი ლარის სესხის აღების შესახებ აღნიშნულია კორექტირებულ ბიუჯეტშიც, სადაც მითითებულია, რომ კრედიტი სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში მიიღება.
"ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად", — განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.
როგორც აზიის განვითარების ბანკის რელიზშია ნათქვამი, ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ADB დახმარებას გაუწევს ინსტიტუციური რეფორმების გატარებას სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად.
აზიის განვითარების ბანკში ამბობენ, რომ განაგრძობენ რეფორმების მხარდაჭერას სსე-ს ოპერაციური სტრუქტურისა და ეფექტიანობის, კორპორატიული მმართველობისა და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებისა და ფინანსური მდგრადობის მისაღწევად.
"ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთ გაანაწილოს რესურსები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა კოვიდ-19-ის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენა", — განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის მთავარმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა.
საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3,92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28,9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით.
-
2026 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ ჯგუფებს ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ ჯგუფებს ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ
გადახედვა
-
გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე
გადახედვა
-
ეკა სეფაშვილი: "გახარიების" ეს ნაბიჯი, რომ ყოველ ყურით მოთრეულ მიზეზზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია არასერიოზულია" ეკა სეფაშვილი: "გახარიების" ეს ნაბიჯი, რომ ყოველ ყურით მოთრეულ მიზეზზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია არასერიოზულია"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი იურისტები მუშაობენ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე და ჩვენც იგივე [ტრამპის] გზას მივმართავთ შალვა პაპუაშვილი: ჩვენი იურისტები მუშაობენ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე და ჩვენც იგივე [ტრამპის] გზას მივმართავთ
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციები დამატებით საგამოძიებო კომისიას არ საჭიროებს ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციები დამატებით საგამოძიებო კომისიას არ საჭიროებს
გადახედვა
-
მიიღეთ მეორადი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული სერვისები საქართველოს ბანკის ფილიალებში მიიღეთ მეორადი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული სერვისები საქართველოს ბანკის ფილიალებში
-
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
-
უსაფრთხო თამაში — რა უნდა ვიცოდეთ სათამაშოების შეძენისას უსაფრთხო თამაში — რა უნდა ვიცოდეთ სათამაშოების შეძენისას
-
მერე ბარათისა და სოკარის საახალწლო შეთავაზება მერე ბარათისა და სოკარის საახალწლო შეთავაზება
-
გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-სა და Rooms Kazbegi-ში — ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-სა და Rooms Kazbegi-ში — ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
-
Euphoria-ს თიზერი გამოვიდა — ყველაფერი, რაც მე-3 სეზონის შესახებ ვიცით Euphoria-ს თიზერი გამოვიდა — ყველაფერი, რაც მე-3 სეზონის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო: რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ რუსეთის საგარეო: რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: სუსტი საპატრიარქო სჯის და ებრძვის იმას, ვინც ძლიერი და მართალია სალომე ზურაბიშვილი: სუსტი საპატრიარქო სჯის და ებრძვის იმას, ვინც ძლიერი და მართალია
გადახედვა
-
საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა
გადახედვა
-
როგორია დარიჩინის ისტორია? — ყველაფერი, რაც ამ სანელებელზე უნდა ვიცოდეთ როგორია დარიჩინის ისტორია? — ყველაფერი, რაც ამ სანელებელზე უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების პანდემიაა — მიზეზი უცნობია კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების პანდემიაა — მიზეზი უცნობია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები, რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს" ელენე ხოშტარია: "პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები, რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს"
გადახედვა
-
ლოლა ლომიძე: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი ზრდის სტიგმას, შლის ნდობას პროფესიონალებსა და პაციენტებს შორის ლოლა ლომიძე: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი ზრდის სტიგმას, შლის ნდობას პროფესიონალებსა და პაციენტებს შორის
გადახედვა
-
ილია თოფურია აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის გამო ცრუ ბრალდებით აშანტაჟებენ ილია თოფურია აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის გამო ცრუ ბრალდებით აშანტაჟებენ
გადახედვა
-
ტესტი: გყოფნის თუ არა ძილი? ტესტი: გყოფნის თუ არა ძილი?
-
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე — გადააგორე ზამთარი თეგეტა მოტორსთან ერთად 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე — გადააგორე ზამთარი თეგეტა მოტორსთან ერთად
კომენტარები