ელენე ხოშტარია

15 Dec. 2025, 18:01

ელენე ხოშტარია: "არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! როგორც პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკური პატიმარიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და ოცნების რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ იქნება.

1. სანამ ჩვენ ვიბრძვით, არავინ დაელაპარაკება ბიძინას მის მიერ მოგონილი პირობებით. პირობა მხოლოდ ორია — ახალი სამართლიანი არჩევნები და ამასთან ერთად ტყვეების უპირობო გათავისუფლება. ბიძინას რომ არავინ დაელაპარაკოს და არ მისცენ მანევრირების საშუალება, ამისთვის იბრძვის ხალხი დიდი ხანია! ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც სწორედ ხალხის გვერდით დგანან.

2. პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს, ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის. ასე რომ არ იყოს, დაუმორჩილებლობას ვერავინ გვაიძულებდა.

3. ვაჭრობა და გამოძრომა კი არა, შეტევის და ბრძოლის დროა! ქიმიური იარაღის გამოყენებაზე შეტევაა მთავარი თემა და არანაირი ბელარუსის მაგალითი ჩვენთვის რელევანტური არ არის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს

ჩრდილოეთ იტალიაში იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 101 პირს ბრალი წარუდგინა და 29 დააკავა. იტალიური მედიის ცნობით, გამოძიება…