უსაფრთხო თამაში — რა უნდა ვიცოდეთ სათამაშოების შეძენისას
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სამი წლის ნიკას დედამ სათამაშო მანქანა უყიდა. ახალი სათამაშო მალე ნიკას საყვარელი ნივთი გახდა. რამდენიმე დღეში სათამაშო მანქანას პატარა ნაწილი მოსძვრა, რომელიც ნიკამ პირში ჩაიდო და კინაღამ გადასცდა. კინაღამ მხოლოდ იმიტომ, რომ დედამ დროულად შენიშნა – ბავშვს რაღაც ედო პირში!
სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორებიცაა გადაცდენისა და დახრჩობის საშიშროება, ტოქსიკური შემადგენლობა, აალების საფრთხე, მექანიკური გამძლეობა და ბავშვის ასაკთან შესაბამისობა, მნიშვნელოვნად ამცირებს სათამაშოებით გამოწვეულ ისეთ რისკებს, რომლებმაც სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენონ ბავშვს.
დღესდღეობით ხარისხიან და უსაფრთხო სათამაშოებზე ხელმისაწვდომობა მომხმარებლებისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.
ევროპის სათამაშოების ინდუსტრიის ასოციაციამ, რომელიც ევროკავშირში ამ სექტორის ინტერესებს ადვოკატირებს, 2024 წელს შეიძინა 100-ზე მეტი სათამაშო, როგორც ევროკავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი 10 სხვადასხვა ონლაინ პლატფორმიდან. შეძენილი სათამაშოების 80%-მა ვერ დააკმაყოფილა ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტები, მათ შორის, სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივით დადგენილი მოთხოვნები.
აშშ-ს სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კომისიის (CPSC) ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც სათამაშოს მოხმარებით გამოწვეული გარდაცვალების ან ტრავმის შემთხვევებს უკავშირდებოდა, მხოლოდ 2023 წელს 12 წლამდე ასაკის 10 ბავშვი გარდაიცვალა, რომელთაგან უმეტესობა პატარა ნივთის გადაცდენამ დაახრჩო.
სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი სტანდარტები, როგორებიცაა ASTM F963 აშშ-ში, EN 71 ევროკავშირში და ISO 8124 გლობალურად, უზრუნველყოფს, რომ არასასურსათო პროდუქტი ბაზარზე მოხვედრამდე მკაცრი უსაფრთხოების ტესტირებას გადის. აღნიშნული უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებული სათამაშოების შეძენითა და ბაზრიდან ამოღებული არასასურსათო პროდუქტების შესახებ ინფორმაციაზე წვდომით, მომხმარებლები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ბავშვებისთვის უსაფრთხო სათამაშო გარემოს უზრუნველყოფაში.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ს, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის, მათ შორის სათამაშოების შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
როგორ იცავს ევროკავშირი ბავშვების უსაფრთხოებას
ევროკავშირში მოქმედი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ დირექტივა მიზნად ისახავს დაიცვას ბავშვები მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური, აალებადობასთან დაკავშირებული და სხვა საფრთხეებისგან, და უზრუნველყოს ევროკავშირის ბაზარზე ერთიანი უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოშიც დანერგილი და მოქმედია სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ანალოგიურად ადგენს მწარმოებლის, იმპორტიორისა და მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა მონაწილეების ვალდებულებებს, შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, სხვადასხვა სახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ნიშანდების დატანის წესებს. ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული სტანდარტები განსაზღვრავს თითოეული სათამაშოსთვის უფრო დეტალურ უსაფრთხოების ნორმებსა და მათი ტესტირების მეთოდებს.
ბაზარზე უსაფრთხო პროდუქციის რაოდენობის ზრდასა და სათამაშოებისგან მომდინარე საფრთხეების შემცირებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინფორმირებულ მომხმარებელს, რომელმაც იცის რას მიაქციოს ყურადღება სათამაშოს შეძენისას.
რა უნდა იყოს დატანილი სათამაშოს ეტიკეტზე
სათამაშოზე ან მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- სათამაშოს ტიპი, სერია, პარტია და მოდელის ნომერი;
- მწარმოებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია;
- იმპორტიორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია;
- გამაფრთხილებელი მითითებები ქართულ ენაზე და/ან გამაფრთხილებელი პიქტოგრამები;
- თუ სათამაშოს ახლავს ინსტრუქცია, წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე (გაფრთხილებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ);
- ნიშნად იმისა, რომ სათამაშო წარმოებულია ევროკავშირში ან ევროკავშირის ბაზრისთვის, რაც გულისხმობს, რომ ის აკმაყოფილებს ევროპული კანონმდებლობით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს და გავლილი აქვს ყველა შესაბამისი პროცედურა თუ ტესტირება, ეტიკეტზე დაიტანება CE მარკირება. თუმცა ის ცალსახად უსაფრთხოებისა და შესაბამისობის გარანტია არ არის.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სურათზე ნაჩვენებია როგორ გავარჩიოთ ნამდვილი CE მარკირება ყალბისგან
სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკური რეგულაციის თანახმად, მწარმოებლები ვალდებულნი არიან დაიცვან მკაცრი პროცედურები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი პროდუქცია შეესაბამებოდეს უსაფრთხოების სტანდარტებს. აღნიშნულის შესრულების შემდეგ, ისინი გასცემენ შესაბამისობის დეკლარაციას, რომელიც მომხმარებლებს შეუძლია მოითხოვოს სათამაშოს შეძენისას. ეს დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მწარმოებლის მონაცემებს, სათამაშოს იდენტიფიკაციასა და ფოტოს. ასევე, მიკვლევადობისთვის საჭირო ინფორმაციას, შესაბამის ტექნიკურ რეგულაციებს, სტანდარტებსა და მწარმოებლის ხელმოწერას თარიღით. შესაბამისობის დეკლარაციის მაგალითები ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე აქ, ინგლისურ ენაზე კი აქ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებლებს შეუძლიათ, მოითხოვონ ტესტირების ანგარიში, რომელიც ადასტურებს სათამაშოზე ჩატარებულ ყველა ლაბორატორიულ ტესტს. სათამაშოს პარტიის ან სერიის ნომრის ანგარიშთან შედარებით და ფოტოების შემოწმებით, მომხმარებელს შეუძლია დაადასტუროს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.
სათამაშოს შეძენისას:
- წაიკითხეთ ინსტრუქცია და გამაფრთხილებელი მითითებები. დარწმუნდით, რომ ყველა მითითება ან ინსტრუქცია გასაგებია თქვენთვის და საჭიროების შემთხვევაში, ბავშვისთვისაც;
- სათამაშო შეარჩიეთ ბავშვის ასაკის, უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. არასწორად შერჩეულმა სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის დაზიანება;
- სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძინოთ სათამაშოები, რომლებსაც მარტივად სძვრება (შეიცავს) მცირე ზომის ნაწილები, ვინაიდან, ამ ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი ქცევა ნივთების პირში ჩადებაა. პატარა ნაწილებმა კი შესაძლოა, დახრჩობის საფრთხე წარმოქმნას;
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ეს სიმბოლო გვაფრთხილებს აღნიშნული საფრთხეების შესახებ
- რბილი სათამაშოს შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ შიგთავსი არ უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, ვინაიდან, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს დახრჩობის საფრთხეა;
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
რბილ სათამაშოზე მიმდინარე გამძლეობის ტესტი
- ჩვილი და სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოერიდეთ ისეთი სათამაშოების შეძენას, რომლებსაც მოჰყვება გრძელი ზონარი ან თოკი, ვინაიდან, თამაშისას შეიძლება ბავშვმა კისერზე შემოიხვიოს, რამაც, შესაძლოა, გაგუდვის საფრთხე წარმოქმნას. ამასთან, არასდროს ჩამჰოკიდოთ სათამაშოები გრძელი თოკებითა და ზონრებით ბავშვის საწოლთან ან/და სათამაშო სივრცესთან;
- მოერიდეთ ისეთი სათამაშოების შეძენას, რომლებსაც ელემენტები მოჰყვება ცალკე ან ელემენტების განყოფილება მყარად არ იხურება და ბავშვისთვის მარტივად ხელმისაწვდომია. გადაყლაპვის შემთხვევაში ელემენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების დამწვრობა;
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
- სასროლი/სატყორცნი სათამაშოების შეძენისას, მოერიდეთ ისეთი სათამაშოს შეძენას, რომელსაც აქვს ბასრი წვერები და შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება (ძირითადად თვალის). სასროლ/სატყორცნი სათამაშოების (მაგალითად: თოფები, მშვილდები, დარცის ტყვიები და ისრები) უნდა ჰქონდეს რეზინის ან სხვა სახის დამცავი დაბოლოებები, რომლებიც მარტივად არ უნდა სძვრებოდეს ტყვიას/ისარს;
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
- კარგად აწყობილი სათამაშოები, რომლებსაც აქვს მყარი სამაგრები, თუმცა არა აქვს ბასრი კიდეები, ამცირებს სათამაშოთი გამოწვეული დაზიანებების ან მომძვრალი ნაწილების გადაყლაპვის რისკს;
- დარწმუნდით, რომ სათამაშოები დამზადებულია არატოქსიკური მასალისგან. მოერიდეთ მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა BPA, ტყვია, ფტალატები და ალერგენები;
- სათამაშოები უნდა შეესაბამებოდეს აალებადობის სტანდარტებს სწრაფი აალების თავიდან ასაცილებლად;
- მოძებნეთ სტანდარტული შესაბამისობის სერტიფიკატები, მკაფიო უსაფრთხოების ეტიკეტები, გაფრთხილებები და ინსტრუქციები. სერტიფიცირებულ სათამაშოებს აქვს ისეთი ნიშანდებები, როგორებიცაა CE (ევროკავშირი), ASTM F963 (აშშ) ან ISO 8124 შესაბამისობა;
- სათამაშოს შეძენისას გაითვალისწინეთ ასაკთან შესაბამისობის რეკომენდაციები იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა არა მხოლოდ ისიამოვნოს ახალი ნივთით, არამედ ის მისთვის უსაფრთხო იყოს.
სათამაშოს შეძენის შემდეგ:
- მოარიდეთ ბავშვებს პლასტიკური/პოლიეთილენის შესაფუთი მასალები გაგუდვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
- პერიოდულად შეამოწმეთ სათამაშოების მდგომარეობა, ვინაიდან დროთა განმავლობაში შესაძლოა, ზოგიერთ პლასტმასის ან ხის სათამაშოს გაუჩნდეს ბასრი კიდე, რომელიც მექანიკურ დაზიანებას იწვევს;
- შეამოწმეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებს ხომ არ მოსძვრა ან სძვრება მცირე ზომის ნაწილები;
- დარწმუნდით, რომ სათამაშოებს არ უჩნდება კოროზია და არ იწვევს სხვა სათამაშოებისა და ჯანმრთელობის დაზიანებას;
- მეთვალყურეობა გაუწიეთ პატარა ბავშვებს, განსაკუთრებით ახალი სათამაშოებით თამაშის დროს და დაიცავით ასაკობრივი რეკომენდაციები.
სად უნდა ვნახოთ ინფორმაცია საფრთხის შემცველი სათამაშოების შესახებ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოები უზურნველყოფს, რომ ბაზარზე არ მოხვდეს საფრთხის შემცველი სათამაშოები, ხოლო დადასტურებული საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში უწყება ვალდებულია ინფორმაცია განათავსოს ერთიან ბაზაში — Rapex: Safety Gate. აღნიშნულ ბაზაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოძებნოს ინფორმაცია საფრთხის შემცველი სათამაშოებისა და ზოგადად სხვადასხვა არასასურსათო პროდუქტის შესახებ.
საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებას უზრუნველყოფს სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. სააგენტო ვალდებულია დადასტურებული საფრთხის შემცველი სათამაშოების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია განათავსოს საჯაროდ (საქართველოს ბაზარზე რეგლამენტის ამოქმედებიდან დღემდე აღმოჩენილი საფრთხის შემცველი სათამაშოები შეგიძლიათ იხილოთ აქ).
ვის მივმართოთ საფრთხის შემცველი სათამაშოს აღმოჩენის შემთხვევაში
თუ სათამაშოს შეძენის შემდეგ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სათამაშო საფრთხისშემცველია ან მისი გამოყენების შედეგად თქვენ ან თქვენ გარშემო მყოფ ადამიანს მიადგა რაიმე სახის ზიანი, უნდა მიმართოთ სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს და მათ ვებსაიტზე შეავსოთ განცხადების ფორმა.
თქვენი განცხადება, მიწოდებული ინფორმაციის, საფრთხისა და ზიანის გათვალისწინებით, შესაძლოა, გახდეს რეაქტიული ზედამხედველობის საფუძველი.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
კომენტარები