25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე — გადააგორე ზამთარი თეგეტა მოტორსთან ერთად
ფოტო: თეგეტა
ტემპერატურის კლება, მოყინული ან თოვლიანი სავალი ნაწილი და გართულებული ხილვადობა უსაფრთხოების რისკებს ზრდის, ამიტომ მნიშვნელოვანია, ცივ ამინდებს შესაბამისად მომზადებულები შეხვდეთ. თუ ჯერ კიდევ არ შეგიმოწმებიათ საბურავების, აკუმულატორისა და ანტიფრიზის მდგომარეობა, ახლა სწორედ ის დროა, როცა ავტომობილი ყველანაირად უნდა შეამოწმოთ, საჭიროების შემთხვევაში დეტალები სეზონის შესაბამისი ნაწილებით ჩაანაცვლოთ და ზამთარი უსაფრთხოდ გადააგოროთ. მომხმარებლისთვის ავტომობილის მომზადების გასამარტივებლად, თეგეტა მოტორსი ზამთრის საბურავების, აკუმულატორებისა და ანტიფრიზის სრულ ასორტიმენტზე 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.
ელენე კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “თეგეტა მოტორსში“ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ავტომობილის შესაბამისად მომზადება, იმისთვის, რომ ჩვენი და გარშემომყოფთა უსაფრთხოება დაცული იყოს. სწორედ ამიტომ გამუდმებით ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა გავუმარტივოთ და სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენს ფილიალებში ავტომობილის მფლობელები შეძლებენ, შეამოწმონ საბურავის, აკუმულატორისა და ანტიფრიზის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში არსებული დეტალები სეზონურით ჩაანაცვლონ. მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ავტომობილის ის ნაწილები, რომლებიც ზამთრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ფასდაკლებით შეიძინონ. როგორც იცით, თეგეტა მოტორსი 300-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორია და მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური მექანიკოსების მომსახურებას. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მომხმარებელს ავტომობილის შესაბამისად მომზადებაში, რათა ზამთარი უსაფრთხოდ გადააგორონ“.
ფოტო: თეგეტა
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის?
ზამთრის საბურავები
საბურავი ავტომობილის ერთადერთი ნაწილია, რომელიც უშუალოდ ეხება გზას, ამიტომ მისი გამართულობა უმნიშვნელოვანესია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7°C-ს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხულის საბურავების შეცვლა. ზამთარში არასეზონური საბურავი ელასტიკურობას კარგავს და მისი მოჭიდების უნარი მცირდება, რაც მოცურების რისკს ზრდის.
1 დეკემბრიდან ძალაშია კანონი, რომელიც სეზონის შესაბამისი საბურავის გარეშე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილებას კრძალავს. ზამთრის საბურავზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. მსუბუქი ავტომობილისთვის პროტექტორის მინიმალური დაშვებული სიმაღლე 3 მმ-ია, ხოლო საბურავის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.
თეგეტა მოტორსის ფილიალებში, აპლიკაციასა და Tegeta Shop-ზე მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა შეეძლებათ ზამთრის საბურავების სრულ ასორტიმენტზე, მათ შორისაა BRIDGESTONE, MICHELIN, PIRELLI, CONTINENTAL; YOKOHAMA, RIKEN, PETLAS, WESTLAKE; HIFLY.
ფოტო: თეგეტა
აკუმულატორის შემოწმება
ცივ ამინდში აკუმულატორი უფრო ძლიერ იტვირთება და მისი სიმძლავრე მცირდება. თუ ფარების სინათლე შესამჩნევად დასუსტდა ან დაქოქვისას სირთულეები შეინიშნება, სასურველია მისი სერვისცენტრში შემოწმება. აკუმულატორის საშუალო ექსპლუატაციის ვადა 3-7 წელია, რის შემდეგაც აუცილებელია მისი შეცვლა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, აკუმულატორი 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს თეგეტა მოტორსში.
ფოტო: თეგეტა
ანტიფრიზის შემოწმება
ძრავის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, გაგრილების სისტემაში შესაბამისი ხარისხის ანტიფრიზი იყოს. რესურსამოწურული სითხე დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება და ძრავას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამიტომ შემოდგომის ბოლოს მიზანშეწონილია ანტიფრიზის დონისა და მდგომარეობის შემოწმება.
ტექნიკური სერვისები
იმისთვის, რომ ზამთრისთვის ავტომობილის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკური სერვისები მძღოლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს, თეგეტა მოტორსში დეკემბრის განმავლობაში სპეციალური შეთავაზებები გავრცელდება. მომხმარებლები უფასოდ შეძლებენ საბურავების პროტექტორის დონის, აკუმულატორისა და ანტიფრიზის შემოწმებას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები