სრულად ვაქცინირებულია მასწავლებლების 50%, რაც კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის — გაბუნია
ფოტო: მთავრობა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისთვის საქართველოში მასწავლებლების 50%-ზე მეტი სრულადაა ვაქცინირებული, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ არასაკმარისია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ბავშვები საკლასო გარემოს დაუბრუნდნენ, რისთვისაც ყველაზე ეფექტური და სწრაფი საშუალება ამ სფეროში მომუშავე მეტი ადამიანის ვაქცინაციაა, იქნება ეს მასწავლებელი თუ სხვა პერსონალი.
"ზოგადად მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის ცუდი — დაახლოებით, 50%-ს აღემატება. ერთხელ ვაქცინირებული უფრო მეტია. ზოგიერთ რეგიონში კიდევ უფრო უკეთესი მაჩვენებელია, რაც ბუნებრივია, კარგია, მაგრამ სრულად საკმარისი არ არის, რადგან უმრავლესობა უნდა იყოს ვაქცინირებული იმისთვის, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ სკოლა ან რომელიმე სხვა გარემო არის უსაფრთხო. რა თქმა უნდა, გრძელდება, მასწავლებლების ორგანიზებული აცრის პროცესი", — აცხადებს გაბუნია რუსთავი 2-ის ეთერში.
მინისტრის მოადგილის თქმით, თუ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში სასწავლო პერსონალი აქტიურად აიცრება, ოქტომბრისთვის უკვე კარგი პირობები იქნება როგორც სწავლის შეუფერხებლად გაგრძელებისთვის, ასევე სამომავლოდ ინფექციის გავრცელების შეფერხებისთვისაც.
"სკოლის, უნივერსიტეტის გარემო, ძალიან დატვირთული, აქტიური გარემოა, ამდენად, იქ ინფექციის გადაცემის რისკი, თუ ძალიან ზედმიწევნით, ზუსტად არ დავიცავით წესები, ბუნებრივია, არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ერთი მხრივ, გვინდა, რომ სწავლა დაუბრუნდეს სასკოლო გარემოს და ეს არის ჩვენი მიზანი და ვფიქრობთ, ამის კარგი პირობები გარკვეულწილად იქნება უკვე ოქტომბრის დასაწყისისთვის, მაგრამ შემდეგ შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. ასე რომ, თუ ჩვენ მომდევნო 3 კვირას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პედაგოგიური პერსონალი და სტუნდეტები აიცრან, რა თქმა უნდა, ეს ბევრად უფრო საიმედო პროგნოზის საშუალებას მოგვცემს, როგორც სწავლის შეუფერხებელი გაგრძელების თვალსაზრისით, ასევე, ინფექციის სამომავლოდ გავრცელების შეფერხების თვალსაზრისით", — აღნიშნავს გაბუნია.
საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები