ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების დაფინანსება წლებია შეწყვიტა
ფოტო: ქართული ოცნება
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების დაფინანსება დიდი ხანია შეწყვიტა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ამბისგან სკანდალს ვერ შექმნიან.
"ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა. ამის თაობაზე მან განაცხადა საჯაროდ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იგი აღარ აფინანსებს ქართულ ოცნებას. [...] ასეთი განზოგადებული საუბარი, რომ აგრძელებს ქართუ ბანკი გადმორიცხვებს... არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები, სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. იმიტომ, რომ კაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა წლების წინ უკვე, დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ რა თქმა უნდა, დაფინანსებასაც წყვეტს ქართული ოცნებისთვის", — აცხადებს პრემიერი.
ღარიბაშვილის თქმით, პარტიის შემოწირულობათა სია გამჭირვალეა და ამიტომ, ჟურნალისტებს მათი შესწავლისა და "მეცადინეობისკენ" მოუწოდებს:
"ჩვენი შემოწირულობები არის აბსოლუტურად გამჭირვალე, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ეს სია, კარგად შეისწავლოთ და იმეცადინოთ".
როგორც აუდიტის სამსახურის მონაცემებით ირკვევა, 19 აგისტოს ბიძინა ივანიშივლის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა ქართული ოცნების სასარგებლოდ 7 000 ლარის არაფულადი შემოწირულობა განახორციელა. ჯამში, მას ქართული ოცნებისთვის 214 300 ლარი აქვს შეწირული. გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ალექსანდრე ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც ქართული ოცნება უჭერდა მხარს, შესწირა 45 000 ლარი.
მიმდინარე წლის აგვისტოში ქართულმა ცნებამ შემოწირულობის სახით სულ 4 987 854 ლარი მიიღო, რაც ყველა პარტიისთვის გაღებული შემოწირულობების 86,7%-ია.
იმ შემომწირველების ვინაობა, რომლებმაც აგვისტოში ქართულ ოცნებას ყველაზე დიდი ოდენობის თანხები შესწირეს ასეთია:
- ლევან მჟავანაძე — 80 000 ლარი;
- ბესარიონ ბაჯელიძე — 60 000 ლარი;
- გია ქათამაძე — 60 000 ლარი;
- გიორგი ბუბუტეიშვილი — 60 000 ლარი;
- გიორგი ცუცქირიძე — 60 000 ლარი;
- გიორგი ჭყონია — 60 000 ლარი;
- დავით ბალაძე — 60 000 ლარი;
- დავით წიწილაშვილი — 60 000 ლარი;
- დალი ჯიჯავაძე — 60 000 ლარი;
- დევი დუნდუა — 60 000 ლარი;
- ვასილ გველესიანი — 60 000 ლარი;
- ზებურ დუმბაძე — 60 000 ლარი;
- ზვიად ტაკიძე — 60 000 ლარი;
- ზვიად ხვედელიძე — 60 000 ლარი;
- თამაზ ბაქანიძე — 60 000 ლარი;
- თეიმურაზ ხონელია — 60 000 ლარი;
- თემური მამულაძე — 60 000 ლარი;
- ირაკლი ვეკუა — 60 000 ლარი;
- ირაკლი კერვალიშვილი — 60 000 ლარი;
- ლევან ქურდაძე — 60 000 ლარი;
- მამუკა მგალობლიშვილი — 60 000 ლარი;
- ნაირა ხაბულიანი — 60 000 ლარი;
- ნოდარი მიქაბერიძე — 60 000 ლარი;
- რამაზ გუჯაბიძე — 60 000 ლარი;
- სერგო დავიდოვი — 60 000 ლარი;
- სულიკო ჭყონია — 60 000 ლარი;
- ხათუნა ნაკაშიძე — 60 000 ლარი;
- ჯამათა ჩარკვიანი — 60 000 ლარი;
- შპს ჯონთაუერს — 60 000 ლარი;
- დავით ნადირაშვილი — 50 000 ლარი;
- დემეტრე თათეშვილი — 50 000 ლარი;
- დიანა რაჭველიშვილი — 50 000 ლარი;
- ეკატერინე ბაგრატიონი — 50 000 ლარი;
- ვლადიმერ სტეფანიანი — 50 000 ლარი;
- თამაზ ბექაია — 50 000 ლარი;
- თეიმურაზ კერვალიშვილი — 50 000 ლარი;
- შპს იმერეთი — 50 000 ლარი;
- ირაკლი თათეიშვილი — 50 000 ლარი;
- ირაკლი მახარაძე — 50 000 ლარი;
- ირაკლი ცეკვაშვილი — 50 000 ლარი;
- ლევან გოგოლაძე — 50 000 ლარი;
- მალხაზი ფოჩხუა — 50 000 ლარი;
- ნიკა ზაუტაშვილი — 50 000 ლარი;
- ნიკოლოზ თევზაძე — 50 000 ლარი;
- ჯუმბერ ზოიძე — 50 000 ლარი;
11 იანვარს, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მეორედ წავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში ისაუბრა.
"ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — განაცხადა ივანიშვილმა.
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები