ნიკოლოზი ამბობს, რომ ბერის საქციელი არ მოსწონს, მაგრამ ცდილობს დამნაშავედ ჟურნალისტი წარმოაჩინოს
ფოტო: კადრები ვიდეოდან: ერთსულოვნება / ფორმულა
მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, განაცხადა, რომ არ მოსწონს იმ ბერის საქციელი, რომელმაც ჟურნალისტს აგინა, თუმცა ამის ფონზე სცადა მომხდარში დამნაშავედ ჟურნალისტი წარმოეჩინა. მეუფე, რომლის ეპარქიაშიც მსახურობს ეს ბერი, ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა ის "მდგომარეობიდან გამოიყვანა".
ნიკოლოზის აზრით, მედიამ კანონი დაარღვია, როცა მასთან შეთანხმების გარეშე მონასტერში ავიდა და ბერის ჩაწერა სცადა. არგუმენტად მას საპატრიარქოს განცხადება მოჰყავს იმის შესახებ, რომ მონასტრებში თვითნებურად შესვლა არ შეიძლება.
ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ამბობს, რომ აღნიშნულ პირს ბევრად უფრო ცუდი ლექსიკა ჰქონდა და განდეგილად გაამწესა, რომ ხალხისთვის მოერიდებინა.
"მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს და ამ ადამიანმა წინასწარ გააფრთხილა ყველა და გაავრცელა. თქვენ ისიც არ გაინტერესებთ, ეს ადამიანი საიდან ამოვიყვანე მე. ეს მართლა ესეა. თქვენ არ იცით, რა ლექსიკა ჰქონდა ამ ადამიანს, როცა მე დავიწყე ეკლესიისკენ მისი მოყვანა", — განაცხადა მან ფორმულასთან ინტერვიუს დროს.
წამყვანმა აღნიშნა, რომ ბერის ლექსიკა დღეს ჭარბად მოისმინეს, რაზეც მიტროპოლიტი პასუხობს:
"არ მოგისმენიათ, არ მოგისმენიათ. ეს იმასთან შედარებით არ იყო... მომისმინეთ რას ვამბობ, გაიგონეთ რას ვამბობ. სანამ ჩემთან მოვიდოდა ეს ადამიანი და მე რომ დავიახლოვე, მისი ლექსიკა ბევრად უფრო მძიმე იყო და ბევრად უფრო ძლიერი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ზიანი ჰქონდა ამ ადამიანს და მე ვცდილობ მის წამოყვანას".
ამის შემდეგ, მიტროპოლიტი ამბობდა, რომ ბერის საქციელი ცუდია, მაგრამ ნამდვილი დარღვევა ის ფაქტია, რომ მედიამ მისი საქციელი არ დამალა და "ტირაჟირება გაუკეთა".
"თქვენი ჟურნალისტები, დღევანდელი, გუშინდელი, გუშნწინდელი მიდიან და სპეციალურად, აი, იმ საპატრიარქოს განცხადებაში რაც წერია, ცდილობენ, რომ ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ. ცუდი სიტყვების მოსმენა არავის არ სიამოვნებს, როგორ შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, რაც იმან ილაპარაკა. ყურს არ გაეგონება ეს ყველაფერი, ყურს არ გაეგონება. მაგრამ ადამიანს რომ გამოიყვან მდგომარებიდან და ამას მერე კიდე ტირაჟირებას გაუკეთებ და გაავრცელებ, ეს არის სწორედ კანონდარღვევა, რასაც თქვენ აკეთებთ. თორე ის ადამიანი ძალიან ცუდად მოიქცა, ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ მე როდესაც ის მოვიყვანე მონასტერში, მარტო დავასახლე სპეციალურად, რომ ადამიანებთან არ ჰქონოდა შეხება. რა გავაკეთო მეტი, გამაგებინეთ, განდეგილია ადამიანი, მარტო ცხოვრობს.", — აცხადებს ფაჩუაშვილი.
მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ მომხდარზე ყველას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს, მაგრამ მაშინ, როცა ყველაფერში გაერკვევა, რადგან ტელევიზიით ნანახზე რეაგირებას ვერ მოახდენს. ინტერვიუს დროს ის ხაზს უსვამდა, რომ მედიამ ამბის მხოლოდ ნაწილი გააშუქა, რაზედაც არაერთხელ უპასუხეს, რომ ასე არ ყოფილა და შავი კადრების ნახვა შესთავაზეს.
"[ბერმა] ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა. მე თუ მისი სული მაბარია, მისი სულის ცხონება, როგორ შეიძლება ის არ დავსაჯო, როგორ შეიძლება ძალიან მკაცრად არ მივუთითო და კიდევ არ ვიცი რა ღონისძებას ჩავატარებ. არ დამთავრებულა ეს ამბავი ხვალ, ზეგ და მაზეგ, ალბათ, ბევრი გამოჩნდება მსურველი, რომ ეს ბერი მწყობრიდან გამოიყვანოს", — ამბობს ის.
დღეს, 28 აგვისტოს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დამამცირებელი და ჰომფობიური ტერმინებით მოიხსენია და აგინა. თალვკეთულას მონასტერში ჟურნალისტები იმის გასარკვევად ჩავიდნენ, მიმდინარეობს თუ არა მონასტერში უკანონო მშენებლობა, რამაც ბერის აგრესია გამოიწვია.
ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ჩაწერის უფლება აქვთ, სასულიერო პირი შეურაცხმყოფელი ფრაზებით პასუხობს:
"რაის უფლება გაქვთ, არაფრის უფლება არა გაქვთ. რა უფლება გაქვს? საიდან მოიგონე, რომ უფლება გაქვს. ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ რა, გიყურებ. პირში არ აგიღია, ტო? წადი შენი, დედას დავეცი ახლა რა".
აღსანიშანავია, რომ 22 აგვისტოს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბერი იოანე კაცს შეურაცხყოფას აყენებს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება. 26 აგვისტოს კი სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბერი ამბობს, რომ "ძველი განგსტერია" და დაჭერის არ ეშინია. მისი თქმით, მონასტერში მიმდინარე მშენებლობაზე სააგენტოდან არაერთხელ გააფრთხილეს, მაგრამ საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ მათ რამე შეუთანხმოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასულიერო პირები ჟურნალისტებისადმი აგრესიას ავლენენ და მათ შეურაცხყოფას აყენებენ. იმავეს აკეთებენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც და ხშირად ახალისებენ ჟურნალისტებზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს.
სწორედ ეკლესიის და საპატრიარქო იყო თანაორგანიზატორი 5 ივლისის აქციისა, სადაც პრორუსულმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე დღეში აქციაზე ნაცემი TV პირველი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
კომენტარები