ვფიქრობ, სწავლა დაიწყება დისტანციურად — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. მისი თქმით, აუცილებელია, რომ დადებითობის მაჩვენებელი არ აღემატებოდეს 4%-ს და სკოლის პერსონალის 80% იყოს ვაქცინირებული.
"სწავლა, ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამას და დაიწყება დისტანციურად. ჩვენი რეკომენდაციაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, არ ვიცი საბჭო როგორ გაითვალისწინებს, სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ (დღეს გვაქვს 9,43%) და 80% ადმინისტრაციული პერსონალის სკოლაში, პედაგოგ-მასწავლებლების არ იქნება აცრილი, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ. ამიტომ, სასურველია, რომ მასწავლებლები აიცრან, ადმინისტრაციული პერსონალი აიცრას სკოლებში და საერთო ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება დაწყებული დასწრებული სწავლის განხილვა", — თქვა გამყრელიძემ.
მას ანალოგიური დამოკიდებულება აქვს უნივერსიტეტების სწავლის პროცესის მიმართაც და აღნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში დამატებით საჭიროა, რომ სტუდენტების უმრავლესობაც აცრილი იყოს.
"მე პირადად, იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში. დასწრებული სწავლებისთვის რამოდენიმე ეს კრიტერიუმი უნდა იყოს დაკმაყობილებული, ანუ, მარტო პროფესორ-მასწავლებლები არა, სტუდენტები, 150 000 სტუდენტია, ესენი ყველა ახალგაზრდები არიან, ეს დელტა შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ძალიან გადამდებია, ამიტომ, სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი, ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო", — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
26 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,43%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 10,70%, ხოლო 7 დღის — 10,4%.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 473 502, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 7 101 ადამიანი.
27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 12,1%, რაც 345 315 ადამიანს შეადგენს. 1 დოზით აცრილია 749 754 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 26,3%-ია. ამასთან, დღეის მდგომარეობით, ჯამში ჩატარდა 1 095 069 აცრა, ხოლო 26 აგვისტოს აიცრა 26 418 ადამიანი.
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
კომენტარები