ღარიბაშვილმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვიარ თემზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ნადირობაზე და დატოვოს თანამდებობა — პრაიდი
ფოტო: თამუნა გეგიძე/On.g
Tbilisi Pride კვლავ მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს, აიღოს პოლიტიკური პასუხისგმებლობა ქვიარ თემის წევრებზე, აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე გამოცხადებული ნადირობის გამო და გადადგეს. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის ახალ განცხადებაში, რომელიც ღარიბაშვილის დღევანდელ მიმართვას პასუხობს.
თბილისი პრაიდის გუნდი გამოხატავს მწუხარებას TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველა ადამიანს, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვისთვის უპირობო ბრძოლის სწამს.
"ეს ტრაგედია მოჰყვა 5-6 ივლისს მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას ჰომოფობიურ ნიადაგზე, რომელზეც პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს ეკისრებათ!", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადება, რომლითაც 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს დააკისრა, ჰომოფობიური და ანტისახელმწიფოებრივია, ასევე, ძალადობის წამხალისებელი.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა, არ არსებობს! როცა სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ეს მისი დისფუნქციურობის მაჩვენებელია", — აცხადებენ ორგანიზაციაშია.
ამასთან, თბილისი პრაიდი განმარტავს, რომ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა. მათი ინფორმაციით, სისტემატურად აწვდიდნენ ინფორმაციას სიძულვილის ჯგუფების ორგანიზებაზე, აფრთხილებდნენ დაანონსებული ძალადობის შესახებ და სთხოვდნენ, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომ არ განმეორებულიყო 2013 წელი. ამასთან, თბილისი პრაიდი ამბობს, რომ შსს-ს შესთავაზეს ღირსების მარშის ალტერნატიული გეგმაც და ამის ნაცვლად, დახურული ალტერნატიული ლოკაციის დაპირება მიიღეს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების პრინციპებს.
ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შემდგომი სამუშაო პროცესის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, 4 ივლისის შსს-მ მათთან კომუნიკაცია შეწყვიტა.
"ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა, გვსურს განვუმარტოთ, რომ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა!", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, 5-6 ივლისს მთელმა მსოფლიომ იხილა ის ჰომოფობიური გარემო, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა.
"სწორედ ქვიარ ადამიანების მოუთოკავი სიძულვილი, წახალისებული და ინსტრუმენტალიზებული ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ, ამოძრავებდათ ადამიანებს, რომლებიც ღირსების მარშის ორგანიზატორებს მთელი დღის განმავლობაში დაგვდევდნენ ქუჩებსა და ოფისებში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და არბევდნენ თბილისი პრაიდისა და მოძრაობა სირცხვილიას ოფისებს. მათი მთავარი სამიზნე სწორედ თბილისი პრაიდი და თანასწორობისთვის ბრძოლაში ჩვენი პარტნიორი მოძრაობები იყვნენ", — აცხადებენ თბილისის პრაიდში.
მათივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, ამ მძლავრ სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი, ბრძოლა ღირსეული ცხოვრებისთვის და მკაფიოდ მოინიშნოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ჰომოფობია.
"სამწუხაროდ, ამ მართული და მიზანმიმართული ძალადობის შედეგად, მიმდინარე დღეებში, თბილისის ქუჩებში კვლავ გრძელდება თავდასხმები არამხოლოდ ქვიარ ადამიანებზე, არამედ ყველა მოქალაქეზე, ვინც სიძულვილის ჯგუფების "სტანდარტს" ვერ აკმაყოფილებს. აუცილებელია, საზოგადოებამ გადაიაზროს სიძულვილი ქვიარ ადამიანების მიმართ და გახდეს ჩვენი აქტიური მოკავშირე იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საჯარო სივრცეში ღიად და უსაფრთხოდ არსებობა", — აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 5 ივლისს, სამოქალაქო საზოგადოების მხარდამხარ, წინა ფლანგზე იბრძოდნენ მედიის წარმომადგენლები, ისინი იცავდნენ მათ უფლებებს და ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის სიძულვილის რეალური სახე ეჩვენებინათ.
"გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის, გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ თავისუფალ მედიას და თითოეულ ჟურნალისტს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვიდგებით მედიის და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის იბრძვის!", — ამბობენ ორგანიზაციაში.
დღეს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსების მარშისა და თბილისი პრაიდის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა. მან პრაიდი კვლავ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. პრემიერმინისტრმა თქვა ისიც, რომ ღირსების მარშის რუსთაველის "პროსპექტზე" ჩატარებაა პრობლემა, თორემ სხვა ადგილებში პოლიცია მშვიდობიან ადამიანებს დაიცავდა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იტყუება, როცა ღირსების მარშს აღლუმს უწოდებს და ცდილობს მის დისკრედიტაციას, იმეორებს რა ძალადობრივი ჯგუფების მესიჯს, რომ აღლუმი მხოლოდ ჯარისაა. პრემიერმინისტრი აქვე ხაზს უსვამს, რომ "ე.წ. აღლუმის" წინააღმდეგი იყო. ლოგიკურია, რომ ქვეყნის პირველი პირისგან ეს განცხადება, ძალადობის წახალისებად აღიქმებოდეს. წინა განცხადებას, რომელიც ასევე წახალისებად მიიჩნევა, მოჰყვა კიდეც ძალადობა ქალაქის მთავარ გამზირზე და არამარტო.
"ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია. მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს".
გარდა ამისა, მან გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ. უცნობია, ღარიბაშვილმა არ იცის, რომ ადამიანი ჰომოსექსუალი "პროპაგანდით" ვერ გახდება თუ მიზანმიმართულად ავრცელებს ამ აზრს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა არცოდნა "არცოდვა" ვერ იქნება.
"როდესაც 95% ჩვენი მოსახლეობის არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული, მარშისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, იძულებული ვართ, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ, ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში".
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა შეგვახსენა, რომ თბილისი პრაიდის მიერ ღირსების მარშამდე დაგეგმილი ორი ღონისძიება შედგა, შეფერხება არ ყოფილა და პოლიციამ პრევენცია მოახდინა. მას არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მოახდინა პრევენცია პოლიციამ 5 ივლისს და უკავშირდება თუ არა ეს პრემიერმინისტრის ჰომოფობიურ აზრებს და იმას, რომ მარშის წინააღმდეგი იყო.
ამავდროულად, ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა გამოხატვის თავისუფლებისთვის. მან ისაუბრა კონსტიტუციაზე და ტრადიციულად, თავი იმართლა ანტიდისკრიმინაციული კანონით. მისი თქმით, "ჩვენს მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ აქვთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში".
ერთ წამში კი, ღარიბაშვილი ამბობს:
"მაგრამ როდესაც ხდება პროვოკაციული, პოლიტიკური მიზნით ამ ყველაფრის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით, ვინაიდან, ვიცით, თუ რა დგას ამ მიზნის უკან — პოლიტიკური მიზანი, სხვა არაფერი".
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები