აშშ-ში კლანის წევრ მოსამართლეებზე სანქციების დაწესება უმაღლეს დონეზე განიხილება — ლელო
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმაზე.
"სენატში გვქონდა საუბარი, პროცესი არის დაძრული, ჩაერთვება სახელმწიფო დეპარტამენტი", — ბადრი ჯაფარიძე, პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი, ამერიკის ხმასთან ამერიკის მხრიდან, ცალკეული ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე საუბრობს.
ამერიკის ხმა ჯაფარიძეს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა ბადრი ჯაფარიძემ, გრიგოლ გეგელიამ და სალომე სამადაშვილმა, ოთხდღიანი ოფიციაური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს წარმომადგენელთა პალატაში, სენატსა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია. მათ შორისაა, მართლმსაჯულების რეფორმა, შარლ მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის საკითხი. ამერიკის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სამეულმა განაცხადა, რომ მათ ამერიკელ პრატნიორებთან ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის საკითხის შესახებ.
სანქციები — "პროცესი დაძრულია"
როგორ ხედავენ ამერიკელი ოფიციალური პირები ცალკეული ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას? — ამერიკის ხმას ამჯერად საშუალება არ მისცემია ეს კითხვა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკთხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილისათვის დაესვა. ლელომ და სალომე სამადაშვილმა, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა სწორედ კარა მაკდონალდთან გამართეს. თუმცა, ბადრი ჯაფარიძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ საკითხზე მუშაობაში ამერიკის საგარეო უწყებაც ჩაერთვება.
"სენატში გვქონდა საუბარი, პროცესი არის დაძრული, ჩაერთვება სახელმწიფო დეპარტამენტი. პირველ ეტაპზე საუბარია კონკრეტულ მოსამართლეებზე, სანქციების მოგზაურობის შეზღუდვის მიმართულებით დაწესებაზე. მოსამართლეებზე, რომლებიცკლანის გავლენის გაძლიერებასა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტ ილებების მიღებაში არიან შემჩნეულნი. ასეთი რამ გაკეთდა ბულგარელ, ასევე ალბანელ მოსამართლეთა მიმართებაში და ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვათ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და სასამართლოზე იმგვარი გავლენის არსებობას, როგორიც დღეს გვაქვს საქართველოში.
ვგულისხმობ კლანის გავლენას და ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, მოსამართლეების მხრიდან. იმისთვის, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ ხდებოდეს, აუცლებელია განხორციელდეს ეს ნაბიჯი. ამერიკელი მეგობრები აბსოლუტურად სერიოზულად არიან განწყობლინი ამ მიმართულებით, პროცესი არის დაძრული. ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ ეს სანქციები ამოქმედდება. რა თქმა უნდა პროცესი მოითხოვს დროს მაგრამ, რაც მთავარია ის დაძრულია", — აცხადებს ჯაფარიძე.
ჯაფარიძე განმარტავს, რომ "მეტი დეტალის გამჟღავნების უფლება არ აქვთ", რადგან მისი თქმით "ამერიკელი მეგობრები ამ საკითხს ამუშავებენ".
"ჩვენ მოვისმინეთ, რომ აშშ-ში უმაღლეს დონეზე განიხილება იმ მოსამართლეთათვის სანქციების დაწესება, რომლებიც საქართველოში ინარჩუნებენ კლანს და კვებავენ ამ კლანს", — გვეუბნება ლილოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, გრიგოლ გეგელია.
მეტის ფრთხილი მოდლოდინი — სამადაშვილი
კონკრეტული პირების დასახელების გარეშე, სამადაშვილი გვეუბნება, რომ ვაშინგტონის პოლიტკურ და დიპლომატიურ წრეებში, კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას გარკვეული ენთუსიაზმით უყურებენ — როგორც ნიშანს, არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
დამოუკიდებელ დეპუტატს და ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის წარმომადგენელს ვკითხეთ, ამერიკელ პარტნიორებთან საქნციების შესახებ საუბრისას, მოიაზრებოდა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლებიც.
"მე შემიძლია გითხრათ, — წყაროს არ დავასახელებ. მაგრამ, ვაშინგტონში, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების ძალიან გავლენიანმა წარმომადგენელმა რაც გვითხრა, — რომ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება კარგი სიგნალი იქნება სხვებისთის, რა შეიძლება მოსდევდეს საკუთარი ხალხის ინტერესების, შენს ქვეყანაში დემოკრატიის ინტერესების უგულვებელყოაფას და ასევე, ფაქტობრივად პირდაპირ მოატყუო ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე და მიშელის დოკუმენტის შესრულებას ვინც უქმნის პრობლემებს, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ხალხი ატყუებს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ატყუებს ევროკავშირს, ვაშინგტონს და ცხადია ეს პასუხის გარეშე არ დარჩება", — ამბობს სამადაშვილი.
სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ "თუ შარლ მიშელის დოკუმენტის იგნორირება მოხდება", სანქციების დაწესების საკითხი "წარმატებით დაიძრება".
"ყველაფერი ხდება დინამიკაში. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ თუ ქართული ოცნება მიშელის დოკუმენტის იგნორირებას გააგრძელებს, რომელიც ჩვენ ყველგან მოვისმინეთ, — სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატში, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სწორედ ამ დოკუმენტს ხედავენ როგორც გზას მომავლისკენ და ხელისუფლებისგან მის სრულყოფილ იმპლემენტაციასა და განხორციელებას ელოდებიან; თუ გაგრძელდება იგივე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ამ დოკუმენტების იგნორირება მოხდება, მე დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ, რომ ძალიან წარმატებით დავძრათ და სწრაფად დავიწყოთ საკითხი სანქციების შესახებ. ახლა, თავად პროცედურას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება და არავინ არ ამბობს, რომ ეს ხვალ იქნება. მაგრამ, თუ „ქართული ოცნება“ და სასამართლო კლანი გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც დღეს აქვთ, მე ძალიან რეალისტურად მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიოთ", — აცხადებს სალომე სამადაშვილი, რომელიც ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ საქნციების დაწესების პრაქტიკა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართებაშიც კი არსებობს.
პარტია ლელო საქართველოსთვის და საპარლამენტო ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი აშშ-ის დედაქლაქში 22 ივნისს დაიწყო და ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა დონის 15-მდე შეხვედრა გამართეს.
კომენტარები