6-წლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფი Of Monsters and Men ახალი ალბომით ბრუნდება — მოისმინეთ პირველი ორი სინგლი
ფოტო: Meredith Truax
ცნობილი ისლანდიური ინდი-ფოლკ ჯგუფი Of Monsters And Men მალე ახალ, რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს. ალბომი, სახელწოდებით All Is Love And Pain In The Mouse Parade ("თაგვების აღლუმში მხოლოდ სიყვარული და ტკივილია"), 13 სიმღერას აერთიანებს და 17 ოქტომბერს გამოვა. მანამდე, უკვე შეგვიძლია, ალბომიდან ორი სინგლი მოვისმინოთ: Television Love ("ტელევიზიის სიყვარული"), რომელიც 1-ელ ივლისს გამოვიდა და Ordinary Creature ("ჩვეულებრივი არსება"), რომელიც ჯგუფმა სულ ახლახან, ალბომის ანონსთან ერთად გაავრცელა.
პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ახალი ალბომი, რომლის შთაგონების წყაროც თავად ბენდის წევრების პირადი ცხოვრება გახდა, ასახავს ადამიანის ღრმა შინაგან სამყაროს და განცდების სპექტრს: სიხარულიდან სევდამდე, სიყვარულიდან ტკივილამდე. რაც შეეხება ახალ სინგლს Ordinary Creature, ის "ცხოვრების ტკბილ-მწარე ბუნების" და იმ ადამიანის მოლოდინის შესახებაა, რომელიც შვებას მოგგვრის.
"ეს სიმღერა არის იმ მომენტზე, როცა დიდი ხნის განმავლობაში ცუდად ყოფნის შემდეგ თავს უკეთესად გრძნობ, საკუთარ თავს უბრუნდები და გახსენდება, რას ნიშნავს ჩვეულებრივ არსებად ყოფნა", — ვკითხულობთ ბენდის განცხადებაში.
Of Monsters and Men ("ურჩხულებსა და ადამიანებზე") 2010 წელს შეიქმნა ისლანდიაში, სადაც ბენდების ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებული გახდა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი My Head Is an Animal გამოუშვა, რომელიც არაერთი ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა. განსაკუთრებული კომერციული წარმატება ხვდა წილად ალბომის მთავარ სინგლს, Little Talks, რომელიც მილიონობით ასლად გაიყიდა და სხვადასხვა ქვეყანაში პლატინისა და ოქროს რამდენიმე სტატუსი დაიმსახურა. სიმღერას სპოტიფაიზე 1,2 მილიარდზე მეტი სტრიმი აქვს.
Of Monsters and Men-ს ასევე გამოშვებული აქვს ალბომები Beneath the Skin (2015) და Fever Dream (2019).
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები