დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ — განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.
პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ ლომიძეს და ზასოხაშვილს პოლიციელებისთვის და წყლის ჭავლის მანქანისთვის ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმეში დაზარალებულად აღიარებულ პირებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებათ და ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.
დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმე
52 წლის დავით ლომიძეს და 38 წლის თემურ ზასოხაშვილს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს. კერძოდ, ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს პარლამენტთან მობილიზებულ სპეცრაზმს, რის შედეგადაც დაზიანდა წყლის ჭავლის მანქანა. თუმცა ვიდეოკადრები, რომლებიც სავარაუდოდ მომხდარს ასახავს, ბუნდოვანია და ბრალდებულთა ამოცნობა – პრაქტიკულად შეუძლებელი. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება შსს-ს თანამშრომელთა ჩვენებებია, თუმცა, როგორც ადვოკატები ამტკიცებენ, ისინი იდენტურია და საქმეში არც ჰაბიტოსკოპიური ანალიზი დევს, რომელიც დაადგენდა ვიდეოში ნამდვილად დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი არიან თუ არა.
ორივე ბრალდებული აცხადებს, რომ მათზე დაკავებისას იძალადეს. დავით ლომიძის თქმით, ყოფილი კინოცენტრის ტერიტორიაზე დაკავების შემდეგ ის სხვა დემონსტრანტებთან ერთად მიკროავტობუსში ჩასვეს, სადაც სცემეს და წიწაკის სპრეი შეასხეს. ზასოხაშვილიც ნაცემი იყო და ადვოკატმა ის იზოლატორში დასიებული თვალებით, ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში ნახა. ორივეს აღიარებითი ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე მიიღეს.
საქმეში არ არის სახეთა იდენტიფიცირების ანალიზი და მოპოვებულ ნივთმტკიცებებშია — 4 ცალი პრეზერვატივი და ქვა, რაც საერთოდ არ შეესაბამება წაყენებულ ბრალდებას.
"კაცს ედავებიან, მოლოტოვის კოქტეილი ესროლე პოლიციასო და პრეზერვატივებს რომ მოიტანენ, არ მესმის რა შუაშია," — ამბობს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი.
დავით ლომიძეს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ზურგზე უკვე მეორედ ჩაუტარდა ოპერაცია.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები