ამერიკის მიერ სანქცირებული პირი თუ მიჩივის ირანის სასამართლოში, მე მგონი, გამიმართლა — ღარიბაშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/საქართველოს პარლამენტი
"ამერიკის მიერ სანქცირებული და ძებნილი პირი მე თუ მიჩივის ირანის სასამართლოში, მე მგონი, გამიმართლა" — ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირანელი ბიზნესმენის ბრალდებას, რომელიც ღარიბაშვილის ბიზნესინტერესებზე მიუთითებს და ამბობს, რომ საკუთარი დანაშაულის დამალვის მიზნით, საქართველოში ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს.
ღარიბაშვილის თქმით, დეტალებში ვერ შევა, თუმცა იქვე ამბობს, რომ ეს ადამიანი აშშ-ის "სანქციების ქვეშ იყო მოხვედრილი" და ბანკს ლიცენზია სწორედ პარტნიორებთან კოორდინაციით შეუჩერეს. ამასთან, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანია ნაციონალურ მოძრაობასთან იყო აფილირებული.
"რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად სასოწარკვეთილები, შეიძლება ასე ითქვას, სვამენ ერთი და იგივე შეკითხვას — ბრალდება იყო, თითქოს მე ერთ-ერთ ირანელ ბიზნესმენს ბიზნესი და ბანკი წავართვი და ა.შ. დეტალებში საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შევდივარ, მაგრამ ძალიან მოკლედ, ზედაპირულად შეიძლება ითქვას ის, რომ აღნიშნული ბანკი და ეს კომპანია იყო ამერიკის სანქციების ქვეშ მოხვედრილი. მაშინ მე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი 2013 წელს, როცა ჩვენს კოლეგებთან, ამერიკელებთან და სხვა პარტნიორებთან გვქონდა ამ საკითხზე აქტიური მუშაობა და მათი უშუალო კოორდინაციით მოხდა აღნიშნული ბანკისთვის ლიცენზიის შეჩერება და ა.შ., ასეულობით მილიონობით დოლარის გათეთრება დაფიქსირდა ამ ბანკში 2012 წლამდე, მაშინ, როცა ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში და სწორედ მათთან აფილირებული იყო აღნიშნული ბანკი და აღნიშნული კომპანია", — თქვა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ შეუძლიათ ნდობის ჯგუფს მიმართონ და შესაბამისი უწყებები დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენენ.
"გეტყვიან, რაოდენ საშიში და მნიშვნელოვანი დანაშაულები აღვკვეთეთ მაშინ", — დასძინა მან.
16 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობის თანხების მალულად შემოტანა გამოავლინეს. უწყების ცნობით, შემოტანილი თანხა, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს.
პროკურატურის ინფორმაციით, შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.
უწყების განცხადებითვე, მოიძიეს და დააყადაღეს დანაშაულის ორგანიზატორის, ფ.ნ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით, შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის, ოთხი ბინა, კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთები და სამი ძვირადღირებული მანქანა.
20 ივნისს კი ირანელმა ბიზნესმენმა, ფურია ნაიებმა მთავარ არხთან თქვა, რომ საკუთარი დანაშაულის დამალვის მიზნით, საქართველოში ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს.
"პირველად რუმინეთში შემომიტიეს, ჩემი აქტივების მოპარვა უნდოდათ, ამ პროცესში ჩართული იყო მინდია ჯანელიძე, რომელიც კონტრტერორისტულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ასევე, ძმები აკაკი და ლაშა ჩხენკელები.
ლაშა ჩხენკელმა მაიძულა, რომ ჩემი საბანკო ანგარიშის ნაწილი მისთვის მიმეცა და ამისთვის ყალბი საბუთები გამოიყენა. სამივე ირაკლი ღარიბაშვილის დავალებებს ასრულებდა. ჩხენკელებიც და ჯანელიძეც ირაკლი ღარიბაშვილის სახელით მელაპარაკებოდნენ. ჯერ ბანკი წამართვეს, შემდეგ ტანკერები მომპარეს და აქეთ დამემუქრნენ", — აცხადებს ის [მთავარი არხის თარგმანი].
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები