ქარვისფერი ღვინო თბილღვინოსგან
საქართველო ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული. ღვინის დამზადება და თიხის ჭურჭელში შენახვა საქართველოში ჯერ კიდევ 8000 წლის წინ დაიწყო. დღემდე შემორჩენილი ტრადიცია იუნესკოს არამატერიალური ძეგლების სიაშიც კი არის შეტანილი. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ღირსეულად გაგრძელება და მისი ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილღვინოს ახალი წამოწყებაც — ამბერ რქაწითელისა და ქისის წარმოება.
ქარვისფერი, მზის ჩასვლის ელფერის მქონე ღვინო მხოლოდ ტექნოლოგიითა და არომატით კი არ გამოირჩევა, არამედ თავგადასავლებისა და სიახლის მაძიებელი ადამიანების ცხოვრების სტილის შესაფერისიცაა.
ქარვისფერი ღვინის ფესვები
ქარვისფერი ღვინის მომზადებისას, ევროპული თეთრი ღვინისგან განსხვავებით, ყურძნის კანი კონტაქტში რჩება წვენთან დღეების ან ზოგ შემთხვევაში, თვეების განმავლობაში, სწორედ ამიტომ, ქარვისფერი ღვინო კანთან კონტაქტის მეთოდით დადუღებული თეთრი ღვინის სახელითაცაა ცნობილი.
"მეღვინეობის ეს მეთოდი არის თეთრი ღვინოების დამზადების უძველესი ფორმა, რომელიც საუკუნეებით თარიღდება. საქართველოს არასდროს შეუწყვიტავს ამ გზით თეთრი ღვინის წარმოება", — აღნიშნავს ერიკ აზიმოვი, The New York Times-ის ღვინის კრიტიკოსი
ამბერ ღვინო თბილღვინოსგან
ფოტო: თბილღვინო
თბილღვინოს ამბერ ქისი და ამბერ რქაწითელი 2021 წლიდან მასობრივად ჩაეშვა ბაზრებზე და ამ ღვინოების დახვეწილმა, ელეგანტურმა და ექსკლუზიურმა გემომ ღვინის მოყვარულთა გულების დაპყრობა უკვე მოახერხა.
ასევე, თბილღვინოს ახალმა ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსებზე დიდი წარმატება მოიპოვა: ამბერ ქისი IWC-სა და IWSC-ს ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო ამბერ რქაწითელი IWC-ს ბრინჯაოთი და IWSC-ს ვერცხლით.
"ამ ღვინოს დახვეწილობა, თეთრი ატმის ნაზი არომატი, დაბალანსებული გემო და სიმსუბუქე გამოარჩევს", — ამგვარად აფასებს ქისს საერთაშორისო ჟიური.
"ღვინის მოყვარული ადამიანების გულსა და გონებაში ქარვისფერმა ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. მას აწარმოებენ, ყიდიან და მიირთმევენ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე", — წერს საიმონ ვულფი, ღვინის წამყვანი მედიაპლატფორმა დეკანტერის კრიტიკოსი.
ნიუ-იორკის ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მოვაჭრის Astor Wines-ის შესყიდვების მენეჯერი, ლორენა ასენსიოსი კი აღნიშნავს, რომ "მომხმარებლები ყოველდღიურად გამოხატავენ დიდ ინტერესს ქარვისფერი ღვინისადმი".
ფოტო: თბილღვინო
ამბერ ქისი და ამბერ რქაწითელი თბილღვინოს ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება, დროული და ქრონოლოგიური პროცესები კი სიფრთხილითა და კონტროლით მიმდინარეობს. ღვინოებში კომშისა და გარგარის ჩირის გემოს შეიგრძნობთ. თბილღვინოს ამბერ ღვინო საშუალოსხეულიანია, დაბალანსებული სიმჟავე და ტანინი გამოარჩევს. ის ევროპული კლასიკური მეთოდით დაყენებულ თეთრ ღვინოზე უფრო სხეულიანია და ამიტომაც, ისევე ეხამება სადილს, როგორც ქვევრის ღვინო. ის თანაბრად უხდება როგორც ხორცს: ქათამს, თევზსა და ძეხვეულს, ისე მძაფრი არომატის ყველს, ზეთისხილსა და სოკოს.
1962 წელს, საქართველოში ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი, საექსპორტო ღვინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1999 წლიდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რითაც სათავე დაედო სრულიად ახალ ეტაპს თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის წინაპირობა არის მომხმარებელი — ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით.
დღესდღეობით თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს — ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც განაპირობებს საუკეთესო ხარისხს. თბილღვინოს ვენახები 355 ჰექტარზე არის გაშენებული, ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები