ხაზარაძე: დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს იმუნიტეტი, ხვალ თუ საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს
ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დეპუტატს იმუნიტეტი საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს. მისი თქმით, თუ ხვალ დადგება საკითხი, ის მანდატს ჩააბარებს და "უსამართლო მართლმსაჯულების" წინაშე წარდგება. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და ასე შეაფასა ქართული ოცნების ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობის 51-დან 90-მდე უნდა გაიზარდოს.
"მე ვფიქრობ, დეპუტატს საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს იმუნიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში, მე პირადად გეტყვით, რომ მე პირადად განვიცადე და განვიცდი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რომელიც ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზეა. ამიტომ, ახლავე ვაცხადებ, რომ არანაირი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პროკურატურა, სასამართლო და დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს რაღაც იმუნიტეტი, რომ დაიცავს თავი.
როცა ამას მივაღწევთ, მაშინ გვექნება ნორმალური ქვეყანა. ახლა ხმამაღლა ვაცხადებ, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება და მე ამ მიდგომის, მე მესმის, რომ ტრადიცია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტიპის კანონმდებლობის და კიდევ გაზრდის წინააღმდეგი ვარ. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ არჩეული ხალხის მიერ და პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც შეიძლება დაემალო მართლმსაჯულებას. ამიტომ, მე პირველი ვაცხადებ ამას, რომ მე ვიქნები პირველი, რომ ხვალ თუ ეს საკითხი დადგა, არანაირი კენჭისყრა არ გვჭირდება, არანაირი 90 ან 100 ხმა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები. იმიტომ, რომ სიმართლე საბოლოო ჯამში ყოველთვის იმარჯვებს", — განაცხადა მან.
თიბისი ბანკის საქმე
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.
გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.
თიბისი გრუპის 97%-მა ხაზარაძე და ჯაფარიძე ხელახლა აირჩია თავმჯდომარედ და მოადგილედ.
28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გაასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.
გაიგეთ მეტი: რა ვიცით თიბისის საქმეზე — ყველაფერი მოკლედ
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები