10 ახალი წიგნი, რომელიც წიგნის ფესტივალზე არ უნდა გამოგრჩეს
24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი იმართება: ტრადიციული დანიშნულების ადგილი — ექსპო ჯორჯიას პავილიონი ოთხი დღით ლიტერატურის მოყვარულების ედემად იქცევა.
როგორც ყოველთვის, სულაკაურის გამომცემლობა წელსაც თავის ერთგულ მკითხველს განსაკუთრებული სიახლეებით უმასპინძლებს: ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნება როგორც უცხოური ნაწარმოებების თარგმანები, ისე ქართველი ავტორების ახალი წიგნები.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში შეგიძლიათ, წიგნები ადგილზე შეიძინოთ ან ასევე ვებგვერდიდან გამოიწეროთ.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც ლიტერატურის ყველა მოყვარულს დააინტერესებს.
1. მსხლების მინდორი
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ქართული ფილმების — გრძელი ნათელი დღეები და ჩემი ბედნიერი ოჯახი — რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის ამ სადებიუტო რომანმა არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მკითხველების მოწონებაც დაიმსახურა: მსხლების მინდორი პირველი ქართული რომანი გახდა, რომელიც ინგლისურად ითარგმნა და საერთაშორისო ბუკერის პრემიის კანდიდატებს შორის მოხვდა.
ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანი, რომელიც ბავშვთა თავშესაფარში განვითარებული ემოციური, მძიმე და ტრაგიკული ისტორიების შესახებ მოგვითხრობს, პირველად 2015 წელს გამოიცა, ფესტივალზე კი განახლებული ტირაჟითა და დიზაინით შეძლებს მკითხველი მის თავიდან გაცნობასა და აღმოჩენას.
2. ჩვეულებრივი ადამიანები
საქართველოში ამ სახელწოდებით (Normal People) უკვე კარგად იცნობენ დრამატულ სერიალს, რომელიც 2020 წელს გამოვიდა და მილიონობით მაყურებლის გული მალევე მოიგო. უკვე კი შესაძლებლობა გვაქვს, ამ აღიარებული სატელევიზიო შოუს პირველწყარო მშობლიურ ენაზე წავიკითხოთ, თანაც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რომანი ჩვეულებრივი ადამიანები მსოფლიო ბესტსელერია, მისი ავტორი — სალი რუნი კი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე მწერლად ითვლება.
3. ზევით და ქვევით
სულაკაურის გამომცემლობა არა მხოლოდ ახალი ავტორების აღმოჩენაში, არამედ უკვე კლასიკოსებად აღიარებული მწერლების შემოქმედების გახსენებაშიც გვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაურია, რომელსაც ყველაზე კარგად საბავშვო ამბებით ვიცნობთ. რჩეული მოთხრობების სერიით გამოცემული ახალი კრებული ზევით და ქვევით კი მის ყველა მნიშვნელოვან მოთხრობებს უყრის ერთად თავს.
4. დამალობანა
რთულია, დებიუტანტმა ქართველმა ავტორმა დროის მცირე მონაკვეთში შეძლოს მკითხველების დიდი წრის ყურადღების მიქცევა, თუმცა ელენე ჯაფარიძემ ეს ნამდვილად მოახერხა. მისი პირველი რომანი დამალობანა, რომელიც აფხაზეთის ომის შედეგებზე მოგვითხრობს, მალევე იქცა ბესტსელერად. შესაბამისად, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, ამჯერად მაინც აღარ უნდა გადადოთ.
5. არსადროს
მნიშვნელობა არ აქვს, ჟანრული ლიტერატურა გიყვართ თუ არა, ნილ გეიმანის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ რაღაც, რადგან ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალია. თუ უკვე იცნობთ მის შემოქმედებას, ეს სიახლე განსაკუთრებულად გაგახარებთ, თუ არადა შთამბეჭდავი ილუსტრაციებით გაფორმებული არსადროს იდეალური დასაწყისი იქნება გეიმანის ფენტეზის სამყაროს გასაცნობად: როგორც კი წიგნს გადაშლით, მაშინვე ისეთ საოცარ და ჯადოსნურ თავგადასავალში გადაეშვებით, რომ წამითაც ვეღარ მოწყდებით.
6. რეკვიემი
მკითხველმა უკვე აღმოაჩინა და შეიყვარა დიდი ქართველი მწერალი — ზაირა არსენიშვილი თავისი მეორე რომანით ვა, სოფელო, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ 2019 წელს გამოსცა. ამ ცოტა ხნის წინ კი ხელახლა დაიბეჭდა ამავე ავტორის რიგით პირველი რომანი რეკვიემი, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავი, მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნაწარმოებია.
7. არსთა მესნევი (წიგნი მეორე)
ეს სიახლე ბევრი ფაქტორის გამოა აღსანიშნი: პირველ რიგში, ჯალალ ედ-დინ რუმის უმთავრესი ნაწარმოების, ექვსნაწილიანი პოემის მეორე წიგნი გამოიცა ქართულად; მეორეც, ეს თარგმანი ცნობილ პოეტსა და აღმოსავლეთმცოდნეს, გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის; და ასევე, წიგნი მსოფლიო კლასიკის სერიაში გამოიცა, რომელიც დღეს საქართველოში წიგნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ღირებული სერიაა.
8. შინ – შენ
ეკატერინე ტოგონიძეს უკვე დიდი ხანია, კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, თუმცა მისი სულ ახალი რომანი შინ – შენ მაინც ნამდვილ აღმოჩენად იქცა ყველასთვის და ბესტსელერის სტატუსიც დამსახურებულად მოიპოვა. თუ გაინტერესებთ მნიშვნელოვანი სიახლეები ქართულ პროზაში, ამავდროულად კი წვრილმან დეტალებამდე ემოციური და ნატიფი ლიტერატურა გიზიდავთ, მაშინ ეს რომანი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
9. თავისუფალ ქვეყანაში
ზემოთ სერია მსოფლიო კლასიკა ვახსენეთ, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მას არაფრით ჩამოუვარდება სულაკაურის გამომცემლობის კიდევ ერთი წიგნების სერია ლიტერატურული ოდისეა, რომელიც მკითხველს ყველაზე დაუვიწყარ ლიტერატურულ მოგზაურობას სთავაზობს. ამაში თუნდაც სერიის ჯერჯერობით ბოლო წიგნი — თავისუფალ ქვეყანაში დაგარწმუნებთ, რომლის ნობელიანტი ავტორიც, ვ. ს. ნაიპოლი, სხვადასხვა ქვეყნის შვილების ისტორიებს ოსტატური ხელწერით მოგვითხრობს.
10. თამაში რიოში მარგალიტებით
ჰერმან ჰესეც ლიტერატურის დარგში ნობელის ლაურეატია, რომელსაც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც კარგად იცნობენ. უამრავი მკითხველის დიდი ხნის ლოდინისა და ნატვრის შემდეგ ნანა გოგოლაშვილმა ქართულად თარგმნა ამ გერმანელ-შვეიცარიელი მწერლის ბოლო რომანი თამაში რიოში მარგალიტებით, რომელსაც ბევრი ამ გენიალური ავტორის საუკეთესო ნაწარმოებადაც მიიჩნევს. შესაბამისად, თუ გიყვართ ფილოსოფიური საკითხავი, რომელმაც შეიძლება მთელ თქვენს მსოფლმხედველობაზე იქონიოს გავლენა, ეს სიახლე არ უნდა გამოგრჩეთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები