დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 632, ხოლო გარდაიცვალა — 12 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 17 446, PCR-ით — 12 795.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4,33%, ბოლო 7 დღის 3,38%, ბოლო 14 დღის კი 4,16%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს, გამოჯანმრთელდა — 282 237, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 971 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა;
  • აჭარა — 85;
  • იმერეთი — 72;
  • ქვემო ქართლი — 61;
  • შიდა ქართლი — 39;
  • გურია — 27;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 113;
  • კახეთი — 85;
  • მცხეთა-მთიანეთი — 18;
  • სამცხე-ჯავახეთი — 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 591, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი.

575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამასთან, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 249 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 18 963.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: