"გამოძევებულები ვართ" — პოლიცია აქტივისტებს სთავაზობს კარვების გადატანას სხვაგან, მაგრამ არა ნამახვანში
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი აცხადებს, რომ სოფელ ნამახვანში საპროტესტო კარვების დაშლის შემდეგ უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას იქ, სადაც აქტივისტები მოისურვებენ პროტესტის გაგრძელებას. თუმცა, თამაზაშვილი განმარტავს, რომ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო აქცია ნამახვანში ჯერჯერობით ვეღარ გაგრძელდებოდა.
"ნამახვანიდან ეს კარვები ავიღეთ. ამ კარვებს თავის ინვენტართან ერთად, ყველაფერთან, რაც არის გადმოგცემთ თქვენ, ორგანიზატორებს. უზრუნველვყობთ ჩვენ ამის ტრანსპორტირებას და იმ ადგილას მოვიტანთ, სადაც გააგრძელებთ პროტესტს [...]
ნამახვანის ხეობაში, სრულიად ლეგიტიმურად, მიმდინარეობს სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც დროებით ზღუდავს მოქალაქეების აქციის ფარგლებში გადაადგილებას. არ არის შეზღუდული ადგილობრივი მაცხოვრებლების მოძრაობა", — უთხრა აქციების ორგანიზატორებს თამაზაშვილმა.
აქტივისტებს უნდათ კარვები ისევ სოფელ ნამახვანში, ოღონდ სხვა ადგილას, ამჯერად მდინარისგან მოშორებით გაშალონ.
"ჩვენ ნამოხვანში გვაქვს კერძო საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და შესაბამისად, რიონის წყლის ადიდების შემთხვევაშიც კი, რომელიც, რა თქმა უნდა, არც არსებულ ლოკაციაზე ქმნის რეალურ პრობლემებს, თუმცა, მივყვებით რა უსაფრთხოების ნორმებს და განცხადებებს, გვაქვს ალტერნატიული ლოკაცია, სადაც ლეგიტიმურად გვაქვს უფლება, რომ გავშალოთ კარვები. სულხანმა [თამაზაშვილმა] არ დაგვიდასტურა, რომ ის ამას ეთანხმება და ამით, პრინციპში გვითრხა, რომ გამოდევნილები ვართ ნამოხვანიდან", — განაცხადა აქტივისტმა მირზა ნოაზაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტომ სოფელ ნამახვანიში გაშლილი საპროტესტო კარვები დაშალა და ეს რიონის წყლის დონის მატების გამო აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ახსნა. აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ წყლის დონის მატებასთან კარვების დაშლა არაფერ კავშირშია. მისი თქმით, იქ, სადაც კარვებია განთავსებული, წყლის დონე არ იმატებს იმ ზღვრამდე, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს.
აქტივისტებმა პოლიციელებს სთხოვეს ნივთების შესაგროვებლად და კარვებიდან გასატანად დრო მიეცათ, თუმცა სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ დაშლა დროულად უნდა დაეწყოთ. ისინი ადგილიდან ფეისბუქ-ლაივით ერთვებოდნენ, სადაც ჩანს, რომ მათ პირადი ნივთები გამოაქვთ კარვებიდან. სწორედ ამ პროცესში შეამჩნიეს მათ არყისა და ლუდის ბოთლები. ისინი ამბობენ, რომ ალკოჰოლული სასმელი არ ჰქონდათ და ცარიელი ბოთლები "პოლიციელებმა ჩაუდეს". აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები