ნამახვანში კარვების დაშლისას სასმლის ბოთლები იპოვეს, აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციამ მიიტანა და ალკოტესტს ითხოვენ
ნამახვანჰესის მოწინააღდეგეთა კარვების დაშლისას ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა ალკოჰოლური სასმელების ბოთლები შენიშნეს და აცხადებენ, რომ ისინი სამართალდამცავებმა მიიტანეს. აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ.
კარვების დაშლის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტომ დაახლოებით ერთი საათის წინ გაავრცელა და აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ახსნა. აქტივისტებმა პოლიციელებს სთხოვეს ნივთების შესაგროვებლად და კარვებიდან გასატანად დრო მიეცათ, თუმცა სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ დაშლა დროულად უნდა დაეწყოთ.
აქტივისტები ადგილიდან ფეისბუქ-ლაივით ერთვებიან, სადაც ჩანს, რომ მათ პირადი ნივთები გამოაქვთ კარვებიდან. სწორედ ამ პროცესში შეამჩნიეს მათ არყისა და ლუდის ბოთლები. ისინი ამბობენ, რომ ალკოჰოლული სასმელი არ ჰქონდათ და ცარიელი ბოთლები "პოლიციელებმა ჩაუდეს".
"სასმელი რატომ გაჩნდა აქ, მინდა შეგახსენოთ ეგ ამბავი. გუშინ ის გათამაშებული სპექტაკლი რაც იყო, რომ ვითომ ადამიანი, რომელიც გადავარდა რიონში, მერე მიაკერეს, რომ თურმე ნასვამი იყო. ალბათ, მაგის გაგრძელებაა ეს ამბავი, რომ დღეს არყის ბოთლებს ვხედავთ ჩვენი სამზარეულოს ნივთებში", — ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, დათო სიმონია.
ჰესის მოწინააღდეგე აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მთელი პროტესტის განმავლობაში, ტერიტორიაზე დაწესებული შინაგანაწესით აკრძალული ჰქონდათ ალკოჰოლური საშუალებების შეტანა.
On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მეორე დღეა მდინარე რიონში კაცს ეძებენ. როგორც ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტები ყვებიან, იგი პროტესტს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. თვითმხილველი ამბობს, რომ გვიან ღამით იგი მდინარეში შევიდა და მცდელობის მიუხედავად მისი გამოყვანა ვერ შეძლეს.
ვრცელდება ვერსია, რომ კაცი ნაცსამ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამას იმ მცხოვრები აქტივისტები გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ალკოჰოლის შეტანა არ შეიძლება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში 20 მეხანძრე-მაშველი და 6 მყვინთავი, ყველა საჭიროა აღჭურვილობითაა ჩართული.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები