5 ხერხი კითხვისგან მეტი სიამოვნების მისაღებად
ფოტო: GoodStudio / Shuttertsock
შესაძლოა, სხვა ბევრი ადამიანის მსგავსად, შენც მიეცი თავს პირობა, რომ 2021 წელს ეკრანებთან ნაკლებ დროს გაატარებდი და მეტს იკითხავდი. თუმცა პანდემიის პირობებში, როდესაც ცხოვრების გრაფიკი ისედაც არეულია და გამუდმებულ შფოთვაში გვიწევს ყოფნა, კითხვისთვის დროის გამონახვა არც ისე მარტივია.
ერთ-ერთი გამოსავალი მცირე დოზებით, ეტაპობრივად კითხვაა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა სწორედ მსგავსი ჩვევის წამახალისებელი ციფრული პროექტი, ათწუთიანი წიგნების კლუბი შექმნა. მასში გაწევრიანების შემდეგ შენ ოქსფორდის მკვლევართა მიერ ინგლისურენოვანი წიგნებიდან შერჩეული 10 მცირე ზომის ამონარიდი დაგხვდება წასაკითხად.
ოქსფორდის უნივერსიტეტისვე ამაზე უფრო მასშტაბური პროექტი, LitHits კი წიგნის კლუბის წევრებს ყოველკვირა ათწუთიანი ლიტერატურული ნაწყვეტის ექსპერტებთან განხილვის და მათგან ლიტერატურული რჩევებისა და რეკომენდაციების მიღების საშუალებას აძლევს.
ფოტო: Brent Clouse / Dribbble.com
ამ უკანასკნელ პროექტზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ მკითხველებისთვის წამოწყების ყველაზე მიმზიდველი ნაწილი კითხვისთვის განკუთვნილი დროის სიმცირე და ლიტერატურის ხარისხი და მრავალფეროვნება იყო. ათკვირიან პროექტში ჩართული ადამიანები, ამასთან, იმის ნაცვლად, რომ რეგულარულად დასწრებოდნენ კლუბის ვირტუალურ შეკრებებს, პერიოდულად ეთიშებოდნენ ხოლმე პროცესს. ამის მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ კითხვისთვის რეგულარული დროის გამოყოფა ძალიან ძნელია — განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.
ამის გათვალისწინებით, ალბათ ცოტა უცნაურია, რომ ეს სტატია დროის მენეჯმენტისა და ჩვევების გამომუშავების შესახებ არაფერს გირჩევს. სამაგიეროდ, მისი დახმარებით შენ გაიგებ, როგორ უნდა იკითხო ფრაგმენტულად.
ეს რჩევები, რეალურად, ახალს არაფერს ამბობს. სხვა თუ არაფერი, მე-19 საუკუნის დასავლური რომანი, რომელიც ჩარლზ დიკენსის, უილკი კოლინსის, ჯორჯ ელიოტისა და ელიზაბეთ გასკელის მსგავსმა ავტორებმა შექმნეს და დღეს შემაშინებლად დიდი მოცულობის ჩანს, პირველად საგაზეთო სტატიების სახით, ეტაპობრივად, თავების მიხედვით გამოდიოდა. მსგავსი ფორმატის კომპაქტურობა სწორედ ის იყო, რამაც მაშინდელი მკითხველი მიიზიდა.
1. არ დაიწყო ნულიდან
ფეისბუქის სტატუსების გაცნობა, ციფრული მედიის სტატიებისთვის თვალის გადავლება ან თუნდაც იმეილების შემოწმებაც კითხვად ითვლება.
ფოტო: Anastasia Naumenko / Dribbble.com
დაფიქრდი იმაზე, უკვე რამდენს კითხულობ ყოველდღიურად ისე, რომ ამას ვერც იაზრებ. მაშინაც კი, თუ წლის განმავლობაში წიგნი ერთხელაც არ გადაგიშლია, გახსოვდეს, რომ ჰიპერტექსტურ ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენი დღეები სიტყვებით არის სავსე. სწორედ ამიტომ, შეგიძლია ჩათვალო, რომ დასახული მიზნისკენ მიმავალ გზას უკვე ადგახარ.
შენ, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში კითხვაში ძალისხმევას ისე ხარჯავ, რომ ამას ვერც კი ხვდები. ამის გააზრება საკითხავი მასალის გამრავალფეროვნებაში ან იმის გაცნობიერებაში დაგეხმარება, თუ როგორ ამუშავებ უკვე წაკითხულ ტექსტებს — თუნდაც მაშინ, როცა მათი სიგრძე 280 სიმბოლოს არ აღემატება.
2. კონცენტრირდი ხარისხზე და არა — რაოდენობაზე
ჩვენ ყველანი იმაზე გაცილებით მეტს ვკითხულობთ, ვიდრე ვაცნობიერებთ.
ფოტო: Folio Illustration Agency / Dribbble.com
ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ რამდენად სიღრმისეულად კითხულობ. ყურადღებით კითხვა დეტალებზე დაკვირვებას გვასწავლის და წაკითხულის გონივრულად გააზრებაში გვეხმარება. მნიშვნელოვანი არა წაკითხულის რაოდენობა, არამედ ის პროცესია, რომელსაც კითხვისას გადიხარ.
ამ დროს შინაგან "საკითხავ წამზომს" ყურადღება არ უნდა მიაქციო და ნებისმიერი ტექსტის კითხვისას ცნობისმოყვარეობა არა წაკითხულის რაოდენობის, არამედ მისი არსისადმი გამოიჩინო. ასევე, ეს ხრიკი იმ დანაშაულის გრძნობის დათრგუნვაში დაგეხმარება, რომელიც ხშირად პასიური კითხვის გამო გვიჩნდება. თანაც, რაოდენობაზე კონცენტრირებისას კითხვა ისეთ რუტინულ ვალდებულებებს ემსგავსება, როგორიც, მაგალითად, ყოველდღიური ვარჯიშია.
1989 წლის მცირე ზომის მოთხრობების კრებულის, საერთაშორისო სწრაფი ფიქცია, შესავალში ამერიკელი ნოველისტი, ჩარლზ ბაქსტერი გვეუბნება, რომ ჩვენი ყურადღების ხარისხი მის ხანგრძლივობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია: "არასდროს არავის უთქვამს, რომ სონეტები ან ჰაიკუ ყურადღების უკმარისობის შედეგებია".
3. დაკარგე დროის შეგრძნება
კითხვისას დრო სულ სხვანაირად გადის.
ფოტო: ILLO / Dribbble.com
წაკითხული წიგნების რაოდენობაზე ფიქრის ნაცვლად, ყურადღება მიაქციე იმას, თუ როგორ განსხვავებულად გადის დრო კითხვისას. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ კითხვას დიდი დრო სჭირდება — ის დრო, რომლის გამონახვაც მრავალ ჩვენგანს ასე ძალიან უჭირს. თუმცა, კითხვას ერთი ძალიან საინტერესო დროითი თვისება ახასიათებს, რომელსაც კავშირი ტექსტის აღქმისას განცდილ კოგნიტურ გამოცდილებასთან აქვს.
კითხვისას, შესაძლოა, საუკუნეებმა თვალწინ ჩაგვირბინოს, წუთები კი მარადისობად მოგვეჩვენოს. ამერიკელი მწერალი, ჯია ტოლენტინო, მარგარეტ ეტვუდის ნაწარმოების დახასიათებისას კითხვის ამ მომაჯადოებელ უნარს ბრწყინვალედ აღწერს: "არაფერი ხდებოდა, თუმცა ხელფეხშეკრული და შეშინებული ვიჯექი. თითქოს, ვიღაც ყოველ წამს ავტოკატასტროფის ახალ კადრს მაჩვენებდა".
4. თავად შექმენი შესაძლებლობები
კითხვისთვის სპეციალური ადგილის გამონახვა აუცილებელი სულაც არაა.
ფოტო: MinooIravani / Dribbble.com
კითხვისგან სიამოვნება მცირე ხანშიც შეიძლება მიიღო და ტექსტის ენის, შექმნილი სახეების და იდეების დახმარებით წუთიერად ჩაიძირო წარმოსახვით სამყაროში. კითხვისთვის იდეალური გარემო და ადგილი არ არსებობს. უბრალოდ, წაიკითხე ყველგან და ყოველთვის, როდესაც თავისუფალ დროს გამონახავ.
5. დაამყარე კავშირი და მოიპოვე კონტროლი
საკითხავი წიგნების არჩევის ერთი ოქროს წესი არ არსებობს.
ფოტო: XPLAI / Dribbble.com
თავად შეარჩიე საკითხავი და უპირატესობა არა სხვის რეკომენდაციას, არამედ საკუთარ ინტერესებს და მიზნებს მიანიჭე. ხშირად სარეკომენდაციო ვებსაიტები არც ისეთი ობიექტურები არიან, როგორებიც ერთი შეხედვით ჩანან. მაგალითად, ვებსაიტს Goodreads, სადაც ადამიანები წაკითხული და წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს ადგენენ და ამასთან რეკომენდაციებსაც იღებენ, ბაზარზე წიგნების ერთ-ერთი უდიდესი გამყიდველი კომპანია, ამაზონი ფლობს.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ წიგნების ყიდვა ავტომატურად აქტიურ კითხვას არ ნიშნავს. ლეა პრაისი თავის 2019 წლის წიგნში, რას ვგულისხმობთ, როდესაც წიგნებზე ვსაუბრობთ, ამბობს, რომ თითოეული მკითხველი ცხოვრების განმავლობაში წიგნების პოვნის საკუთარ, უნიკალურ გზას გადის. ზოგი მათ შესახებ პირად საუბრებში იგებს, ზოგიც ფორუმებზე ან სხვა მრავალი საშუალებით პოულობს საკითხავს.
რიტა ფელსკიც თავის წიგნში, ლიტერატურის გამოყენების გზები, იმ საშუალებებზე საუბრობს, რომლითაც გარკვეული ტექსტი მკითხველს "უმეგობრდება". წიგნები სწორედ მაშინ ახერხებენ, გადაურჩნენ დროთა სვლას, როცა ახალ-ახალ ადამიანებთან კავშირის დამყარება გამოსდით.
უკვე გადაწყვიტე, რომ 2021 წელს მეტი იკითხო? შენთვის კარგი ამბავი გვაქვს: რადგან ამ სიტყვებს კითხულობ, შენ უკვე ასრულებ დანაპირებს.
-
ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა კირ სტარმერს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა კირ სტარმერს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
გადახედვა
-
მერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტირების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა მერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტირების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
"დოჟდის" მთავარ რედაქტორს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა "დოჟდის" მთავარ რედაქტორს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
"საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას" — რა თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიტყვაში? "საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას" — რა თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიტყვაში?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი გადის პენსიაში, რაც კარგია, რადგან ვეღარ დააზიანებს ვერც ერთ სხვა ერს შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი გადის პენსიაში, რაც კარგია, რადგან ვეღარ დააზიანებს ვერც ერთ სხვა ერს
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ახალი რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ახალი რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს
გადახედვა
-
1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
გადახედვა
-
საკრუიზო გემზე დარჩენილი მგზავრების ევაკუაცია დასრულდა — WHO ჰანტავირუსის ახალ შემთხვევებს არ გამორიცხავს საკრუიზო გემზე დარჩენილი მგზავრების ევაკუაცია დასრულდა — WHO ჰანტავირუსის ახალ შემთხვევებს არ გამორიცხავს
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არსებობს, მას პატიმრების შეწყალების რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს მამუკა მდინარაძე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არსებობს, მას პატიმრების შეწყალების რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პოლიტპატიმრების შეწყალებას წინ უძღვის სინანული, ეს არის ერის კანონიც და ეკლესიის კანონიც შალვა პაპუაშვილი: პოლიტპატიმრების შეწყალებას წინ უძღვის სინანული, ეს არის ერის კანონიც და ეკლესიის კანონიც
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე გრიგოლ გეგელია: თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე
გადახედვა
-
კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
რა თქვეს სვეტიცხოველში მისულმა სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმა პატიმრების შეწყალებაზე? რა თქვეს სვეტიცხოველში მისულმა სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმა პატიმრების შეწყალებაზე?
გადახედვა
-
ამერიკის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს ამერიკის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ფოთის რკინიგზის მატარებლიდან 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ფოთის რკინიგზის მატარებლიდან 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარა
გადახედვა
-
ომბუდსმენი: მომხრე ვარ ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე ომბუდსმენი: მომხრე ვარ ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე
გადახედვა
-
ერიკ ტრამპი: ტრამპ თაუერი მალევე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში ერიკ ტრამპი: ტრამპ თაუერი მალევე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში
გადახედვა
-
Atlantic Council: ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვას სთავაზობს Atlantic Council: ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვას სთავაზობს
გადახედვა
-
შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს შვეიცარიის საელჩო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
გადახედვა
-
ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები