როგორ აღიქვამენ საქართველოში ქალების სექსუალურ თავისუფლებას?
CRRC-ის მიერ შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2013 წლიდან ქალთა სექსუალური თავისუფლებებისადმი ქართველების დამოკიდებულება ცალსახად შეიცვლა, განსაკუთრებით მუსლიმთა შორის, რომლებშიც უკმაყოფილების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ეს მიმღებლობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში არ გადაზრდილა.
მონაცემები შეგროვდა საქართველოში ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულების კვლევის ფარგლებში, რომელიც 2013-2023 წლებში ევროპის ფონდისთვის ჩატარდა.
შედეგების მიხედვით:
- 2013 წელს საქართველოს მოსახლეობის 22% ფიქრობდა, რომ ქალისთვის ყოველთვის ან ხანდახან გამართლებულია ქორწინებამდე სექსი. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა.
- 2013 წელს საქართველოს მოსახლეობის 32% ფიქრობდა, რომ ქალისთვის ყოველთვის ან ხანდახან გამართლებულია ბავშვის ყოლა ქორწინების გარეშე, 2023 წელს კი 51% ფიქრობდა ასე.
ეს რიცხვები მოწმობს, რომ სექსუალური თავისუფლებისადმი დამოკიდებულებები შემსუბუქებულია, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებით.
მაგრამ ვისი დამოკიდებულებები იცვლება?
2013 წელს ქორწინებამდე სექსს გაუმართლებლად მიიჩნევდა:
- მუსლიმები — 87%;
- სომეხი ქრისტიანები — 67%;
- მართლმადიდებელი ქრისტიანები — 66%.
2023 წელს ქორწინებამდე სექსს გაუმართლებლად მიიჩნევდა:
- მუსლიმები — 58%;
- სომეხი ქრისტიანები — 68%;
- მართლმადიდებელი ქრისტიანები — 50%.
თუმცა, იმ მუსლიმთა რაოდენობის მნიშვნელოვან კლებას, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ ამართლებდნენ ქორწინებამდე სექსს, მომხრეთა რაოდენობის პროპორციული ზრდა არ მოჰყოლია.
მუსლიმები, რომლებიც ხანდახან ან ყოველთვის ამართლებდნენ ქორწინებამდე სექსს 2023 წელს 15%-ს შეადგენდნენ, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 6% იყო.
ამავე პერიოდის განმავლობაში, იმ მუსლიმთა წილი, რომლებიც უარს ამბობდა პასუხის გაცემაზე 1%-დან (2013 წელი) 18%-მდე (2023 წელი) გაიზარდა.
ამის საპირისპიროდ, მართლმადიდებელ ქრისტიანებში ქორწინებამდე სექსის მოწინააღმდეგეთა წილის შემცირებასთან ერთად გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქორწინებამდე სექსი ყოველთვის გამართლებულია — 2013 წელს მართლმადიდებელთა მხოლოდ 3% ფიქრობდა ასე, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 13% გახდა.
იმ ხალხის რიცხვი, რომლებიც ქორწინებამდე სექსს ზოგიერთ შემთხვევაში ამართლებდა, ასევე გაიზარდა — 21%-დან 26%-მდე.
კვლევაში მონაწილეობაზე უარის მთქმელთა რიცხვი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენისადმი დამოკიდებულების კუთხითაც იგივე სურათია:
- 2013 წელს მუსლიმთა 84% ამბობდა, რომ ეს დაუშვებელია, 2023 წელს კი მხოლოდ 55% რჩება იმავე აზრზე.
- იმ მუსლიმთა წილი, რომლებიც თვლის, რომ ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა ყოველთვის გამართლებულია 0%-დან (2013 წელი) 5%-მდე (2023 წელი) გაიზარდა.
- მაგრამ ყველაზე დიდი ცვლილება კვლავ იმ გამოკითხულთა რიცხვშია, რომლებიც პასუხს თავს არიდებს — 2%-დან (2013 წელი) ეს მაჩვენებელი 16%-მდე (2023 წელი) გაიზარდა.
იმ მუსლიმების პროცენტული წილი, რომლებიც ქორწინებამდე სექსს არც ერთ შემთხვევაში არ ამართლებდნენ — 29 ერთეულით შემცირდა, ასევე შემცირდა იმ მუსლიმთა რიცხვი, რომელთათვისაც ქორწინების გარეშე შვილის გაჩენა არც ერთ შემთხვევაში არ იყო მისაღები. მათი წილი, ისევე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისა, 16 ერთეულით შემცირდა.
სომხური სამოციქულო მრევლის ხედვაც შეიცვალა. იმ ხალხის წილი, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ ამართლებდა ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენას 80%-დან (2013 წელი) 60%-მდე (2023 წელი) შემცირდა.
- განსხვავებით მუსლიმებისა, სომეხ ქრისტიანთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მეტწილად იმის ხარჯზე შემცირდა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა ხანდახან (17%-დან 30%-მდე) ან ყოველთვის (0%-დან 5%-მდე) მისაღები გახდა, ხოლო პასუხზე უარის მთქმელთა წილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
ამავდროულად, მართლმადიდებელ ქრისტიანებში ყველაზე მეტად შეიცვალა დამოკიდებულება როგორც ქორწინებამდე სექსის მიმართ მიმღებლობის, ისე ქორწინების გარეშე შვილის გაჩენის მიმღებლობის კუთხითაც.
საქართველოში აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება 2013-2023 წლებში შემცირდა.
ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი ცვლილება იყო ქართველ მუსლიმთა შემთხვევაში, რომლებიც, როგორც წესი, იმ რელიგიურ ჯგუფს განეკუთვნებიან, რომელიც მსგავსი საკითხებისადმი მკვეთრი დაპირისპირებით გამოირჩევიან. თუმცა დაპირისპირების შემცირება არ ემთხვევა მიმღებლობის ზრდის მაჩვენებელს — მიმღებლობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი მუსლიმი იკავებს თავს სექსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემისგან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ოთხ ენაზე ვრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები