საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე ეხმაურება ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს და აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით კი ჟურნალისტზე.

"ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მით უმეტეს ჟურნალისტზე. კონკრეტული შემთხვევა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან ვახო ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა [...]

ნებისმიერი დანაშაული უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის დამნაშავე", — აცხადებს ხუნდაძე.

იგი მადლობას უხდის სამართალდამცველებს მყისიერი რეაგირებისთვის და იმედოვნებს, რომ თავდასხმის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღეს, 25 თებერვალს, ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ. იგი ამბობს, რომ თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი უკვე დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

გაიგეთ მეტი: