ეს 8 რჩევა სასწავლი მასალის მარტივად დამახსოვრებაში დაგეხმარება
მეცადინეობა ხშირად სტრესთან ასოცირდება, მითუმეტეს მაშინ, როცა დიდი სასწავლი მასალა გვაქვს დაგროვილი. მეცადინეობის დაწყებას ენერგია, მონდომება სჭირდება, რომელსაც ხშირად საკუთარ თავში ვერაფრით ვპოულობთ. ამ დროს ახალი სერიალი, რომლის ნახვაც გვინდა, სოციალურ ქსელებში გაჩაღებული დისკუსია, ოჯახის წევრებთან ყოფნის სურვილი თუ უბრალოდ სიმშვიდით ტკბობა ყველაზე აუცილებელი გვეჩვენება.
მეცადინეობის დაწყების საუკეთესო გზა მისთვის სწორად მომზადება და პროცესის დაბალანსებაა, ასე სამეცადინო თავშესაქცევადაც კი შეიძლება მოგეჩვენოს. ესეც 8 რჩევა, რომელიც მეცადინეობის პროცესის უკეთ გაგატარებინებს და სასწავლი მასალის მარტივად დამახსოვრებაშიც დაგეხმარება.
1. შეარჩიე სწორი დრო
მეცადინეობას ბოლო დღეს ან ისეთ დროს ნუ დაიწყებ, როდესაც რაღაც მოსასწრები გექნება. მიზეზი მარტივია, სტრესი საშუალებას არ გაძლევს, რომ ყველაფრის თანმიმდევრულად დამახსოვრება შეძლო. ზოგიერთი ადამიანი ბოლო წუთებში უკეთ ახერხებს დამახსოვრებას, მაგრამ ეს ცოდნა ხანგრძლივად ძირითადად არ მიგვყვება და ნასწავლი ფაქტებიც ნაკლებად დალაგებულია. ეცადე, ბევრად ადრე დაიწყო მეცადინეობა, ასე შეგეძლება შიგადაშიგ თავს ცოტა სიზარმაცის უფლებაც მისცე და თავიც არ გადაიტვირთო.
2. გაასუფთავე გონება
მეცადინეობისას ინფორმაციის დამახსოვრება ბევრად მარტივია, როდესაც სხვა საფიქრალი არ გაქვს ან სწორი განწყობით იწყებ სასწავლი მასალის გაცნობას. გადაღლილი, ბევრი წვრილმანი საფიქრალით დატვირთული გონება ისეთ თანმიმდევრულ პროცესს, როგორიც მეცადინეობაა კარგად ვერ უმკლავდება. მოიმზადე ჩაი, რაც სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარება ან მცირედი ვარჯიშები გააკეთე. დამიჯერე, ფიზიკური დატვირთვა, სულ რაღაც 5-10-წუთიანი ვარჯიში, სხეულსაც და გონებასაც აფხიზლებს და ჰარმონიის მოპვებისთვისაც კარგია. ასევე, ეცადე ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანო ან შეტყობინებები გაუთიშო, სოციალური ქსელების გადამოწმება ყველას მნიშვნელოვანი საქმის დროს გვახსენდება, რაც ხელს გვიშლის.
3. შეარჩიე კარგი მუსიკა
ზოგს სრულ სიმშვიდეში ურჩევნია მეცადინეობა, თუმცა მუსიკას გონებაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ქაოტური ინფორმაციის მარტივად გაფილტვრაში გვეხმარება. სრულ სიჩუმეში ზოგჯერ გონებაც კი შეიძლება გაგეფანტოს, ამიტომ შენი გემოვნებით შეარჩიე შედარებით მშვიდი მუსიკა, შეგიძლია იუთუბზე მეცადინეობის შესაბამისი ფლეილისტები მოძებნო. მე კი ჯაზის, ელექტრონული და კლასიკური მუსიკის ჩემთვის საყვარელ ნამუშევრებს გირჩევ, რომლებიც ჩემი მეცადინეობის განუყოფელი ნაწილია.
4. დაახარისხე სასწავლი მასალა
ყველაფერი რისი სწავლაც გინდა ფურცელზე ჩამოწერე, რათა უკეთ დაინახო რა მოცულობის მასალა გაქვს დასაძლევი. მეცადინეობას ყველაზე რთული თავსატეხით ნუ დაიწყებ, ჯერ შენთვის ბევრად მარტივი საგანი აირჩიე, ეს გონების გახურებაში დაგეხმარება, რის შემდეგაც ბევრად რთული ამოცანების გადაჭრასაც შეძლებ. რაც მთავარია, ფურცელზე ჩამოწერილი სასწავლი პუნქტები, ყოველი ნაწილის დაძლევის შემდეგ მონიშნე, ეს მოტივაციას მოგცემს და გაგრძნობინებს, რომ ყველაფერი მშვენივრად მიდის.
5. გამოიყენე ფერადი მარკერები და წებოვანი ქაღალდები
სასწავლი მასალის ფერებით მონიშვნა, მცირე პუნქტების ამოწერა და ამ გზით სამეცადინოს გახალისება კარგი დამხმარე საშუალებაა. ამ დროს, თვალი ინფორმაციას ბევრად მსუბუქად აღიქვამს და სტრესი მცირდება, რაც სწავლას ამარტივებს. საჭიროების შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთების გადაკითხვასაც უცებ შეძლებ და დიდ დროს დაზოგავ.
6. აუცილებლად შეისვენე
მეცადინეობის დაწყება ჭირს, მაგრამ როდესაც ამ საქმეში ბოლომდე ჩაეფლობი შეიძლება დრო გაგეპაროს და ინფორმაციის დიდი ოდენობის ერთიანად დაძლევა მოინდომო, რაც არასწორია. გონებას დასვენების საშუალება უნდა მისცე, რათა არ გადაიტვირთოს და არ დაიქანცო. საათში ერთხელ 10-წუთიანი შესვენებები მოიწყე, კიდევ ერთი ჭიქა ჩაი მოიმზადე, ფანჯარა გამოაღე და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე, ოჯახის წევრებს ეკონტაქტე ან სოციალური ქსელები შეამოწმე, ამას ალბათ ისედაც დიდხანს ელოდი.
7. შეადგინე ნასწავლი მასალის გეგმა
სასწავლი მასალის დიდი მოცულობა დაბნეულობას იწვევს, შესაბამისად ერთგვარი გეგმის შედგენა, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაწერილი იქნება, დაგეხმარება საჭირო დროს უცებ გაიხსენო ისეთი ფაქტები, რომელთა გამორჩენაც ხელს შეგიშლის. მსგავსი გეგმა ერთბაშად გაგახსენებს ნასწავლ მასალას და ყველაფერს სწორი კანონზომიერებით დაგილაგებს.
8. გადაიკითხე კიდევ ერთხელ
როცა სწავლას მოამთავრებ და იფიქრებ, რომ ყველაფერი იდეალურად იცი, მაინც გამონახე დრო, რათა კიდევ ერთხელ გადაიკითხო, ასე ყველაფერი ბევრად სრულ სახეს მიიღებს. მეორე დილას გადახედვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ასე დავიწყებული ნაწილების აღმოჩენასაც უკეთ შეძლებ და მეტ დროს დაუთმობ დეტალებს, რომლებიც გაგიჭირდა და გეცოდინება, რომ გაკვეთილისთვის თუ ლექციისთვის სრულ მზადყოფნაში ხარ.
მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები