როგორი იქნებოდა 10 კლასიკური რომანის დასაწყისი 2020 წელს
ალბათ გასაკვირი არაა, რომ 2020 წელს ეგრეთ წოდებული პანდემიური ჟანრის ლიტერატურა — წიგნები შავ ჭირზე, ეპიდემიებსა და ჩაკეტილ ქალაქებზე — კვლავ პოპულარული გახდა. არანაკლებ საინტერესოა ის ნაწარმოებები, რომლებიც წლეულს შეიქმნა, ან მისი შთაგონებით დაიწერება მომავალში. ერთი რამ ცხადია — როგორც ყველა სხვა "ზოგადსაკაცობრიო" თემა, კორონავირუსის პანდემიაც გამოხმაურებას პოვებს ხელოვნებაში. თუმცა, სანამ თანამედროვე მწერლები 2020-ის ისედაც აპოკალიფსურ სიუჟეტს ჰიპერბოლებით ასახავენ, საინტერესოა, როგორი იქნებოდა კლასიკური რომანები, ისინი რომ 2020 წელს, ფიზიკური დისტანცირების პირობებში დაწერილიყო?
1. მისის დოლოვეი
მისის დოლოვეიმ თქვა, რომ ყვავილებს თვითონ იყიდდა. შემდეგ გაახსენდა, რომ მეყვავილე დაკეტილი იყო, წვეულება კი — ჩაშლილი. როგორც იქნა, ცოტა დრო მიეცა დასასვენებლად და ქორწინებასთან დაკავშირებული მისი არჩევანის ასაწონ-დასაწონად.
ორიგინალი ტექსტის მთარგმნელი — გიორგი ძნელაძე, გამომცემლობა პალიტრა L, 2012
2. სვანის მხარეს
დიდი ხნის განმავლობაში ადრე ვწვებოდი. ამდენად დაღლილიც არ ვიყავი. უბრალოდ, დროის გასაყვანად შესანიშნავი საშუალება იყო.
ორიგინალი ტექსტის მთარგმნელი — სოფიო ბენდიაშვილი, სულაკაურის გამომცემლობა, 2017
3. მიდლმარჩი
მის ბრუკი ისეთი მშვენიერების პატრონი გახლდათ, რომელიც ადვილად შესამჩნევია იმ პაიჭებსა და სვიტერში, ბოლო ხუთი დღე რომ ეცვა.
4. იატაკქვეშეთის ჩანაწერები
მე სნეული ვარ... ანჩხლი ვარ. მე ვარ კაცი, რომელიც წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად პაბში მიდის.
ორიგინალი ტექსტის მთარგმნელი — გივი კიკილაშვილი, სულაკაურის გამომცემლობა, 2018
5. ზარხუფი
უცნაური, პანდემიური გაზაფხული იდგა. ის გაზაფხული, ღრეობები რომ გაუქმდა, მე კი მოულოდნელად ნიუ-იორკში ამოვყავი თავი.
ორიგინალი ტექსტის მთარგმნელი — ლელა სამნიაშვილი, გამომცემლობა დიოგენე, 2014
6. დიდი გეტსბი
ჩემი სიყრმის წლებში, მეტისმეტად მგრძნობიარე გული რომ მქონდა, მამაჩემმა ერთი რჩევა მომცა, რომელსაც იმ დროიდან მოკიდებული დღემდე ვიხსენებ ხოლმე. "რესტორანში წასვლას რომ დააპირებ", — მითხრა მამამ, — "არ დაგავიწყდეს, რომ მზისქვეშეთში ყველას იმუნურ სისტემას არ ხვდომია წილად ის უპირატესობა, შენსას რომ არგუნა გამჩენმა".
ორიგინალი ტექსტის მთარგმნელი — ლევან ინასარიძე, გამომცემლობა პალიტრა L, 2016
7. მობი დიკი
ზუმში დამირეკე, ისმაილ.
ორიგინალი ტექსტის მთარგმნელი — გივი გეგეჭკორი, გამომცემლობა პალიტრა L, 2014
8. ჰობიტი
მიწისქვეშ, სოროში, ჰობიტი ცხოვრობდა. იგი აქ დარჩენას განუსაზღვრელი დროით აპირებდა, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დაეყენებინა.
ორიგინალი ტექსტის მთარგმნელი — ნინო ბარძიმიშვილი, გამომცემელი ოთარ ყარალაშვილი, 2001
9. ჯეინ ეარი
სასეირნოდ გასვლა იმ დღეს ყველანაირად შესაძლებელი იყო, თუკი ორმეტრიან დისტანციას დავიცავდით.
ორიგინალი ტექსტის მთარგმნელები: თამარ მაღრაძე, ზეინაბ ხახანაშვილი, გამომცემლობა პალიტრა L, 2012
10. სიამაყე და ცრურწმენა
საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა, რომ უცოლო და მდიდარი კაცი იმთავითვე ტუალეტის ქაღალდს მოიმარაგებს.
ორიგინალი ტექსტის მთარგმნელი — ნინო რამიშვილი, გამომცემლობა პალიტრა L, 2014
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები