9 ორიგინალური საჩუქარი, თუ Secret Santa-ში წელსაც ჩაგითრიეს
დავიწყოთ მარტივი ჭეშმარიტებით — ადამიანების ერთი ნაწილი ახალი წლის სამზადისით ისეთი აღტაცებული არაა, როგორც მეორე, დანარჩენი ნაწილი და ეს დამოკიდებულება და სადღესასწაულო განწყობის არქონა 2020 წელს ასმაგად გამართლებულია.
თუმცა, თუ ამჯერადაც ისე მოხდა, რომ სიქრეთ სანტას თამაშში ჩაგითრიეს და ახლა თანამშრომლისთვის ან მეგობრისთვის საჩუქარი გაქვს საპოვნელი, ყურებს ნუ ჩამოყრი, შენს საჩუქარზე ჩვენ ვიზრუნეთ და ეს საუცხოო სასაჩუქრე იდეები შეგიკრიბეთ.
1. საჩუქარი სომელიესთვის
ან უბრალოდ მეგობრისთვის, რომელთან ერთადაც ღვინოს სიამოვნებით სვამ.
ნაკრები 5 ნივთისგან შედგება. აქ შეხვდებით რამდენიმე სახის სახსნელს, მრავალფუნქციურ დანას, მოწყობილობას — რომელიც დასხმისას ღვინის დაღვრის შანსს 0%-მდე დაიყვანს და იგივე დანიშნულების ბოთლის "ბეჭედს". საჩუქარის ყუთს ღვინის ბოთლის ფორმა აქვს და მაგნიტით იკეტება.
ყიდვამდე წარმოიდგინეთ მეგობრის ან თანამშრომლის სახე, როცა ერთი შეხედვით იფიქრებს, რომ მისი საჩუქარი უბრალოდ ღვინის ბოთლია...
2. სუკულენტების ფორმის სანთლები
იდეალური საჩუქარი მეგობრისთვის, რომელსაც აბაზანაში სანთლების შუქზე ნებივრობა უყვარს.
3. ბურიტო - პლედი
წარმოიდგინეთ, სამუშაო დღის დასრულება და მაგიდიდან ტახტზე გადაჯდომის მომენტი (სახლიდან მომუშავეებს არ გაგიჭირდებათ).
და ამის შემდეგ წარმოიდგინეთ თბილი, ღუნღულა პლედი, რომელშიც ბურიტოსავით გაეხვევით და საყვარელ სერიალს ჩართავ.
მგონი, ეს ჯობს თავად იყიდო.
4. UNO ჰარი პოტერის თემატიკით
ჰარი პოტერზე უგონოდ შეყვარებულ მეგობარს ამაზე უკეთესს რას აჩუქებ? მით უმეტეს, თუ ისევ შენთან ერთად უნდა ითამაშოს? კარტი უნოს ორიგინალისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ჰარი პოტერის პერსონაჟების სურათებს ვხვდებით. წესები იგივეა, თუმცა შეცვლილი პერსონაჟების გამო, კარტს თან ინსტრუქცია მოჰყვება.
5. ლოხ-ნესის ურჩხულის საჩაიე
ლოხ-ნესის ურჩხული საზარლად ჟღერს, მაგრამ ამ ბაძაძა ცისფერ წყლის არსებაზე საყვარელი ვინ შეიძლება იყოს ჩაის სმის დროს პარტნიორად? ამ საჩუქრის შერჩევის შემთხვევაში, მის ახალ მფლობელს ყოველი გემრიელი ჩაის დალევის დროს შენ გაახსენდები.
ჩაის დასაყენებელი 100%-ით უსაფრთხო და შემოწმებული სილიკონისგანაა დამზადებული და ადუღებულ წყალს უძლებს.
6. სანათი, 3D ილუზიით
ეს სანათები სხვადასხვა დიზაინითა და ფერებითაა წარმოდგენილი. ვარსკვლავური ომები, რკინის კაცი, მარიხუანის სიმბოლო, სუპერმენი, ჰოკეი... მოკლედ, რაც გინდა, სულო და გულო. ირთვება როგორც ელემენტებით, ისე USB კაბელით და ყოველ ღამით საძინებელში მყუდრო და ჯადოსნურ გარემოს ქმნის..
7. წინდები საკუთარი თავისთვის
ეს ამ სიაში ისეთივე შემოპარული საჩუქარია, როგორც Among Us-ის თვითმარქვია. თბილი და ღუნღულა წინდებით უთქმელად შეახსენებ საყვარელ ადამიანს, რომ ღვინის დამატების დროა!
8. სამზარეულოს ღრუბელის საწოლი
ამაზე საყვარელი საჩუქარი არ ვიცით, თუ არსებობს. თქვენი აზრით, სამზარეულოს ღრუბელს არ სჭირდება დასვენება და ღირსეული ძილი მას შემდეგ, რაც მთელი ოჯახის მიერ გამოყენებული ჭურჭლის გაკრიალებას თავის თავზე აიღებს? ჩვენ გვჯერა, რომ ამ საწოლით თვით სპანჯ ბობიც კმაყოფილი დარჩებოდა!
9. თმის გასაფერადებლები
თუ შენმა მეგობარმა თვითიზოლაციაში ცოტა მოიწყინა, ამ საჩუქრით მის გახალისებას ნამდვილად შეძლებ. უფრო მეტიც, მის ცხოვრებას გააფერადებ, თავად მას კი ტყის ფერიად გადააქცევ!
როგორც მის აღწერაში ვკითხულობთ, 10 სხვადასხვა ფერის საღებავი თმას დროებით ფერს შეუცვლის, მოშორების შემდეგ კი მას კვლავ ნაზსა და ფაფუკს დატოვებს.
ასევე იხილეთ:
- 10 საჩუქარი მისთვის, ვინც მთელი დღე სამუშაო მაგიდიდან არ დგება;
- 12 გემოვნებიანი საჩუქარი მისთვის, ვისაც სუკულენტები უიმედოდ უყვარს;
- 8 საჩუქარი, რომელიც სახლში ყოფნას უფრო კომფორტულს გახდის;
- 10 სამაგიდო თამაში, რომელიც იდეალური საახალწლო საჩუქარია;
- 10 საჩუქარი, რომლითაც საახალწლოდ თქვენი პატარები უნდა გააბედნიეროთ;
- 10 ნივთი, რომელზეც 2020-მდე ვერ იფიქრებდი, რომ მშვენიერი საჩუქარია;
- 10 საჩუქარი, რომელიც საახალწლოდ ჰოგვორტსში დაგაბრუნებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები