10 საჩუქარი მისთვის, ვინც მთელი დღე სამუშაო მაგიდიდან არ დგება
ყველას გვყავს ერთი თანამშრომელი ან მეგობარი, რომელიც მთელი დღე სამუშაო მაგიდას არ ტოვებს და არც შენს მცდელობებს, ჩართო სხვადასხვა აქტივობაში, საინტერესოდ არ მიიჩნევს. რას ვიზამთ, ზოგს მართლაც ასეთი ცხოვრების წესი აქვს, ვორქაჰოლიკობაც არჩევანია.
იმისთვის, რომ ამ ადამიანის სამუშაო მაგიდასთან გატარებული დღე (იქნებ ღამეც?!) უფრო კომფორტული გახადო, შეგიძლია ზუსტად მისთვის შექმნილი ნივთით გაახარო. საჩუქრის არჩევაში კი ჩვენ დაგეხმარებით.
1. ფეხების დასასვენებელი ჰამაკი
სამუშაო მაგიდის ქვეშ მარტივად დასამონტაჟებელი ეს ნივთი კარგია ჯანმრთელობისთვის — სისხლის მიმოქცევისთვის, ზურგის ტკივილის გასაქრობად, ფეხების დასასვენებლად და ა.შ. ამ საჩუქრით ნამდვილად აგრძნობინებ თანამშრომელს თუ მეგობარს, რომ მასზე ზრუნავ. შეგიძლია, რომ ფერი მისი გემოვნების მიხედვით შეარჩიო.
2. დღის მგეგმავი
ეს ჩვეულებრივი კი არა, ჯადოსნური ბლოკნოტია. ის შენს ძალიან დაკავებულ მეგობარს შეიძლება დროის გადანაწილებაში და დღის დაგეგმვაში ისე დაეხმაროს, რომ მაგიდიდან ადგომის, აივანზე გასვლის ან უბრალოდ წელში გამართვის დროც დარჩეს!
3. თერმოსი
როგორც წესი, ეს ადამიანები ყავასაც ლიტრობით სვამენ. ეს თერმოსი თითქმის ნახევარ ლიტრ ყავას იტევს, ის უჟანგავი ფოლადითაა დამზადებული და ჰაერს არ უშვებს. ჩუქებისას შეგიძლია შეაპარო, რომ პიკნიკზე წასავლელადაც გამოადგება!
4. თვალების დამცავი
მოკლედ, ეს პროდუქტი ამაზონის ერთ-ერთი განყოფილების #1 ბესტსელერია. მრავალფეროვანი დიზაინის პლასტმასისჩარჩოიანი სათვალე თვალებს ეკრანის ლურჯი განათებისგან იცავს.
პარამეტრები:
- შუშის სიგანე 48 მილიმეტრი;
- ხიდის სიგრძე: 22 მილიმეტრი;
- რკალის სიგრძე: 145 მილიმეტრი.
5. სათვალის დამჭერი
თუ სათვალე უკვე აქვს, დამჭერიც ხომ უნდა, რომელიც შენს პროგრამისტ მეგობარს ყოველ შეხედვაზე სახეზე ღიმილს მოგვრის?
6. დასადგამი სარკე
კი, სამუშაო მაგიდისთვის. და იმისთვისაც, რომ ხანდახან საკუთარ თავს შეხედოს და თვალიერებაში ცოტა ხნით გაერთოს და გონება დაასვენოს.
ან უბრალოდ Zoom-ის ზარებამდე რომ ჩაიხედოს და მანამდე შეხედოს თავს, სანამ მთელი აუდიტორიის წინაშე ვიდეო თვალს ჩართავს.
7. ხელების დასასვენებელი
არამხოლოდ ფეხებს, მაჯებსაც სჭირდება დასვენება, რაშიც ნებისმიერ ვორქაჰოლიკს დაეხმარება ეს ელასტიური ნივთი.
8. სტრესის მომხსნელი კვერცხი
განსაკუთრებით სასიამოვნოა Zoom-ის ზარის განმავლობაში პრეზენტაციის წარდგენის, ან პირიქით, სხვისი მოსმენის დროს. თან განიტვირთები და თან ხელის მტევნებსაც გაივარჯიშებ.
9. კლავიატურის დამცავი
ხო, ხანდახან ვორქაჰოლიკებს მოსდით ასეთი რამეები, იმდენად არიან ფოკუსირებულნი მხოლოდ სამუშაოზე, რომ შემთხვევით შეიძლება ფინჯანს ხელი გაკრან, ან წყლით სავსე ბოთლი გადაასხან კლავიატურაზე. თუმცა, ეს შესაძლოა დაუდევრობისგან კი არა, გადაღლილობისგან მოსდით, რადგან ეს უკანასკნელი ყურადღებასა და კონცენტრაციას აქვეითებს.
მოკლედ, რაც მთავარია, შენი საჩუქარი ასეთი შემთხვევებისგან დაიცავს.
10. ქვიშის საათი კომპასით
მეგობრული შემახსენებელი იმისა, რომ დრო ამოუწურავი არაა და გეზის ქონა აუცილებელია, რადგან იმისთვის არ დაბადებულა, რომ მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე იჯდეს და იმუშაოს.
ასევე იხილეთ:
- 9 ორიგინალური საჩუქარი, თუ Secret Santa-ში წელსაც ჩაგითრიეს;
- 8 საჩუქარი, რომელიც სახლში ყოფნას უფრო კომფორტულს გახდის;
- 10 სამაგიდო თამაში, რომელიც იდეალური საახალწლო საჩუქარია;
- 10 საჩუქარი, რომლითაც საახალწლოდ თქვენი პატარები უნდა გააბედნიეროთ;
- 10 ნივთი, რომელზეც 2020-მდე ვერ იფიქრებდი, რომ მშვენიერი საჩუქარია;
- გასეირნება მრუდე ქუჩაზე — 10 საჩუქარი, რომელიც საახალწლოდ ჰოგვორტსში დაგაბრუნებს;
- 12 გემოვნებიანი საჩუქარი მისთვის, ვისაც სუკულენტები უიმედოდ უყვარს.
კომენტარები