10 საჩუქარი, რომლითაც საახალწლოდ თქვენი პატარები უნდა გააბედნიეროთ
ფოტო: Amazon
ახალი წელი ახლოვდება და დროა, იმაზე დავიწყოთ ფიქრი, თუ რით გავახარებთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს. წლის ეს ჯადოსნური დრო განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი ბავშვებისთვისაა, რომლებიც ახლა თოვლის ბაბუასგან დაუვიწყარ საჩუქარს ელიან, მას კი სასაჩუქრედ, აი, ამ 10 იდეას შევთავაზებთ:
1. ხელოვნური ტერარიუმი ბავშვებისთვის, რომლებსაც მეცნიერება და ბოტანიკა აინტერესებთ
ფოტო: Amazon
ფოტო: Amazon
ბუნებისა და მეცნიერების სილამაზეები მოყვარულ პატარებს ტერარიუმის ეს ნაკრები საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად შექმნას, დარგოს, მორწყოს და 3-4 დღეში გაზარდოს საკუთარი პატარა ეკოსისტემა, თან კი მზრუნველობასა და პასუხისმგებლობასაც ისწავლის! მცირეოდენ წყალს დაამატებ და უნიკალური სამეცნიერო თავგადასავალიც იწყება. ნაკრებშია ყველაფერია, რაც პატარა ბოტანიკოსს სჭირდება: პლასტმასის ქილა, სანიადაგო სუბსტრატი (ვერმიკულიტი), ორგანული ჩიას და ხორბლის ჯეჯილის თესლები, სიბნელეში მნათი პატარა ფიგურები და მრავალი სხვა. ხელნაკეთ ტერარიუმს თან მოყვება ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების მნათობი სტიკერები, რომლებიც ღამით თქვენს პატარა ბაღს გაანათებს.
2. ფერადი ფანქრები მათთვის, ვისაც კრეატიულობა და მრავალფეროვნება უყვარს
ფოტო: Amazon
ფოტო: Amazon
ბავშვები განსაკუთრებით ექსპრესიულები არიან და საკუთარი თავის გამოსახატად მათთვის ხშირად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ხატვაა. თუკი თქვენი პატარა კრეატიული და შემოქმედებითია, მისთვის ზედგამოჭრილი საჩუქარია ფერადი ფანქრების ეს ნაკრები. ნაკრებში შესულია 50 სხვადასხვა, ძალიან ცოცხალი ფერის ფერადი ფანქრები, რომლებიც გასაფერადებლებისა თუ სახატავების თითოეული დეტალის გამოკვეთის საშუალებას იძლევა.
3. "შეაერთე 4" მათთვის, ვისაც გამოწვევები არ აბრკოლებს
ფოტო: Amazon
ფოტო: Amazon
კლასიკური თამაში "შეაერთე 4" (Connect 4) ძალიან მარტივი, სწრაფი და სახალისო იმ პატარებისთვის, რომლებსაც ლოგიკური აზროვნება და გამოწვევები უყვართ. ორი მოთამაშე პატარა ყვითელ და წითელ მონეტებს ინაწილებს და მორიგეობით ყრის დაფაში, რათა ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ ან დიაგონალურ ხაზზე ოთხი ერთნაირი ფერის მონეტა დააგროვოს და მეტოქე დაამარცხოს.
4. გადასაფხეკი ფერადი ბარათები მათთვის, ვინც სიმეტრიასა და ფერების სილამაზეს აფასებს
ფოტო: Amazon
Scratch Art-ის სხვადასხვა ფორმის ბარათებზე შეგიძლიათ, ამოკაწროთ სიტყვები, ჩანახატები, დიზაინები, სურათები, სიმბოლოები და მრავალი სხვა, ბარათების შიგნით დამალული ფერები კი ამ ნამუშევარს უნიკალურ ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის! ნაკრებში 5 სხვადასხვა ფორმის 125 შავი ბარათია, რომელშიც სპეციალური ფანქრით გადაფხეკის შემდეგ სხვადასხვა ფერის ულამაზესი ფონები ვლინდება.
არსებობს ბარათების სხვადასხვა ვერსია მეგობრობაზე, არდადეგებზე, ბუნებაზე, ოკეანესა და ცისარტყელაზე.
5. ჩასაწყობი ფინჯნები პირველ წლებში თვლის სასწავლად
ფოტო: Amazon
ფოტო: Amazon
ერთმანეთში ჩასაწყობი ფინჯნები თქვენი პატარას პირველი სათამაშოების კოლექციის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ეს ფინჯნები მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო გართობის საშუალებას იძლევა. პატარებს ძალიან უყვართ მათი ერთმანეთში ჩაწყობა, ერთმანეთზე დაწყობა თუ მათ შიგნით რაღაცების დამალვა. ოდნავ უფრო დიდი ბავშვებისთვის ფინჯნებს ძირზე რიცხვები აქვს მითითებული, რითაც ისინი რიცხვების ამოცნობას და დათვლას ისწავლიან.
6. თამაში "ჯენგა" ხის კოშკურების ასაგებად და ოჯახთან ერთად უფრო მეტი დროის გასატარებლად
ფოტო: Amazon
ყველასათვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ჯენგა ხის კოშკურებთან ერთად ოჯახური ურთიერთობების აგების მშვენიერი საშუალებაცაა. სანამ ყველას სახლში გვიწევს ყოფნა, სტრატეგიასა და იღბალზე გათვლილი ეს თამაში შვილებსა და მშობლების უფრო დააახლოებს და ერთმანეთთან უფრო მეტი დროის გატარების შესაძლებლობას მისცემს.
7. დამწყები მზარეულის კომპლექტი მათთვის, ვინც კულინარიითაა გატაცებული
ფოტო: Amazon
დამწყები მზარეულოს კომპლექტი იდეალურია იმისთვის, რომ პატარა შეფმზარეულებისთვის სამზარეულოში ყოფნა უფრო სახალისო გახდეს. კომპლექტში შესული მზარეულის ქუდი, წინსაფარი, სამზარეულოს ხელსაწყოები და 10 მარტივი რეცეპტი, თანაც ილუსტრაციებით ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნილი, ბავშვებს დედისა თუ მამისთვის მზარეულობაში მიხმარების და მათთან ერთად გემრიელობების კეთების საშუალებას მისცემს.
8. სათამაშო რაციები უფრო სახალისო და აქტიური კომუნიკაციისთვის
ფოტო: Amazon
ფოტო: Amazon
სახლში პლედებისგან ბაზების აშენება, საიდუმლო მისიებზე წასვლა, დაზვერვა, უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის სწრაფად გადაცემის საჭიროება — ასეთი თამაშობები პატარაობაში ყველას ძალიან გვიყვარდა. მაღალი ხარისხის პატარა და მსუბუქი სათამაშო რაციები ბავშვებს თამაშისას თუ სხვა დროს ერთმანეთთან და მშობლებთან სახალისო კომუნიკაციის შესაძლებლობას მიცემს — თანაც ისინი გამოსაყენებლად და სადმე თან წასაღებად ძალიან მარტივია.
9. პატარა იოდას სათამაშო ვარსკვლავური ომების გულანთელი ფანებისთვის
ფოტო: Amazo
ფოტო: Ama
საახალწლოდ ვარსკვლავური ომების პატარა და გულანთებულ ფანებს შეგიძლიათ დისნეის სერიალის, მანდალორელის, პატარა იოდას შთაგონებით შექმნილი ეს მწვანეკანიანი, დიდყურებიანი და დიდთვალებიანი სისაყვარლე აჩუქოთ! თანაც, მოდი, აქვე ვაღიაროთ, რომ საკუთარი "ბეიბი იოდას" ყოლა მხოლოდ ბავშვებს კი არა, უფროსებსაც ძალიან გვინდა — სხვა თუ არაფერი, შეგიძლიათ, მანდალორელი თავებზე მონადირის როლი მოირგოთ და საკუთარი პატარა იოდა დაიცვათ!
10. თამაში "უნო" მათთვის, ვისაც სისწრაფე და საზრიანობა ეხერხება
ფოტო: Amazon
უნო კლასიკური სამაგიდო ბანქოს თამაშია, რომელშიც მოთამაშეები მონაცვლეობით დებენ ერთმანეთზე შესაბამის კარტებს რიცხვის ან ფერის მიხედვით — თუ შესაფერისი კარტი არ გაქვს, მისი აღება ცენტრალური დასტიდან გიწევს. სპეციალური კარტები მოვლენების სრულიად მოულოდნელად განვითარების საშუალებას იძლევა — სვლის გამოტოვების, მიმართულების შეცვლის, დამატებითი კარტების აღების და ა.შ. — ბოლოს კი ის იმარჯვებს, ვინც პირველი მოიშორებს ხელთ არსებულ ყველა კარტს. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ, როგორც კი მხოლოდ ერთი კარტი დაგრჩებათ ხელში, აუცილებლად უნდა დაიყვიროთ "უნო"!
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები