გასეირნება მრუდე ქუჩაზე — 10 საჩუქარი, რომელიც საახალწლოდ ჰოგვორტსში დაგაბრუნებს
ფოტო: Warner Bros.
შობა-ახალწლის მოახლოებისას ერთადერთი, რაზეც გვეფიქრება, საჩუქრებია. საათების განმავლობაში ონლაინმაღაზიების უთვალავი გვერდის თვალიერება და საბოლოოდ, ხელმოცარულს და დაქანცულს ბანალური საჩუქრის არჩევა არცთუ იშვიათად გვიხდება. თუმცა, ეს მომაბეზრებელი დეკემბრისეული რუტინა უფრო სახალისო ხდება, როცა ზუსტად იცი, რა გაგიხარდება შენ ან შენს საყვარელ ადამიანს.
რადგან ამ სტატიას კითხულობთ, სავარაუდოდ, ვიცით, რაზეც დაფიქრდით ახლა. ვერა, წლეულს ვერაფრით დაგეხმარებით, სამწუხაროდ, ჰოგვორტსიც დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
სანამ პროფესორი მაკგონაგელი სკოლაში მაგლური ტექნოლოგიების დანერგვას, ჰაგრიდი კი თავისი ზომის პირბადის შოვნას ცდილობს, ჩვენ, ტრადიციულად, აპარაციის ნაცადი ხერხით შეგვიძლია ჰოგვორტში შეღწევა — თუმცა, წიგნებისა და ფილმების გარდა, არსებობს საოცარი და მაგიური საჩუქრები, რომლებიც თავს საკუთარი კლუბის საერთო ოთახში და, ხანდახან, დიდ დარბაზში გაგრძნობინებთ. აუცილებელი არაა, წინასაახალწლოდ ისედაც გადაჭედილ მრუდე ქუჩას ესტუმროთ, წელს ყველაფრის შეძენა სახლიდანაც შეგიძლიათ.
1. სნეიპისგან საიმედოდ დამალული ონავართა რუკა — ჭიქაზე
ფოტო: Amazon
მთვარეულასთან, გრძელკუდასთან, მაწანწალასა და ქორბუდასთან დიდი ბოდიშის მოხდით უნდა აღინიშნოს, რომ ონავრების რუკის მათი მოგონილი თავდაცვა მაინცდამაინც საიმედო არაა — ბოლოს და ბოლოს, ნაშუაღამევს მობოდიალე პროფესორსაც კი შეუძლია მისი გაშიფრვა. იქნებ, ჯადოსნური ჭიქა გეცადათ? დიდად საეჭვოა, სნეიპი ღამის დერეფნებში ცხელი წყლით სავსე თერმოსით დაიარებოდეს, თქვენ კი ყავით ან ჩაით სავსე ჭიქის გადაქცევა და რუკის წაშლა ყოველთვის შეგეძლებათ.
2. ჯადოსნური მათლაფა მადამ პოტაჟის მაღაზიიდან
ფოტო: Amazon
ზამთრის ცივ დღეებში მაგლსაც და მაგსაც ყველაზე მეტად ალბათ ცხელი წვნიანი ესიამოვნება — რომელი შელოცვა გაგათბობს ისე, როგორც სახლში გაკეთებული სუპი-სოუსი. სწორედ ამიტომ, მათლაფა კოვზითურთ, საგანგებოდ მადამ პოტაჟის ქვაბების მაღაზიიდან, მეტად გამოსადეგი ნივთია. მაღაზიის მფლობელმა მრუდე ქუჩაზე მისულ On.ge-ის რეპორტიორს ისიც კი განუცხადა, ლობიოს შეჭამანდსა და ჩიხირთმაზეც არაჩვეულებრივად მიდისო.
3. მაგლ სტუმრებს სალამი!
ფოტო: Amazon
სტუმარი მაგების სამყაროშიც ძვირფასია, თუმცა სტუმარსაც გააჩნია, განსაკუთრებით კი თვითიზოლაციის პირობებში... ყველაფრის მიუხედავად, ხანდახან მომაბეზრებელია, როცა ახლობლები "ასაკთან შეუფერებელი ქცევის" — ჰარი პოტერის სიყვარულის — გამო გვტუქსავენ წინადადებით "როდის უნდა გაიზარდო". ამიტომ, კარგი იქნება, კარებშივე გამოკრულმა აბრამ თქვენ მაგივრად მიახალოს, რომ თუ ზრდასრულობა ჰარი პოტერის აღარყურებასა და აღარწაკითხვას ნიშნავს, არასდროს არაფრის დიდებით არ ვაპირებთ გაზრდას!
4. აბა, რა ვარ?
ფოტო: Amazon
ეს საჩუქარი მაგლებისთვის ნამდვილად არ გამოდგება და, შესაძლოა, თქვენც კიდევ ერთხელ მოგიხდეთ ჰარი პოტერის წიგნებისა და ფილმების მარათონის მოწყობა. ჰოგვორტსის საჭმელები, შელოცვები და ჯადოსნური არსებები — ამ ყველაფრის გახსენება ხშირად არცთუ ადვილია, მით უმეტეს როცა თამაშში მისგან ქულების მიღებაა შესაძლებელი.
ეგრეთ წოდებული ჰედბანზი შესანიშნავი გასართობია პოტერჰედი მეგობრებისთვის. "აბა, რა ვარ?" ისმის კითხვა და ყველა დანარჩენი მოთამაშე მედგარი თვალებით ამბობს: "დობი თავისუფალი ელფია". კი, ნამდვილად თავისუფალი ელფია, თუმცა თუკი მეგობრებიდან რომელიმე ჰერმიონის ელფთა დაცვის საზოგადოებაშია გაწევრებული, სულაც არაა გამორიცხული, კითხვითი ნაცვალსახელი "რას" ელფთან მიმართებით გამოყენებისთვის სერიოზულ შარში გაეხვეთ.
5. ორიგამის სახელმძღვანელო ჯოხდაკარგული პოტერჰედებისთვის
ფოტო: Amazon
ყველა-ყველა და ჰერმიონი თუ რამეს არ გვაპატიებდა, ამ სიაში სახელმძღვანელოს არყოფნა იქნებოდა. ამიტომ, საახალწლო დღეები რომ გაიხალისოთ და არდადეგებსა და შვებულებაზე ახალი უნარებიც შეიძინოთ, ორიგამის სახელმძღვანელო ნამდვილად შესანიშნავი არჩევანია — მთელი მაგია მხოლოდ ფურცლითაც შეიძლება შეიქმნას, ბოლოს და ბოლოს, ჰარი პოტერი სწორედაც რომ ფურცელზე შეიქმნა. თუმცა ორიგამის ხელოვნება უფრო დახვეწილი და შემოქმედებითი საქმეა — თავად ქმნი 3-განზომილებიან ფიგურებს: რონისთვის გამოგზავნილ მყვირალას, ოქროს სნიჩს, ტუტუც მისის ნორისს და რაც მთავარია — ჰოგვორტსის დიდებულ ციხე-კოშკს.
6. მუსიკალურ-ჯადოსნური ყუთი
ფოტო: Amazon
ჰარი პოტერის ატმოსფეროს შექმნა ლეგენდარული ჯონ უილიამსის საუნდტრეკის გარეშე ვინმეს წარმოუდგენია? ჩვენ — ნამდვილად არა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ციცქნა მუსიკალურ ყუთს, რომელიც ჟრუანტელისმომგვრელ ნაცნობ ჰანგებს აჟღერებს, ყველა პოტერჰედი იმსახურებს. თუ არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა არ იცით, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყუთი ჯადოსნურიცაა და მხოლოდ სათითურის წრიული დატრიალებითაც შეიძლება მაგიის შექმნა.
7. "ირწმუნე საკუთარი თავის" — გამამხნევებელი ბალიში
ფოტო: Amazon
ეს ბალიში მხოლოდ ახალი წლის დღეებში კი არა, მთელი წლის განმავლობაში გაგამხნევებთ და როცა დანებებას გადაწყვეტთ, შეგახსენებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვითრწმენაა — ჰარი პოტერმაც ხომ სწორედ ეს გვასწავლა.
"მუყაითად მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის გჯეროდეს", — წერია ბალიშზე;
ეს სიტყვები, შეგულიანების გარდა, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ყველაზე ჯადოსნური მაგლური ნივთი ბალიშია.
8. დღიური (ტომ რიდლის არა!)
ფოტო: Amazon
ბოლო დღიური, ჯადოქარი რომ ენდო, ჰორკრუქსი აღმოჩნდა. თუმცა გაცრეცილფურცლებიანი და მაგარყდიანი ბლოკნოტი, გვერდები რომ პერგამენტებს მოგაგონებს, ისეთივე საჭირო ნივთია ახალი წლისთვის, როგორც, მაგალითად, ნაძვის ხე. 2021 წლისადმი დიდი მოლოდინებით შემართულმა შეგიძლიათ, ყველა თქვენი გეგმა გაუზიაროთ მას.
ისე, ვინიცობაა და შეატყოთ, რომ დღიური გესაუბრებათ, ჯოხი აიღეთ ხელში, უკან დაიხიეთ ნელ-ნელა და თან იძახეთ: "აშმალახა, აშმალახა".
9. კალენდარი, იგივე მაგლების შემახსენებელი
ფოტო: Amazon
2020-ის გადამკიდე, რომელმაც ყველა ჩვენგანს აურია დღის რეჟიმი და გულმავიწყ ნევილებად გვაქცია, ჩვეულებრივი შემახსენებლები ონლაინმაღაზიების გვერდებზეც კი დეფიციტშია, ასე რომ, რას ვიზამთ, მაგლების შემახსენებელს დავჯერდეთ — ეს კალენდარი, რომელიც საყვარელი პერსონაჟების ფოტოებითაა გაფორმებული, მოიცავს სტიკერებსაც. მათით შეგიძლიათ მნიშვნელოვანი დღეები აღნიშნოთ: დაბადების დღეები, ექსკურსიები, ექიმთან ვიზიტის დღეები და ა.შ. ერთი სიტყვით, ფრიად გამოსადეგი ნივთია.
10. ძვირფასო მისტერ პოტერ — საფულეში ახლა გაქვთ...
ფოტო: Amazon
საახალწლოდ ალბათ ბარაქის ხის დარგვაც მოასწარით უკვე და სად უნდა დააგროვოთ ბარაქა თუ არა საფულეში. იმ საფულის გახსნა კი, რომელსაც ჰოგვორტსიდან გამოგზავნილი წერილის ფორმა აქვს, ყოველთვის ამაღელვებელია, თუნდაც საგრძნობლად სქელი არ ჩანდეს იგი. პოლიესტირისგან დამზადებული ეს საფულე, რომლის უკანა მხარეზეც დერსლების მიერ მრავალგზის ნადევნი წერილის გარე ტექსტი იკითხება, თქვენ გარშემომყოფ მაგლებს ბევრს არაფერს ეტყვის თქვენ შესახებ, თუმცა რეკომენდებული არაა წერილის ჯერ კიდევ მომლოდინე ზრდასრულ პოტერჰედებთან გამოაჩინოთ ნივთი.
ბონუსი: საჩუქრების შესაფუთი ქაღალდი
ფოტო: Amazon
თუ ამ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებიდან რომელიმე ახლობელი ადამიანისათვის საჩუქებლად თვალში მოგივიდათ, ცხადია, შესაფუთი ქაღალდიც დაგჭირდებათ. ადრესატს რომ მცირედი მინიშნება მისცეთ, რა სიხარული ელის, ყველაზე უკეთესი გამოსავალი თემატური შესაფუთი ქაღალდია. თუმცა რონ უიზლისნაირ ადამიანებს, შეგიძლიათ, შეუფუთავადაც აჩუქოთ — მაინც ვერ შეამჩნევენ ვერც შესაფუთ ქაღალდს და ვერც იმას, როგორ ულმობლად დაფლეთენ მას გახსნისას .
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
კომენტარები