10 სამაგიდო თამაში, რომელიც იდეალური საახალწლო საჩუქარია
ფოტო: Wallpaper Flare
საახალწლოდ საჩუქრების შერჩევა ყოველთვის ერთი დიდი თავსატეხია ხოლმე, თუმცა თუ შენი მეგობარი, შეყვარებული, ოჯახის წევრი თუ ბავშვი, რომლისთვისაც საჩუქრის ჩუქება გინდა, აზარტულია და გართობა და თამაშები უყვარს, მაშინ ძალიან კარგი ამბავი გვაქვს — კერძოდ კი, ეს 10 რჩევა მისი საჩუქრისთვის:
1. იყო და არა იყო რა, იყო ერთი თამაში სახელად ONCE UPON A TIME: FAIRY TALES
ფოტო: Amazon
მოთამაშეების რაოდენობა: 2-6
ასაკი: ნებისმიერი
ეს თამაში ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც კარგი წარმოსახვის უნარი აქვს. შენთვის დარიგებული სხვადასხვა შემთხვევითი თემების გამოყენებით უნდა შეეცადო და შექმნა ზღაპარი. მოთამაშეები აქ თავიდან ერთად მოქმედებენ და სხვადასხვა ჯურღმულების, გამოქვაბულების, პრინცესებისა თუ გიგანტების მქონე კარტებიდან ერთიანი, ზღაპრული ამბის შეკვრას ცდილობენ, ბოლოს კი ხელში მოტოვებული დამასრულებელი კარტით ზღაპარს აგვირგვინებენ! და შემდეგ, იმედია, დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ.
სტანდარტული ზღაპრული სცენარების გარდა ასევე არსებობს თამაშის სხვა ვარიაციები რაინდებზე, მეზღვაურებზე, ცხოველებზე და ჯადოსნურ არსებებზე.
2. NOT PARENT APPROVED, რომელზეც ვერცერთი მშობელი ვერ გაბედავს რაიმე საწინააღმდეგოს თქმას
ფოტო: Amazon
მოთამაშეების რაოდენობა: 4-10
ასაკი: 8+
Cards Against Humanity-ზე თუ გსმენია რამე, ესეც რაღაც ეგეთია, ოღონდ უფრო ოჯახურ სიტუაციაზე მორგებული, სადაც მშობლებს შეუძლიათ, თავიანთი პატარა თუ თინეიჯერი ბავშვები ეკრანებს დროებით მოსწყვიტონ და შესანიშნავი დრო გაატარონ მათთან ერთად. თამაშში არბიტრი მაგიდაზე დებს ერთ მთავარ კარტს, რომელშიც აღწერილია სიტუაცია რაღაც გამოტოვებული სიტყვით, ეს სიტყვა კი სხვა მოთამაშეებმა მათ ხელთ არსებული კარტებით უნდა შეავსონ და ყველაზე სასაცილო ვერსიის მქონე მოთამაშეს არბიტრი ქულას აძლევს. თამაშში 455 სასაცილო კარტია, ყუთის ზომა კი იმდენად პატარაა, რომ ნებისმიერ ადგილას შეგიძლია ეს სიხარული თან წაიღო.
3. სწრაფი ჭადრაკი მათთვის, ვისაც სიცილიურით დაწყება და სიცილით დამთავრება უნდა
ფოტო: Amazon
ფოტო: Amazon
მოთამაშეების რაოდენობა: 2
ასაკი: 6+
თუ შენც ბევრის მსგავსად ცოტა ხნის წინ უყურე ლაზიერის გამბიტს (The Queen's Gambit) და ჭადრაკისადმი ენთუზიაზმით განიმსჭვალე, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო, ან, უბრალოდ, საჩუქრის მოფიქრების ცაიტნოტში ხარ, ეს სწრაფი ჭადრაკი პირდაპირ ბეწვზე მოსწრება იქნება. Quick Chess რვა სხვადასხვა მარტივ, სახალისო თამაშს მოიცავს, რომლითაც ახალბედა უფროსებსა თუ ბავშვებს ჭადრაკის თითოეული სვლის სწავლა შეუძლიათ. შემდეგ კი, როცა ყველაფერი უკვე ნათელი გახდება, დაფას ამოატრიალებ და ტრადიციული ჭადრაკის თამაშით დატკბები!
4. მთლად ცეცხლოვანი თასი ვერა, მაგრამ iTRAX-ის ლაბირინთების ჯილდო კრიტიკული აზროვნების განვითარება ნამდვილად არის
ფოტო: Amazon
ფოტო: Amazon
მოთამაშეების რაოდენობა: 2-4
ასაკი: 6+
ეს თამაში ტაქტიკურ გათვლებსა და სისწრაფეზეა, ამიტომ შენი ბავშვებისთვის კრიტიკული აზროვნების, ამოცანების გადაჭრის უნარისა და შეუპოვრობის განვითარება თუ გსურს, სწორ ადგილას მოხვდი. თავიდან მაგიდაზე ლაბირინთის მსგავსი მოხაზულობების მქონე დაფა იდება, რომელიც ფერადი კვადრატებითაა სავსე. ამ კვადრატებიდან მხოლოდ ორია ერთმანეთთან დაკავშირებული ლაბირინთის ბილიკებით. მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი ორი იყოს ეს, შემდეგ კი ეს მოხაზულობა 4-გვერდიანი კუბიკებითა და ფერადი კუბებით უნდა გაიმეორონ — სწორი ფერის, სიგრძისა და განლაგების გამოყენებით. ვინც ამას პირველი მოასწრებს, ქულაც მისია.
5. სკოლაში ამას არ გეტყოდნენ, მაგრამ THINGS THEY DON'T TEACH YOU IN SCHOOL ძალიან მაგარი გასართობია
ფოტო: Amazo
მოთამაშეების რაოდენობა: 2+
ასაკი: 17+
სახალისო ფაქტები, შემთხვევითი კითხვები და ყოვლად უსარგებლო ცოდნა არც ისე უსარგებლოა, როცა ამით გართობა შეგიძლია. Hygge Games-ის ეს თამაში იმ ტრადიციულ, მოსაბეზრებელ ტრივიებს არ ჰგავს, რომლებიც გეკითხება, შერლოკ ჰოლმსი ვინ დაწერაო ან 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სად გაიმართაო. არა, არ გვინდა ეგ ყველაფერი. აქ 400-ზე მეტი მოულოდნელი კითხვა-პასუხი, ბევრი სიცილი და საინტერესო დისკუსიები დაგხვდება.
6. სცადე SKYJO, თუკი გათვლისა და კონცენტრირების უნარი შენი ძლიერი მხარეა
ფოტო: Amaz
მოთამაშეების რაოდენობა: 2-8
ასაკი: 8+
SKYJO გასართობი ქარდ-გეიმია ბავშვებისა და უფროსებისთვის. რამდენიმე რაუნდის განმავლობაში კარტების ამოტრიალებით, მიმოცვლითა და შეგროვებით უნდა შეეცადო, რაც შეიძლება ნაკლები ქულა დააგროვო. ეს მხოლოდ მანამაა შესაძლებელი, სანამ რომელიმე მოთამაშე თავის ყველა კარტს არ გამოააშკარავებს, შემდეგ კი რაუნდი მთავრდება. ამიტომაც ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით დააკვირდე სხვა მოთამაშეების ქმედებებს!
7. ნეტავ ამ სტატიის მკითხველთაგან ვის მოუვა აზრად, WHO IN THE ROOM-ით გაერთოს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან?
ფოტო: Amazon
ფოტო: Amazon
მოთამაშეების რაოდენობა: 4+
ასაკი: 17+
მზად ხარ, გაიგო, რას ფიქრობენ შენი მეგობრები შენზე? Hygge Games-ის თამაში "Who in the room…?" ააშკარავებს, რა წარმოდგენები აქვთ ერთმანეთზე მოთამაშეებს. თამაშში 300-ზე მეტი მოულოდნელი, სახალისო და პირადი შეკითხვაა, ყველა მათგანი კი იწყება ფრაზით "ამ ოთახში მყოფთაგან ვინ..."; მოემზადე ჩამოვარდნილი ყბებისა და მათი შემდგომი განხილვებისთვის!
8. იძულებული რომ იყო, IF YOU HAD TO-ს გამოწერას ამჯობინებდი თუ ამ სიიდან რომელიმე სხვა თამაშის?
მოთამაშეების რაოდენობა: 3+
ასაკი: 17+
თამაში ძალიან ჰგავს კლასიკურ გასართობ დილემა-თამაშს, სადაც ორი ერთმანეთზე ცუდი შესაძლებლობიდან ერთ-ერთის არჩევა გიწევს — განსხვავება ისაა, რომ ამ თამაშში არ მოგიწევთ საათობით იმაზე ფიქრი, თუ რა საშინელებები შეიძლება შესთავაზოთ ხალხს, რადგან თამაშში უკვე არის გაწერილი 250 ძალიან სასაცილო და საზარელი სცენარი. წესები საკმაოდ მარტივია. შენს ხელთ არსებული კარტებიდან რომელიმეს ჩამოდიხარ და ცდილობ, მისი ტექსტიდან შექმნა ყველაზე არაკომფორტული თუ საშინელი ამბავი და დაარწმუნო ერთ-ერთი მოთამაშე — არბიტრი — რომ ეს კარტი ყველაზე ცუდია. პირველი, ვინც ხუთ ქულას მოიპოვეს, იმარჯვებს.
9. ერთი ასეთი მეგობარი შენც გეყოლება, რომელიც საახალწლოდ I HAVE THIS FRIEND-ს ნატრობს
ფოტო: Amazon
მოთამაშეების რაოდენობა: 2+
ასაკი: 21+
თამაში ძალიან კარგი გზაა მეგობრების, შეყვარებულის, ოჯახის წევრებისა თუ უცნობი ადამიანების უკეთ გასაცნობად. მოთამაშეები ერთმანეთის მონაცვლეობით კითხულობენ 200-ზე მეტ სასაცილო თუ უხერხულ დებულებას და აღიარებენ, მიესადაგება თუ არა ის მათაც. თითოეული დებულება იწყება სიტყვებით "ერთი ასეთი მეგობარი მყავს, რომელიც..." რასაც რამე გიჟური მოსდევს. თუმცა, მალევე ხდება აშკარა, რომ საუბარი არა ვიღაც "მეგობარზე", არამედ თამაშში მაგიდის გარშემო მყოფ ადამიანებზეა.
10. ალბათ, 10 კითხვა არ დაგჭირდება იმის გამოსაცნობად, რაზეა თამაში GUESS IN 10: ANIMAL PLANET
ფოტო: Amazon
ფოტო: Amazon
მოთამაშეების რაოდენობა: 2-6
ასაკი: 6+
სხარტი კითხვა-პასუხების ეს თამაში შესაძლებლობას გაძლევს, კარტზე გამოსახული ცხოველი 10 კითხვის დასმით გამოიცნო. ხორცისმჭამელია? შინაური? მარტო ცხოვრობს თუ სხვებთან ერთად? კარგად მოიფიქრე და დასვი სწორი შეკითხვა, რათა პირველმა მოიპოვო ქულები. თამაში ოჯახური სიტუაციებისთვისაა განკუთვნილი და ბავშვებისთვის ხმელეთის, წყალქვეშა, ველური თუ შინაური ცხოველების შესახებ მეტი ინფორმაციის სასწავლებლად იდეალური გზაა.
ცხოველების გარდა, თამაშის რამდენიმე ვარიაცია არსებობს, მათ შორის ქვეყნებზე, ქალაქებზე, სპორტზე, ტრანსპორტზე, აშშ-ის შტატებსა და საზარელ დინოზავრებზე.
ბონუსი: ასეთ თამაშებში მოგებაზე მონოპოლია თუ არასდროს გქონია, იქნებ MONOPOLY FOR SORE LOSERS გეცადა?
ფოტო: Amazon
მოთამაშეების რაოდენობა: 2-4
ასაკი: 8+
და, აი, დადგა შურისძიების დრო! აქამდე თუ ყოველთვის ყველაფერს აგებდი, მონოპოლიის ამ ვერსიაში ისეთი გამაღიზიანებელი რაღაცები, როგორიც ქირის გადახდა ან ციხეში წასვლაა, ამჯერად თამაშის მოგებაში დაგეხმარება. აქ მოთამაშეებს პირიქით სურთ, რომ დაფის ყოვლად უსარგებლო უჯრებზე მოხვდნენ, გადაიხადონ გადასახადი თუ ქირა და ციხეშიც კი ამოყონ თავი, რადგან ამისთვის სპეციალურ მონეტებს იღებენ, რომლებიც შემდეგ მათ განსაკუთრებულ ძალაუფლებას სძენს. ერთი სიტყვით, აქ წაგება და მოგება მართლა ძმები არიან.
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა

კომენტარები