კათოლიკური ეკლესია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დამალვას ცდილობს
ფოტო: Victoria Jones/PA
პაპმა ფრანცისკემ ინგლისისა და უელსის კათოლიკური ეკლესიის ლიდერს, კარდინალ ვინსენტ ნიკოლსს, პოსტზე დარჩენა სთხოვა იმის მამხილებელი ახალი მოხსენების მიუხედავად, რომელიც მის ლიდერობას აკრიტიკებდა და ასკვნიდა, რომ ეკლესია წლების განმავლობაში თავის რეპუტაციას უფრო წინ აყენებდა, ვიდრე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების კეთილდღეობას.
ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დამოუკიდებელმა გამოძიებამ (IICSA) ეკლესიის ქმედებების 162-გვერდიან მოხსენებაში თქვა, რომ "ეკლესია უგულებელყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ კეთილდღეობას, რათა დაიცვას თავისი რეპუტაცია, რაც ეწინააღმდეგება მის მისიას, იზრუნოს და უყვარდეს უცოდველები და მოწყვლადები".
ნიკოლსის შესახებ ის ამბობს: "მას არ უღიარებია პირადი პასუხისმგებლობა, რათა გაძღოლოდა ცვლილებებს ან გამოეწვია ისინი. არც მსხვერპლთა მიმართ გამოუჩენია თანაგრძნობა იმ ბოლო შემთხვევებში, რომლებიც ჩვენ გამოვიკვლიეთ".
სამშაბათს, 10 ნოემბერს, მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ნიკოლსის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნები გაიზარდა. ანონიმურმა დაზარალებულმა მტკიცებულების წარდგენასთან ერთად The Guardian-ს განუცხადა: "კარდინალი ნიკოლსი ინგლისისა და უელსის კათოლიკური ეკლესიის მორალური ლიდერია, თუმცა მან ყველანაირი მორალური ავტორიტეტი დაკარგა და პოსტი უნდა დატოვოს... ეს მოხსენება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კათოლიკური ეკლესია ბავშვებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის".
კიდევ ერთმა დაზარალებულმა თქვა: "ეკლესიას სეისმური კულტურული ცვლილებები სჭირდება, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში. თუკი საერთოდ რაიმე იმედი არსებობს იმის, რომ რეალური ცვლილებები განხორციელდება, ამას ძალაუფლების სათავის გამოცვლა და იმის სურვილი სჭირდება, რომ დაზარალებულებს ადამიანებივით მოექცნენ".
1970-იდან 2015 წლამდე პერიოდში ინგლისისა და უელსის ეკლესიამ 900-ზე მეტი საჩივარი მიიღო, რომელშიც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 3000-ზე მეტ შემთხვევაზე იყო საუბარი 900-ზე მეტი ინდივიდის მხრიდან, რომელთა შორისაც არიან მღვდლები, ბერები და მოხალისეები.
ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებს შორის იყო "მასტურბაცია, ორალური სექსი, ვაგინალური და ანალური გაუპატიურება". გამოძიების თქმით, ზოგჯერ ამას თან ახლდა "სექსუალური კმაყოფილების მისაღწევად განკუთვნილი სადისტური ცემა", ასევე "ნდობით აღჭურვილ პოზიციებზე მყოფთა მიერ უკიდურესად მანიპულაციური ქცევა".
ერთ-ერთი ბავშვის თქმით, 11-იდან 15 წლამდე ის მღვდელმა ასობით სხვადასხვა შემთხვევაში შეავიწროვა. "თითოეული ინციდენტის შემდეგ ბავშვს აღსარების ჩაბარება უწევდა, მღვდელი კი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ადგილობრივ სამონასტრო სკოლაში ბავშვის დის ადგილი მის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული", — წერია მოხსენებაში.
საჩივრების შემოსვლისას ეკლესია არასდროს უჭერდა მხარს დაზარალებულებს, ამის ნაცვლად კი ბრალდებული საეკლესიო პირების დაცვას ცდილობდა და ისინი სხვა სამრევლოში გადაჰყავდა. "ისინი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მიჩქმალვას ცდილობდნენ", — წერია მოხსენებაში.
გამოძიებამ დიდ ბრიტანეთში ვატინაკის ელჩს მონაწილეობის მიღება სთხოვა. "ძალიან შეზღუდულ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. რამდენიმეთვიანი თამანშრომლობის შემდეგ წმინდა საყდარმა დაგვიანებით დაადასტურა, რომ ის მოწმეთა ჩვენებებს არ მოგვაწვდიდა. თანამშრომლობის სურვილის ასეთი არქონა გაუგებარია", — ნათქვამია მოხსენებაში.
"ათწლეულების განმავლობაში კათოლიკური ეკლესიის უუნარობამ, ებრძოლა ბავშვების სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, ბევრი ბავშვი იმავე ბედისწერაზე გაწირა. აშკარაა, რომ ეკლესიის რეპუტაცია უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე დაზარალებულთა კეთილდღეობა. ბრალდებები უყურადღებოდ დატოვეს, დამნაშავეები კი დაიცვეს. დღესაც კი წმინდა საყდრის პასუხები ეწინააღმდეგება პაპის დაპირებას, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე რეაგირებას მოახდენენ", — თქვა გამოძიების ხელმძღვანელმა ალექსის ჯეიმ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა იურიდიული ფირმის რწმუნებულმა რიჩარდ სკორერმა, რომელიც 32 დაზარალებულს წარმოადგენდა: "კარდინალმა ნიკოლსმა ახლავე უნდა დატოვოს პოსტი — ნებისმიერ სხვა სფეროში მას ამას მყისიერად გააკეთებინებდნენ. ეს ის ეკლესიაა, რომელსაც ბავშვების დაცვას ვერ ანდობ".
ერთ-ერთმა დაზარალებულმა ასევე განაცხადა: "ფაქტია, რომ ნიკოლსი პედოფილების სერიული დამცველია, თანაც ის ისეთი ადამიანია, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელი. ეკლესიის წინამძღოლს ყველაზე დიდი მორალური ღირებულებები უნდა ჰქონდეს, ამის ნაცვლად კი ის პედოფილებს ქვეყნის — და ამერიკის — სხვა ნაწილებში გზავნის, რათა ძალადობის შემთხვევები დამალოს".
ნიკოლსზე საჩივრების პასუხად ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარდინალი კრიტიკის შემდეგ პოსტის დატოვებას არ აპირებს, რადგან მას "ყველაფრის გამოსწორება აქვს გადაწყვეტილი". ვატიკანის წესების მიხედვით, ნიკოლსმა წმინდა საყდარს დაახლოებით ოთხი კვირის წინ მისწერა გადადგომის შეთავაზებით. პაპმა ფრანცისკემ მას სთხოვა, პოსტზე დარჩენილიყო.
ნიკოლსისა და ლივერპულის არქიეპისკოპოსის, მალკოლმ მაკმაჰონის, გაკეთებულ განცხადებაში კათოლიკური ეკლესია მიესალმა მოხსენებას, რომელიც "ეკლესიის ცხოვრების ყველა ასპექტის უსაფრთხოების" გაუმჯობესების "ცნობას იძლევა". განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო: "ბოდიშს ვუხდით ყველა მსხვერპლსა და დაზარალებულს, რომელსაც სათანადოდ არ მოვუსმინეთ ან სათანადოდ არ დავუჭირეთ მხარი".
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები