საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, თბილისში მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 22 მლნ. დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 15 მლნ. დოლარს შეადგენს.
თბილისის მშრალი პორტის პროექტი რეგიონული მნიშვნელობის მულტიმოდალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. პროექტი 19.5 ჰა მიწის ნაკვეთზე განხორციელდა და პირველი ფაზა მოიცავს 2,500 კვ.მ-მდე B კლასის საწყობს და 5.5 ჰა ტერიტორიაზე განთავსებულ საკონტეინერო მოედანს, რომელიც აღჭურვილია 4 სარკინიგზო ხაზით. სამომავლოდ, მომდევნო ფაზაში, დაგეგმილია 10,000 კვ.მ-მდე ფართობის A კლასის საწყობის მშენებლობა და საკონტეინერო მოედნის გაფართოება. პორტს გააჩნია თანამედროვე საკონტეინერო ტექნიკა და ასევე საკუთარი სარკინიგზო ლოკომოტივები.
თბილისის მშრალი პორტი არის პირველი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის პორტებიდან შემოსული საკონტეინერო ტვირთების პირდაპირი რკინიგზით გადმოტანას თბილისში. ასევე პორტი შესაძლებლობას იძლევა ტვირთები სარკინიგზო გზით მიღებულ იქნს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ან უკან. ასევე ადგილზე შესაძლებელია ტვირთების გადატვირთვა, დასაწყობება და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება.
ამიერიდან, პორტს შესაძლებლობა აქვს წელიწადში 100,000 TEU-მდე ტვირთბრუნვას მოემსახუროს. მომდევნო ფაზის ამოქმედების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 200,000 TEU-მდე გაიზრდება.
"აღნიშნული პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა არა მხოლოდ ფინანსური ჩართულობის, არამედ იმ ღირებულებების თვალსაზრისით, რასაც ის ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისთვის წარმოადგენს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც რეალურ ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან, აძლიერებენ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ახალ სამუშაო ადგილებს აჩენენ. თბილისის მშრალი პორტი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ის არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, არამედ საქართველოს გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე პოზიციონირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მსგავსი პროექტის განხორციელება თბილისში მომხმარებლებისთვის ტრანსპორტირების ხარჯსა და ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასევე, სარკინიგზო გადაზიდვების მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის მხრივაც. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, — განაცხადა საქართველოს ბანკის ტრანსპორტის და ტელეკომის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, მარიამ ჩიხრაძემ
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
კომენტარები