ტესტი: რა იცი reuse კონცეფციაზე?
ფოტო: Theracksack.com
გაინტერესებთ როგორ ერკვევით ეკოლოგიაში და რამდენად მეგობრობთ ბუნებასთან? გარემოზე ზრუნვა ხშირად მარტივი გადაწყვეტილებების მიღებით იწყება: საყიდლებზე მრავალჯერადი ჩანთის წაღებით, პლასტმასის გამოყენების შემცირებით ან მოძველებული ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვით.
ეს მარტივი, ყოველდღიური ჩვევები, საბოლოო ჯამში მთლიანად ცვლის შემაშფოთებელ სტატისტიკებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია მათი კარგად გაცნობიერება და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა. და ვინ იცის, იქნებ თქვენი პატარა ნაბიჯები კაცობრიობის "გიგანტურ ნახტომადაც" კი იქცეს!
ტესტი: რა იცი reuse კონცეფციაზე?
ტესტის დაწყება1 / 8 წარმოიდგინე, რომ სათამაშოებს ამზადებ, რომლებიც ხშირად იმსხვრევა და ნაგავსაყრელებზე ხვდება. რომელია ყველაზე სწორი გადაწყვეტილება?
Pinterest.com
- მარკეტინგული კამპანიის დაწყება, რომელიც ხაზს გაუსვამს კომპანიის ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას
- სათამაშოებისთვის მხოლოდ გადამუშავებული პლასტმასის გამოყენება
- ისეთი სათამაშოების დამზადება, რომლებიც უფრო გამძლეა ან ნაწილები ადვილად ეცვლება
- უფრო იაფი მასალების გამოყენება
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
2 / 8 დავუშვათ, რომ სასმელების მწარმოებელი ხარ და გსურს ეკომეგობრულ ბიზნესად ითვლებოდე. რომელი მიდგომა იქნება ყველაზე ეფექტური?
Pinterest.com
- ბოთლის ეტიკეტის ფერს და დიზაინს უფრო მწვანე შეფერილობას მივცემ
- ისეთი სისტემის დანერგვა, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ბოთლების დაბრუნება ხელახლა შესავსებად
- პროდუქციის ფასის შემცირება რათა უფრო მეტი გაიყიდოს
- მეტი პლასტმასის ბოთლის გამოყენება, რადგან უფრო მსუბუქია
Giphy.com
3 / 8 თუ შენი ონლაინ მაღაზია პროდუქტებს უზარმაზარი რაოდენობის ერთჯერადი შესაფუთი მასალით აგზავნის, რას გააკეთებ რომ გარემოზე ზემოქმედება შეამცირო და შენი ბიზნესი უფრო მდგრადი გახდეს?
Pinterest.com
- არაფერს შევცვლი, რადგან მომხმარებელს არ აქვს პრობლემა
- საერთოდ შევწყვეტ ონლაინ გაყიდვებს
- გამოვიყენებ მრავალჯერად შეფუთვას
- უფრო დიდ ყუთებს გამოვიყენებ რათა მეტი პროდუქტი ჩაეტიოს
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
4 / 8 როგორ შეამცირებ შენს ოფისში უამრავი ქაღალდის გამოყენების პრობლემას?
Pinterest.com
- თანამშრომლებს ვთხოვ დაიწყონ ქაღალდის ორივე მხარის ათვისება და ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება
- უფრო მეტ ქაღალდს შევუკვეთ
- ქაღალდის გამოყენებას ავკრძალავ
- ყველაზე იაფ ქაღალდს შევიძენ, ხარჯების შესამცირებლად
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
5 / 8 ახლა წარმოიდგინე, რომ შენი კომპანია ყოველ ღონისძიებაზე ახალ ერთჯერად ჭურჭელს იყენებს. როგორ მოიქცევი?
Pinterest.com
- მეტ ერთჯერად ჭურჭელს შევუკვეთ, რომ არ დაგვაკლდეს
- ღონისძიებაზე ნაკლებ სტუმარს დავპატიჟებ
- დასუფთავების სამსახურს ვთხოვ ხშირად მოვიდეს ხოლმე
- ღონისძიებებზე მრავალჯერად ჭურჭელს გამოვიყენებთ
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
6 / 8 რას გააკეთებ, თუ შენიშნავ, რომ შენს მეზობლად მდებარე სუპერმარკეტი ყოველდღიურად ათასობით ერთჯერად პოლიეთილენის პარკს გასცემს? როგორ შეიძლება ამ პრობლემის მდგრადი გადაწყვეტა?
Pinterest.com
- მათ ნაცვლად, მრავალჯერადი ჩანთების დამატებას შევთავაზებ
- პარკების გამოყენებაზე უარს ვიტყვი
- მხოლოდ ქაღალდის პარკებს გამოიყენებ
- მეტი ერთჯერადი პარკების დამატებას მოვითხოვ
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
7 / 8 წარმოიდგინე, ტანსაცმლის მაღაზიას ფლობ და ამჩნევ, რომ ბევრი დაზიანებული ტანსაცმელი იყრება. როგორ მოიქცევი?
Pinterest.com
- ზედმეტ ტანსაცმელს ეზოში დავწვავ
- მცირე დაზიანებებს შევასწორებ და მათ შეღავათიან ფასში გავყიდი
- დავხურავ მაღაზიას და ტანსაცმლის გაყიდვას შევწყვეტ
- უფრო მეტ ტანსაცმელს შევუკვეთ, რათა ყოველთვის მქონდეს სათადარიგო პროდუქტი
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
8 / 8 როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი, თუ აღმოაჩენს, რომ დიდი რაოდენობით ერთჯერადი ჭიქები უგროვდება?
Pinterest..com
- არაფერი შეცვალოს, რადგან მომხმარებლებისთვის ასე უფრო მოსახერხებელია
- დასუფთავების სამსახურს უფრო ხშირად დაუკავშირდეს
- დაიწყოს მრავალჯერადი ჭიქების შეთავაზება და მომხმარებლები მათი გამოყენებისკენ წაახალისოს
- ხარჯების შესამცირებლად, უფრო იაფი ერთჯერადი ჭიქები შეიძინოს
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com
Giphy.com

კომენტარები