როგორ გავიგოთ რაზე გვაქვს ალერგია?
ფოტო: სმარტფარმი
დღესდღეობით ალერგია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ითვლება მსოფლიოს მასშტაბით და მისი ტიპებიც გაცილებით მრავალნაირი და კომპლექსურია, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ. ალერგიის უამრავი სახეობა და გამოვლინება არსებობს, რაც ხშირად ართულებს მის დროულად ამოცნობასა და მკურნალობას.
საუბარი აღარ არის მხოლოდ კლასიკურ ალერგიულ რეაქციებზე, როგორებიცაა სურდო ან კანის გამონაყარი. თანამედროვე საზოგადოებაში ალერგენების სპექტრი გაფართოვდა — ადამიანებს უკვე უჩნდებათ ალერგია არა მხოლოდ მტვერზე, ყვავილის მტვერზე ან ცხოველის ბეწვზე, არამედ ისეთ მოულოდნელ გამაღიზიანებლებზეც, როგორებიცაა მზის სხივი, ქიმიური საშუალებები, ცივი ჰაერი და ა. შ.
ალერგიის გამოვლინებებიც განსხვავებულია, ზოგისთვის ეს უბრალოდ ქავილი ან ცემინებაა, ზოგისთვის კი მძიმე ანაფილაქსიური შოკი, რაც დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
იმის დასადგენად, ზუსტად რა არის ალერგიის გამომწვევი, დღესდღეობით უამრავი საშუალება არსებობს:
პირველ რიგში, ექიმი ალერგოლოგი პაციენტისგან იღებს დეტალურ ანამნეზს, რაც მოიცავს სიმპტომების სიხშირეს, შესაძლო გამომწვევ ფაქტორებს, კვებით ჩვევებს, ოჯახურ ისტორიასა და გარემოსთან კონტაქტს.
ალერგიის დადგენის ყველაზე გავრცელებული მეთოდია კანის ტესტი (ე. წ., პრიკ-ტესტი). ამ პროცესში ალერგენი მცირე რაოდენობა შეჰყავთ კანში ან აწვეთებენ ზედაპირულად და ნემსის მსუბუქი ჩხვლეტით უზრუნველყოფენ მის შეწოვას. თუ 15-20 წუთში კანი სიწითლეს, შეშუპებას ან ქავილს გამოავლენს, ეს ალერგიაზე მიუთითებს.
ინტრადერმული ტესტი უფრო მგრძნობიარე მეთოდია და იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა პრიკ-ტესტი საკმარისად ზუსტ შედეგს ვერ იძლევა. ამ დროს ალერგენი შეჰყავთ კანქვეშ, რის შემდეგაც რეაქციას აკვირდებიან.
სისხლის ანალიზი (IgE ტესტი) გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც კანის ტესტი არ არის რეკომენდებული, მაგალითად, კანის ძლიერი რეაქციების ან დერმატოლოგიური დაავადებების დროს. ეს ანალიზი ზომავს იმუნოგლობულინ E-ს (IgE), რომელიც იმუნური სისტემის ალერგიულ რეაქციაზე მიანიშნებს.
გამომწვევი ალერგენის საპოვნელად ზოგჯერ ტარდება ელიმინაციური დიეტა. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება კვებითი ალერგიების დროს და გულისხმობს ალერგენული საკვების ეტაპობრივად ამოღებას რაციონიდან, რათა გაირკვეს, რომელი საკვები იწვევს შესაბამის რეაქციას.
ხოლო პროვოკაციული ტესტი გამოიყენება, როდესაც სხვა მეთოდებით დიაგნოზის დადგენა რთულია. ამ დროს ექიმის მეთვალყურეობით, პაციენტს მცირე რაოდენობით აძლევენ ალერგენს (მაგალითად, საკვებს ან მედიკამენტს) და აკვირდებიან რეაქციას. ეს მეთოდი ტარდება მხოლოდ კლინიკურ გარემოში, რადგან არსებობს ძლიერი ალერგიული რეაქციის რისკი.
ალერგიის დიაგნოსტიკა აუცილებელია, რადგან მისი ცოდნა საშუალებას იძლევა თავიდან აცილებული ალერგენთან კონტაქტი და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
როგორ ვუმკურნალოთ ალერგიას?
მას შემდეგ, რაც ალერგიის გამომწვევ მიზეზსა და მის სახეობას დაადგენთ, აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ფარმაკოლოგიური მკურნალობა ხშირად მოიცავს ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. მათი დახმარებით, ალერგიული რეაქციების სიმპტომები მცირდება, იქნება ეს ცემინება, სურდო, ქავილი თუ გამონაყარი. მარტივად რომ ავხსნათ, ეს პრეპარატები ბლოკავს ჰისტამინის მოქმედებას, რომელიც ალერგიული რეაქციის მთავარი მაპროვოცირებელია.
მაგალითისთვის, რამდენიმე მედიკამენტს გაგიზიარებთ:
1. კსივოზანი — ეს მესამე თაობის მაღალეფექტური ანტიჰისტამინური პრეპარატი ებრძვის ალერგიულ და ქრონიკულ რინიტს; ასევე, კანის ისეთ ალერგიულ დაავადებებს, როგორებიცაა: მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, ნებისმიერი გენეზის გამონაყარი კანზე და კანის ქავილი, მზის ალერგია, მწერის ნაკბენი, ვაქცინაციის დროს კანისმიერი ალერგიული რეაქცია. ამასთან, ეფექტური დამხმარეა კონიუქტივიტის დროს.
კსივოზანის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკირებას, რაც ამცირებს ალერგიულ სიმპტომებს და ამსუბუქებს ანთებით პროცესებს. თანაც, ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებს და ორგანიზმში მოხვედრიდან მალევე (დაახლოებით 1 საათში) იწყებს მოქმედებას. ანტიჰისტამინური გავლენა კი დიდხანს ნარჩუნდება. რაც მთავარია, არ იწვევს ძილიანობას და არ ახასიათებს მიჩვევა; შესაბამისად, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი ვადით გამოყენება.
2. დოსოდოსი — ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც მშრალი და სპაზმური ხველის შესამსუბუქებლად გამოიყენება. ზოგადად, ალერგიული ხველა ხშირად არ არის დაკავშირებული ინფექციასთან და ვითარდება მაშინ, როდესაც ალერგენები (მტვრის ტკიპები, ყვავილის მტვერი, ცხოველების ბეწვი, მედიკამენტები ან საკვები) აღიზიანებს სასუნთქ გზებსა და ბრონქებს.
საგულისხმოა, რომ პრეპარატი ორი ფორმით იწარმოება: დოსოდოსი წვეთები 15 მლ ფლაკონით და დოსოდოსი სიროფის სახით. ორივე მათგანი ეფექტურია შემდეგი ტიპის ალერგიული ხველის დროს:
● მშრალი და ალერგიული ხველის შემთხვევაში, როდესაც ლორწოს გამომუშავება არ ხდება, მაგრამ მუდმივი ხველის რეფლექსი აღიზიანებს ყელსა და ბრონქებს. ეს ეხება ვირუსული ინფექციური დაავადებების ან/და ჩვეულებრივი გაციების დროს წარმოქმნილ ნებისმიერი ტიპის მშრალ ხველას: ლარინგიტი, ტრახეიტი, ფარინგიტი, ყივანახველა, წითურა, ცრუ კრუპი, კოვიდ-19-ით გამოწვეული მშრალი ხველა, რეფლუქსი, პროფესიული მშრალი ხველა;
● სპაზმური ხველის დროს, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი ხველის შეტევებით, განსაკუთრებით ღამით ან ჰაერის ცვლილებისას;
● ასთმური ხველის მსუბუქი ფორმების დროს, როდესაც ხველის შეტევებს თან არ ახლავს ძლიერი ბრონქოსპაზმი და მათი ჩახშობა აუცილებელია;
● სეზონური ალერგიების ფონზე გაჩენილი ხველის შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყვავილის მტვერი ან სხვა ალერგენები სასუნთქ გზებს აღიზიანებს.
მთლიანობაში, დოსოდოსის ორივე ფორმა ეფექტურია მშრალი, სპაზმური და ალერგიული ხველის დროს, თუმცა სიროფი უფრო მოსახერხებელია მოზრდილებისთვის, ხოლო წვეთი ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. საუკეთესო ვარიანტის შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ექიმის რეკომენდაციაზე.
3. ნასოალდო — ეს ნაზალური სპრეი გამოიყენება ცხვირის ლორწოვანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, კერძოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სიმპტომები გამოწვეულია ალერგიული რეაქციებით.
ის ეფექტურია სეზონური და მრავალწლიანი ალერგიული რინიტის დროს, რაც გულისხმობს ცხვირის გაჭედვას, სურდოს, ცემინებას, ქავილსა და სასუნთქი გზების გაღიზიანებას. პრეპარატი ამცირებს ანთებას და შეშუპებას, რის შედეგადაც, სუნთქვა უმჯობესდება და ალერგიის სიმპტომები მსუბუქდება.
ასევე, ნასოალდოს ხშირად ნიშნავენ თივის ცხელების დროს, რომელიც სეზონური ალერგიის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა და ვითარდება ყვავილის მტვერთან კონტაქტისას.
ნასოალდო გამოიყენება ცხვირის პოლიპოზის სამკურნალოდაც, რომელიც ხასიათდება ცხვირის ლორწოვანის შეშუპებით და პოლიპების განვითარებით. ამ შემთხვევაში პრეპარატი ხელს უწყობს პოლიპების ზომის შემცირებას და ცხვირის გაჭედვის შემსუბუქებას.
ის შეიძლება დაინიშნოს ქრონიკული სინუსიტის დროსაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი განიცდის ცხვირის მუდმივ გაჭედვასა და ანთებას. მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ამცირებს შეშუპებას.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები