21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბებული შედეგების საპროტესტო აქციაზე დააკავეს. სინდისის პატიმარს სამი პოლიციელისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ "ჯოხის დარტყმას" ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სანამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდოდა მათე დევიძის ადვოკატმა, ნატო მამულაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გამოძიების აბსურდზე, თუ როგორ არ დევს საქმეში სამხილი, რომელიც ამტკიცებს, რომ მათე დევიძეს ხელში "თავდასხმის იარაღი" — ხის ჯოხი ხელში ეჭირა.
"ჩვენ გამოვიკვლიეთ ვიდეოკამერის ჩანაწერები, გამოთხოვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-გან, შსს-ს კომუნიკაციების განყოფილებისგან და ვინმე მოქალაქე ბერულავასგან, კამერის ჩანაწერებიდან არ დასტურდება ის ფაქტები, რომლებზეც აპელირებდა ბრალდების მხარე, უფრო კონკრეტულად, კადრებში არ ჩანს არანაირი თავდასხმის ფაქტი, არ და ვერ ხერხდება იდენტიფიცირება ვერც ბიძინა ჟამერაშვილის, ვერც გიორგი ესტატიშვილის…
მოცემული კამერის ჩანაწერებში ერთადერთი, რაც თვალნათლივ ჩანს, არის პოლიციელების სიმრავლე, მათი აგრესიული ქმედება და დაკავების ფაქტები, სადაც კარგად ჩანს მათე დევიძის დაკავების ფაქტი, როგორ აქვს ყელში წაჭერილი ხელი და რამდენიმე პოლიციელი მიათრევს მას ძალის გამოყენებით. კამერის ჩანაწერებით არ ხდება არც პოლიციელების იდენტიფიცირება და ასევე არ ჩანს არც ჯოხი, არც მთლიანი და არც დამტვრეული.
აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, ე.წ. დაზარალებულებმა საერთოდ მიიღეს დაზიანებები ამ აქციის დროს მათე დევიძისგან? იმ მოცემულობაში როცა ესტატიშვილი ამბობს, რომ თავის თავს ვერ ამოიცნობს, დაცვის მხარისთვის გაურკვეველია, პროკურორი რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კამერაში ჩანს თავდასხმის ფაქტები. ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს არცერთ ნაწილში, რომ მათე დევიძე ვინმეს ესხმის თავს," — განაცხადა სასამართლო პროცესზე მათე დევიძის ადვოკატმა ნატო მამულაშვილმა. (პუბლიკას ტექსტი)
მათე დევიძე განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო, მან სასამართლო პროცესი მანამდე დატოვა.
"გვწირავთ იმიტომ, რომ შეასრულოთ თქვენი მბრძანებლის ბრძანება. მაპატიეთ, უნდა დავტოვო დარბაზი, არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა".
[მიმართავს დარბაზს] თქვენს სანახავად მოვდიოდი აქამდე სასამართლოში. დიდხანს ალბათ ვეღარ გნახავთ," — განაცხადა მათე დევიძემ სასამართლო პროცესის დატოვებამდე.
სასამართლო პროცესს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
"სასამართლო დარბაზში იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი და იუსტიციის ქანდაკება. სამივეს შეურაცხყოფა არის. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს იყენებენ, მაგრამ, რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც დღეს აქ დგას, თითოეული ადამიანის, ვინც აქ არ დგას, თითოეული წევრის ჩვენი საზოგადოების, რომელიც დუმს იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ, ზეგ, ის ადამიანები, სწორედ, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. ის მოსამართლე, ის პროკურორი, რომელიც იქ სხედან, ამ დარბაზში და არ ვიცი რას ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი. რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში. ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ის იქნება მუდამ ღირსების, ჩვენი ერთი, სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები, მონები არიან — ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ. ეს არ არის სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ ესენი წავლენ შემდეგ სხვა საფეხურებზე და სტრასბურგშიც განიხილება ეს საქმე", — განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
-
ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი
გადახედვა
-
ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული
გადახედვა
-
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს
გადახედვა
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
კომენტარები