სერიალი ხელოვნური სუნთქვა შეჩერებულია
სერიალ ხელოვნური სუნთქვის გადაღებები აღარ გაგრძელდება. პროექტი შეჩერებულია. ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა სერიალის ოფიციალურმა გვერდმაც:
"ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი".
გადაღებების შეჩერების მიზეზებზე სასაუბროდ სერიალის პროდუსერ ირაკლი საღინაძეს დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა, რომ სერიალის მესამე სეზონი ამ ზამთარს რუსთავი 2-ის ეკრანებზე აღარ დაბრუნდება:
"ამჟამად სერიალი შეჩერდა, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ის საბოლოოდ დაიხურება. მესამე სეზონი რომ აღარ დაბრუნდება ზამთარში, ეს შემიძლია 100 პროცენტით დავადასტურო. არხზე შექმნილი ფინანსური მდგომარეობა და მის გარშემო არსებული ვითარება არ გვაძლევს საშუალებას, რომ ზუსტი გეგმა შევიმუშავოთ, როგორც მინიმუმ, ახალი სეზონის მოსამზადებლად.
თებერვალში გვსურდა ეთერის განახლება, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან იანვარში გადაღებებს ვერ დავიწყებთ. ამისთვის არანაირი ოპტიმისტური საფუძველი არ არსებობს".
ირაკლი საღინაძის თქმით, სერიალის შეჩერება უკავშირდება რუსთავი 2-ის ყადაღასა და შექმნილ ფინანსურ მდგომარეობას, ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს:
"არხისთვის და მითუმეტეს ჩვენთვის [ფორმულა კრეატივი] კომერციულად და ეკონომიკურად წამგებიანი პროექტის წარმოება ფიზიკურად შეუძლებელია. ელემენტარულად ხელფასს ვერ დავარიგებთ თანამშრომლებისთვის.
მაყურებლის ძალიან კარგად მესმის, თან ისეთი ინტრიგით დასრულდა, რომ აუცილებელია, სიუჟეტს გაგრძელება ჰქონდეს. სამწუხაროდ, ბოლო დღეებამდე ეს გაურკვევლობა არსებობდა. მინიმუმ მარტი-აპრილამდე სერიალის ეკრანებზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება".
სერიალის პროდიუსერის თქმით, ამ ეტაპზე სერიალის განახლების კონკრეტულ თარიღზე მსჯელობა გამორიცხულია:
"სამწუხაროდ, ამჟამად სერიალს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ თუნდაც საკუთარი თავი შეინახოს. ბაზარი განაპირობებს იმას, რომ სერიალი შეჩერებულია. ამ პერსპექტივით, მზადების დაწყება იანვარ-თებერვალში შეუძლებელია. უნდა დაველოდოთ, რა ვითარება იქნება მომავალ 2-3 თვეში. სერიალს ძალიან სჭირდება გარე დაფინანსება თუნდაც სპონსორების მხრიდან. სხვანაირად, გადაღებებს ვერ განვაახლებთ".
ირაკლი საღინაძის განცხადებით, მსგავსი საფრთხე ჩემი ცოლის დაქალებს არ ემუქრება:
"ჩემი ცოლის დაქალები თვითკმარი პროექტია როგორც ჩვენთვის, ისე არხისთვის. შოულობს საკმარის თანხას იმისთვის, რომ თავად კვებოს საკუთარი თავი"
სერიალი ხელოვნური სუნთქვა პირველად ეთერში 2016 წლის 8 ივნისს გავიდა და მალევე გახდა პოპულარული. მაყურებელი ორი სეზონის განმავლობაში აქტიურად ადევნებდა თვალს მთავარი გმირების, შოთასა და თამუნას ცხოვრებას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები