552 მომხრე, 61 წინააღმდეგი — ევროპარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანაგრიში დაამტკიცა
ევროპარლამენტმა ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. მას 552 მომხრე და 61 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
ანგარიში 36 პუნქტისაგან შედგება და იქ განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნები, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებებისა თუ ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციაში იმ კონსტიტუციური რეფორმისა და ძირითადი პოლიტიკური პარტიების შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 2020 წლის 8 მარტს მიიღეს საარჩევნო სისტემის შესახებ და აღიქმება, როგორც შიდა პოლიტიკური არეულობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ სიტუაციის გაუმჯობესების მცდელობად.
სასამართლო სისტემის მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია, რაც გამოწვეულია მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების ხარვეზებით და ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული მთელი რიგი საქმეებით, რამაც შეშფოთება გამოიწვია სამართლებრივი სისტემის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. საქართველომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ (ვენეციის კომისია, ეუთო/ODIHR) მიცემული რეკომენდაციები.
განცხადებაში წერია ისიც, რომ საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვან გარე გამოწვევებთან გამკლავებას, როგორიცა გაუარესებული ვითარება აფხაზეთისა და ცხინვალის/ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში და კიბერ შეტევებთან, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.
"ევროკავშირი რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მისი ხალხის ძირითადი უფლებების დაცვაში. ევროპარლამენტი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, როგორც მისი პირდაპირი პარტნიორი და მთავარი როლი AA და DCFTA– ს განხორციელებაში, რეგულარული საპარლამენტო დიალოგისა და ერთობლივად შემუშავებული ინსტიტუციური დახმარების ზომების საშუალებით", — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების გზით განაგრძობს ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან დაახლოებას.
იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად რჩება და მადლობას უხდის ევროპარლამენტარებს ანგარიშის მხარდაჭერისთვის.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები