დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

12 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, "ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 87 აჭარიდანაა, 19 გახლავთ იმერეთი, 6 არის გურია, 18 თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა მაგრამ ეს 158 ციფრი ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წყნარად ვიყოთ", — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 2 075 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა — 1 363, გარდაიცვალა — 19. კარანტინის რეჟიმში — 5 882 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: