ბადრი ჯაფარიძე: სიმართლე არის ერთი — წერილი გადმოცემულია გახარიას ხელით
ლელოს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურის იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ჯაფარიძის თქმით, პროკურატურისგან, არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოქმედება ბუნებრივი ამბავი გახდა.
"სიმართლე არის ერთი — ეს წერილი იყო გადმოცემული გახარიას გავლით. სამწუხაროდ, პრემიერს არ ჰყოფნის გამბედაობა, თქვას სიმართლე და უთხრას საზოგადოებას, თუ რა შეხება აქვს ამ წერილთან და იყო თუ არა ის ამ წერილის გადმომცემი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ გამოძიების ნაცვლად ის დაკავებულია პრემიერის გათეთრებით. მაგრამ ეს მცდელობა არის უსუსური.
აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პროკურატურას სურდა გამოძიების ჩატარება, იქ არის ანაბეჭდები და ადვილი დასადგენია, როდის, სად და როგორ გადმოგვცა გახარიამ ეს წერილი. ამის ნაცვლად, პროკრატურა ცდილობს გიორგი გახარიას გათეთრებას იმით, რომ არ აღმოჩნდა მისი ანაბეჭდი წერილზე, არადა, ეს წერილი გადმოგვეცა გახარიას გავლით და მისი ანაბეჭდის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. გიორგი გახარის კომენტარი არის უსუსური. ის ცდილობს, გაექცეს პაუსხისმგებლობას", — აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
პროკურატურაში ამბობენ, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. პროკურატურის ცნობით, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე კი, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა.
გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.
ამავე თემაზე:
- ბადრი ჯაფარიძე: სამწუხაროდ, გახარიას არ აქვს გამბედაობა, თქვას, რა როლი ითამაშა წერილთან დაკავშირებით
- გახარიას "გათეთრების" უბადრუკი მცდელობა — ნაცვლიშვილი პროკურატურის განცხადებაზე მუქარის წერილის შესახებ
- არტარეას უყურეთ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი გაეზარდა — გახარია მუქარის წერილსა და პროკურატურის განცხადებაზე
- გადასარჩენი გახარიას არაფერი არ სჭირს — ცქიტიშვილის პასუხი ოპოზიციას პროკურატურის დასკვნის შესახებ
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები