როგორ იხსნება სკოლები სხვა ქვეყნებში და რისი სწავლა შეგვიძლია ჩვენ
პანდემიის დროს 186 ქვეყანაში სკოლების 60 პროცენტი დაიხურა და 1,5 მილიარდი მოსწავლე სახლში დარჩა. არაერთ ქვეყანაში სწორედ ახლა განიხილავენ დააბრუნონ თუ არა ბავშვები საკლასო ოთახებში.
სკოლების გახსნის საკითხი მკვეთრად დგას აშშ-ში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ამავე დროს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სკოლებს აფრთხილებს, რომ თუ სრულად არ გაიხსნებიან, ფედერალურ დაფინანსებას შეუწყვეტს. თუმცაღა მსხვილ ქალაქებში ეჭვი ეპარებათ, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაბრუნებას შეძლებენ.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) შიშობს, რომ კლასებში ბავშვების დაბრუნებამ და პირისპირ გაკვეთილების ჩატარებამ, შესაძლოა სკოლებში კორონავირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი. ბევრი სკოლა ახლა ალტერნატიულ გზებს ეძებს, რომელიც არც პერსონალს, არც მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს რისკის ქვეშ არ დააყენებს.
სკოლების გახსნა გადაწყვიტეს საქართველოშიც. ჯერჯერობით ზუსტი სამოქმედო გეგმა შედგენილი არაა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ კლასში 20 ბავშვზე მეტი ვერ იქნება. როგორ ჩატარდება გაკვეთილები, სავალდებულო იქნება თუ არა პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა — ეს ჯერ კიდევ განხილვის საგნად რჩება.
დანია
ერთთვიანი მკაცრი იზოლაციის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებს შორის დანია იყო პირველი, რომელმაც 15 აპრილს სკოლები გახსნა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავის მოტივად განათლების მიღებაზე ბავშვის უფლება დაასახელა.
როცა 2-დან 12 წლამდე ბავშვები სკოლებში დაბრუნდნენ, ისინი მიკროჯგუფებად დაყვეს. ეს ჯგუფები — რომელიც ცნობილია როგორც "დამცავი ბუშტები" — სკოლაში სხვადასხვა დროს მიდიან, ცალკე სადილობენ და სათამაშო მოედანზე საკუთარი ზონები აქვთ. ყველა მოსწავლემ ხელები ორ საათში ერთხელ უნდა დაიბანოს, თუმცა ვალდებულნი არ არიან პირბადე ატარონ.
მაგიდები ერთმანეთისგან ორი მეტრითაა დაშორებული, ნივთები დღეში ორჯერ უნდა გაიწმინდოს, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში, გაკვეთილები ჰაერზე უნდა ჩატარდეს.
მშობლებს სკოლის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
მიღებული ზომები ეფექტური აღმოჩნდა: მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, სკოლების გახსნის მომენტიდან დაავადებულთა რიცხვი არ გაზრდილა. მაისის ბოლოს კი 12-დან 16 წლამდე ბავშვებიც მსგავსი პროტოკოლით სკოლებში დაბრუნდნენ.
სხვა ქვეყნებმა, რომელმაც მსგავს მეთოდს მიმართეს — მაგალითად, ფინეთი, გერმანია და ნორვეგია — კორონავირუსის განსაკუთრებული ზრდა თავიდან აიცილეს.
სკოლების გახსნამდე დანიაში როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების სტატისტიკა დაბალი იყო. ექსპერტები ამას ადრეულ სტადიაზე მიღებულ საკარანტინო ზომებს უკავშირებენ. დანია ევროპაში მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც მკაცრი იზოლაცია გამოაცხადა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქვეყანაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდებოდა.
სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეაში სკოლის გახსნა ხუთჯერ გადაიდო, თუმცა საბოლოოდ უფროსკლასელები გაკვეთილებზე 20 ივნისს ეტაპობრივად დაუშვეს.
3 ივნისს უკვე 1,8 მილიონამდე სკოლის მოსწავლე სრულად უნდა დაბრუნებულიყო სკოლაში, თუმცა სეულში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდამ რამდენიმე სკოლა აიძულა, გახსნა გადაედო ან თავიდან დახურულიყო.
ამჟამად სკოლაში შესვლისას ბავშვებს სიცხეს უზომავენ. ამასთან, მოითხოვენ რომ მათ ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ხშირად დაიბანონ ხელები. ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეები დღეგამოშვებით დადიან, სწავლების ჰიბრიდულ მეთოდს იყენებენ და ონლაინგაკვეთილებს მიმართავენ.
"სადილის დროსაც და გაკვეთილზეც მარტო უნდა ვისხდეთ. პირველ დღეს ყველა მოსწავლეს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგეს", — ამბობს სეულის ერთ-ერთი სკოლის 12 წლის მოსწავლე, კიმ ჰიონ სუ.
ისრაელი
მას შემდეგ, რაც 3 მაისს მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ და ე.წ. ბუშტის მოდელს მისდევდნენ, კლასის რიცხოვნობაზე დაწესებული შეზღუდვები ორ კვირაში მოიხსნა.
3 ივნისს ისრაელის მთავრობა იძულებული იყო, სკოლები კვლავ დაეხურა, რადგან 2 026 მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლის პერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა. განათლების სამინისტროს განცხადებით, 28 147 მოსწავლე კარანტინში მოათავსეს. მხოლოდ ერთ სკოლაში 130-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
სკოლის გახსნიდან ერთი თვის მანძილზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 50-დან 1 500-მდე გაიზარდა. მთავრობის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ივნისში სკოლები ინფიცირების მეორე ყველაზე დიდი ადგილი იყო.
შემთხვევათა ზრდის შემდეგ ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, სიგელ სადეცკიმ პროტესტიის ნიშნად თანამდებობა დატოვა და პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის ქმედებები გააკრიტიკა.
"მეორე ტალღის წყაროს დიდი ნაწილი უკავშირდება განათლების სისტემის გახსნის ისეთი გზით, რომელიც არ იყო ადაპტირებული კორონავირუსსა და მასობრივ შეკრებებზე", — აღნიშნა მან.
სამომავლოდ ისრაელის განათლების სამინისტრო აპირებს, რომ შემოდგომაზე სკოლების განსხვავებული მოდელით გახსნას, რომელიც ინფიცირების ადგილობრივ და არა ეროვნულ მონაცემებზე იქნება დაფუძნებული.
საერთო ჯამში ქვეყნები სკოლის გახსნისთვის ინდივიდუალურ მეთოდებს ეძებენ იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც არაერთ ფაქტორზეა დაფუძნებული — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების სტატისტიკაა.
სტატია ითარგმნა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები