იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძეს თამარ ღვამიჩავა შეცვლის — პრეზიდენტის გადაწყვეტილება
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა წარადგინა. პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.
ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით იქნება.
ანა დოლიძემ, რომელმაც პოლიტიკაში გადაინაცვალა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 22 ივნისს დატოვა. მან თქვა, რომ იუსტიციის საბჭო ვეღარ იქნება ასპარეზი მისი ბრძოლისთვის, რადგან მის წინააღდეგ დაიწყო "ორკესტრირებული ბინძური პიარკამპანია".
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილმა წევრმა, ანა დოლიძემ პოლიტიკური პლატფორმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და მის თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან ერთად შექმნა.
საბჭოს არიუსტიციის ამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ ეს უკანონოა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაცაა, რომ დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება მის თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებაც გავრცელა და დოლიძეს მოუწოდა, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიეღო.
ანა დოლიძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონით პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა გათვალისწინებულია, თუმცა კონსტიტუციით — არა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანა დოლიძე მიიღებდა "დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას".
პასუხად დოლიძემ განაცხადა, რომ მის წინაააღმდეგ კამპანია დაიწყო და ის კანონს არ არღვევდა. მან კლანთან კავშირში დაადანაშაულა მისი თანამებრძოლი ანა ჯანეზაშვილი და განაცხადა, რომ თუ პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტდა, იუსტიციის საბჭოს დატოვებაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებდა.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები