როცა პოლიტიკურ საქმიანობას გადავწყვეტ, შესაბამისად ვიმოქმედებ საბჭოსთან მიმართებ — დოლიძე
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კონსტიტუცია დოლიძის გათავისუფლების საშუალებას არ აძლევს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ის თავად მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყუვეტილებას.
ანა დოლიძემ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ორი წლის განმავლობაში სასამართლოში ე.წ. კლანთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, ახლა კი მოვლენებს უსწრაფესად გამოეხმაურა, რაც აფიქრებინებს, რომ ქართული ოცნების მიერ შექმნილ დღის წესრიგს მიჰყვება.
მიუხედავად ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმის შექმნისა, ანა დოლიძე ამბობს, რომ საბჭოსთან მიმართებაში შესაბამის გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა პოლიტიკურ საქმიანობას გადაწყვეტს.
"არაერთხელ მქონდა მეც და არაერთ სუბიექტს მიმართვა სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ რამე ეთქვა კლანთან მიმართებაში და სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. [...] სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ორწლიანი დუმილი, როდესაც თითქმის ყოველ დღე ტელევიზორში მიდიოდა ლანძღვა, დაცინვა, თავდასხმა... ფიზიკურ შეხებამდეც მივიდა საქმე იუსტიციის საბჭოში არაერთხელ. არც ერთხელ არ გამოუვლენია არც სახელმწიფოებრივი პოზიცია, რა ხდება სასამართლოში, არც ქალური სოლიდარობა და არც ადამიანური გვერდში დგომა. ამ პირობებში მისი უსწრაფესი გამოხმაურება ამ თემისადმი მიანიშნებს, რომ ეს არის ქართული ოცნების მიერ წინასწარ შექმნილი დღის წესრიგი, რომელსაც ხშირად მხარს უბამს ნაციონალური მოძრაობა, რომ მაქსიმალურად დაზიანდნენ ადამიანები, ვისაც შეუძლია ეს ორმეფობის დღის წესრიგი შეცვალოს. [...] როდესაც მე მივიღებ პოლიტიკური ანუ პარტიული, საარჩევნო საქმიანობის გადაწყვეტილებას, ჩემი დღის წესრიგით, შესაბამისად ვიმოქმედებ იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში", — თქვა მან.
პრეზიდენტმა ანა დოლიძესთან დაკავშირებით განცხადება 19 ივნისს გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონით პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა გათვალისწინებულია, თუმცა კონსტიტუციით — არა. პრეზიდენტის თქმით, ელოდება, რომ "ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას".
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ის პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და მის თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან გაერთიანდა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ეს უკანონოა. მისი აზრით, ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაცაა, რომ დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დოლიძეს მოუწოდებს, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიიღოს.
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კომენტარები