"მალე მოდით, დაშავებულებიც იქნებიან" — შსს 112-ში იაკობ ბრეგვაძის სატელეფონო ზარს ასაჯაროებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მოწმის, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი.
სატელეფონო ჩანაწერში ისმის, რომ ბრეგვაძე 112-ის ოპერატორს ინციდენტის შესახებ აცნობს და მალე მისვლას თხოვს. ოპერატორი მისამართის დაზუსტებას ცდილობს, ბრეგვაძე კი დროის დაჩქარებას ითხოვს და ოპერატორს ეუბნება, რომ ტელეფონის ლოკაციით სცადონ მისი ადგილსამყოფელის მიგნება. ამავდროულად, ის განმარტავს, რომ მანქანით მისული თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ რკინებით და ჯოხებით, რის გამოც ითხოვს, რომ დახმარება მალე მივიდეს.
ბრეგაძე: მალე მოდით, შეიძლება მანქანით რომ არიან წავიდნენ და მალე მოდით რა. დაშავებულებიც იქნებიან.
დასაზუსტებლად ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ დაწესებულება "ქებაბ ჰაუსთან" იმყოფება და კიდევ ერთხელ სთავაზობს ლოკაციით მიგნებას. ჩანაწერიდან რთული გასარკვევია დაახლოებით რამდენ ხანში ხდება ეს, მაგრამ ბრეგვაძეს ოპერატორი უკავშირდება და ისევ მისამართის დაზუსტებას ცდილობს. მისი თქმით, "ქებაბ ჰაუსი" ვერ იპოვა. ამ დროს ბრეგვაძე ოპერატორს უხსნის, რომ არაგვის ხიდის მიმდებარედ იმყოფება და აცხადებს, რომ საპატრულო პოლიცია უკვე დაუკავშირდა.
ბრეგაძე: პოლიციამ დამირეკა და მითხრა რომ კაიო და რავიცი აბა, მოვა რო? არ ვიცი, ტიპები არიან არაგვის ხიდზე, რომლებიც არიან იდეაში დამნაშავეები, იმიტომ, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ და დაგვაყარეს ასე რომ ვთქვათ.
ამ საუბრისას ოპერატორი ამბობს, რომ გამოძახება სასწრაფოსაც გადასცა, რა დროსაც ბრეგაძე კითხულობს, თუ როდის გააკეთა ეს და გამოძახების გაუქმებას ითხოვს.
ბრეგვაძე: ერთი წუთით, ეხლა გადაეცით?
112-ის ოპერატორი: არა ბატონო, გადაცემული არის ეს გამოძახება, უბრალოდ, ვერ აგნებდნენ ამ ტერიტორიას. "ქებაბ ჰაუსი" არ არის ასეთი მცხეთაში, როგორც ამბობენ. ზუსტი ლოკაცია გვინდოდა.
ბრეგვაძე: ერთი წუთით, შეგიძლიათ გააუქმოთ გამოძახება?
112-ის ოპერატორი: აღარ არის ჩხუბი?
ბრეგაძე: ანუ, აღარაა. მორჩა ყველაფერი, დაიშალა ყველა, წავიდნენ და რაღა აზრი აქვს ახლა რომ მოხვიდეთ, მარტო მე დამიჭერთ თუ რას იზამთ?
ამ საუბრის შემდეგ ოპერატორი განუმარტავს ბრეგვაძეს რომ არ დაიჭერენ, ამბობს, რომ გამოძახებას გააუქმებს, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, კიდევ ერთხელ ითხოვს ლოკაციის დაზუსტებას. პასუხად ბრეგვაძე ამბობს: "უბრალოდ გააუქმოთ შეგიძლიათ? გააუქმეთ".
უცნობია რამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ შსს-ს ინფორმაციით, ამის შემდეგ საპატრულო პოლიცია პოულობს ბრეგვაძეს, რომელიც ავტოსტოპით ცდილობდა თბილისში წასვლას, მას რამდენიმე კითხვა დაუსვა და თბილისში წაიყვანა. შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე ამტკიცებს, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს. რომელიც ბრეგაძის ნათესავია შკოდას ფორმის ავტომობილი მის წასაყვანად არ გაუგზავნია.
შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბოცვაძის თქმით, გენერალური ინსპექციის გასარკვევია, თუ რა ჰკითხეს პატრულის თანამშრომლებმა ბრეგაძეს შემთხვევის ადგილიდან წაყვანისას.
რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს შკოდას ტიპის ავტომობილთან დაკავშირებით, ბორცვაძის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ იმ კადრებში რეალურად ჩანს ტოიტა პრიუსის ავტომობილი და არის ტაქსი:
"დადგენილია ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ფაქტი დასტურდება".
ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გელაშვილი, რომელიც თითქოსდა გიორგობიანმა ნათესავის წამოსაყვანად მანქანით გაგზავნა, იმ ღამით მორიგე არ იყო და ქარელში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებით, შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ამ დროისთვის 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული.
ამავე თემაზე:
- რა ეტაპზეა შაქარაშვილის საქმის გამოძიება — შსს-ს განმარტება
- ჩვენებებს შორის სხვაობები არის, ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა შეფასდეს — ბორცვაძე შაქარაშვილის საქმეზე
- გენინსპექციის გასარკვევია, რა კითხვები დაუსვა ინციდენტის ღამეს პატრულმა შაქარაშვილის საქმის ფოტოგრაფ მოწმეს — შსს
- შაქარაშვილის საქმეს, შესაძლოა, კვალიფიკაცია შეეცვალოს და ბრალდება დამძიმდეს — შსს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები