რა განსხვავებაა გაზრდასა და აღზრდას შორის

ფოტო: Uran / Dribbble
დღევანდელი სტატიით მინდა ჩემი მეგობრის წუხილს გამოვეხმაურო, რომელც 4 შვილის დედაა. ბევრი მშობლის მსგავსად, ისიც სწუხს, რომ ზოგიერთი რამ არ იცის ბავშვის აღზრდაზე და გარკვეულ წილად ერიდება კიდეც ამ თემაზე საუბარს. ძალიან დამაფიქრა მისმა წუხილმა,რადგან ჩემი აზრით არ არის სწორი, ადამიანი რომელიც მზად არის 4 ახალი ადამიანი გაზარდოს სირცხვილს გრძნობდეს.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს და აღიაროს, რომ ბავშვის აღზრდას სწავლა სჭირდება. ეს ცოდნა არ არის თანდაყოლილი და ისევე დასწავლადია, როგორც ნებისმიერი სხვა საქმიანობა.
ჩვენი წინა თაობები უფრო მეტად გაზრდაზე იყვნენ ორიენტირებულები:
- ჭამა
- ჰიგიენა
- ბაღში და სკოლაში მიყვანა
- ტანსაცმლის მოწესრიგება
- ხელის გულზე ტარება
იმისთვის, კი რომ ბავშვი ზრდასრულობისას:
- განიცდიდეს ბედნიერებას
- შეძლოს თავისი შესაძლებლობების მაქსმალურად გამოყენება
- შეძლოს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება
- იყოს მოსიყვარულე და მზრუნველი
- იპოვოს სანდო და ერთგული პარტნიორი
- იყოს თავდაჯერებული
აუცილებელია აღზრდა, რომელსაც, სამწუხაროდ, არც ერთ ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში არ გვასწავლიდნენ და ახლაც რთულია დაეუფლოთ ამ ცოდნას სადმე. ჩვენ დღემდე გვასწავლიან ბავშვის გაზრდას.
ეს სტატია მინდა მივუძღვნა მშობლებს, რომლებიც მუდმივად სწუხან და ფიქრობენ, რომ წარმატებულად ვერ ართმევენ თავს ბავშვის აღზრდის პროცესს. დარწმუნებული ვარ, თქვენ ბევრ რამეს ზუსტად ისე აკეთებთ, როგორც საჭიროა, სწავლის გარეშეც.
თუ გადახედავთ ჩვენს ტელევიზიებს, მხოლოდ სამედიცინო ხასიათის გადაცემებს ნახავთ და ვერსად მოიძიებთ აღზრდისთვის მიძღვნილ პროგრამებს. მუდმივად ვაკვირდები, რამდენი ნახვა და გაზიარება აქვს ისეთ გადაცემებს, სადაც ფსიქოლოგს იწვევნ და ამ თემებზე საუბრობენ — მშობლები მზად არიან ისწავლონ და განვითარდნენ, მაგრამ გარემო არ პასუხობს მათ საჭიროებებს.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ მეცნიერების ათეული წლის ნაშრომი ბავშვის გაჩენისთანავე ჩაუფრინდეს გამოუცდელ ან გამოცდილ დედას გონებაში. პოზიტიური აღზრდის მეთოდებზე ხომ უამრავი კვლევა ჩატარდა და რეკომენდაცია დაიწერა.
დღესაც კი, როცა ბავშვს აჩენ, სამშობიაროში მხოლოდ ფიზიკურ მოვლაზე გვესაუბრებიან. არავინ გვასწავლის როგორია სწორი ქცევა ბავშვთან და რას მოაქვს დადებითი შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ძალიან განვითარდა და მშობლებისთვის ცოდნის გადაცემა აღზრდაზე სამშობიაროდანვე იწყება, ჩვენ ჯერ კიდევ გაზრდაზე ვართ ორიენტირებული.
ჩემი თავიც ბევრჯერ გამომიჭერია, როდესაც ბაღიდან მოსვლის შემდე ჩემი შვილისთვის პირველ კითხვად დამისვამს - რა ჭამე? დიახ, მნიშვნელოვანია რა ჭამა, სუფდად ყავდათ თუ არა და ა.შ. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორ ჩაიარა დღემ? რა მოეწონა იმ დღეს და რა არა? როგორ ითამაშა? რა ისწავლა ახალი?
პოზიტიური აღზრდის მეთოდები გულისხმობს, ბავშვის ისეთი მეთოდებით აღზრდას, რომელიც ფიზიკურად ან/და ფსიქოლოგიურად არ მიაყენებს ზიანს ბავშვს.
გასაღები ჩვენი წარსული გამოცდილების გაანალიზებაა!
- კარგი იქნება, სულ ცოტა ხანს თუ დაუთმობთ თქვენი ბავშვობის გახსენებას
- ვინ გახსენდებათ განსაკუთრებულად
- რა ხდიდა თქვენს ურთიერთობას განსაკუთრებულს
- რა მოგწონდათ ამ ურთიერთობაში
- გაიხსენეთ უფროსების ქცევის წარმატებული გამოცდილებები
- აი, ის ქცევა იყო სწორი, რომელიც გაბედნიერებდათ, რომელიც ტკბილად გაძინებდათ, დაცულობის და ბედნიერების განცდას გაძლევდათ.
გახსოვდეთ, თქვენ საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება უკვე გაქვთ - თქვენ ხომ თავადაც გამოსცადეთ ბავშობა, თქვენც იცით, რას ნიშნავს იყო ბავშვი.
დაფიქრდით და წამოიღეთ თქვენი ბავშობიდან წარმატებული გამოცდილებები, რომლებიც თქვენი შვილების აღზრდაში აუცილებლად პოზიტიურ შედეგს მოიტანს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა