ევროკავშირი შეთანხმდა 15 ქვეყანაზე, რომელთა მოქალაქეებს წევრ ქვეყნებში შესვლა შეეძლებათ. სიაში არის საქართველოც. დანარჩენ 14 ქვეყანას შორისაა: ჩინეთი, ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვარი.

ამის შესახებ ევრონიუსს დიპლომატიურმა წყაროებმა დაუდასტურეს. მათი ცნობით, სიას საკმარისი ხმები ჰქონდა, იმისათის, რომ მხარდაჭერა მიეღო. ამაზე ოფიციალური განცხადება ევროკავშირის საბჭოსგან მოგვიანებით გავრცელდება.

ევრონიუსის ცნობითვე, არსებობს ორი სია, ერთი — ქვეყნები რომელთა მოქალაქეებს ექნებათ საზღვრის კვეთის უფლება და ქვეყნები — რომელთა მოქალაქეებს არ ექნებათ. სიაში ვერ მოხვდა აშშ, ბრაზილია და რუსეთი.