Forbes-მა კაილი ჯენერი მილიარდერების სიიდან ამოიღო და ტყუილში დაადანაშაულა
ჟურნალმა Forbes-მა რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესმენი კაილი ჯენერი ტყუილში დაადანაშაულა და მილიარდერების სიიდანაც ამოიღო. ეს ავტომატურად აუქმებს მისი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსს, რომელმაც ფული დამოუკიდებლად იშოვა.
ფორბსმა სტატიაში, სახელად კაილი ჯენერის სიცრუის ქსელები, განმარტა, რომ კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა ყველაზე უმცროსი დის ქონების შესახებ მოიტყუა, ხოლო ცნობები, მისი ბრენდის Kylie Cosmetics, შესახებ გაყალბებული სახით მიაწოდა.
საპასუხო ტვიტებში კაილი ჯენერმა ფორბსის სტატიას არაზუსტი უწოდა და თქვა, რომ არასდროს მოუტყუებია და "რამე ტიტულის" მოპოვებაც არასოდეს იყო მისი მიზანი.
"უცნაურ რეალობაში გავიღვიძე. მეგონა, რომ ის [ფორბსი] სანდო საიტი იყო. ამის ნაცვლად კი მხვდება დაუსაბუთებელი მტკიცება და არაზუსტი განცხადებები. არასდროს მითხოვია რამე ტიტული და არც მათ მოსაპოვებლად მომიტყუებია".
"შემიძლია 100 უფრო მნიშვნელოვანი რამ დავასახელო ახლა, ვიდრე თქვენთვის იმის ჩვენებაა, თუ რამდენი ფული მაქვს", — დასძინა მან.
ჟურნალი ფორბსის მიხედვით, ტიტულის მინიჭებამდე, ოჯახის ბუღალტერმა გამოცემას კაილის კომპანიის საგადასახადო დეკლარაცია გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც კოსმეტიკის მწარმოებელ ფირმას 2016 წელს 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გაყიდვები ჰქონდა, მომდევნო წელს კი $330 მლნ. თუმცა Coty-ის ცნობით, რომელიც ჯენერის ბრენდის 51%-იან წილს ფლობს, Kylie Cosmetics ბევრად პატარა და ნაკლებშემოსავლიანი კომპანიაა, "ვიდრე ამას კარდაშიან-ჯენერების ოჯახი წლების განმავლობაში აჩვენებდა და მედიას, მათ შორის ფორბსს, არწმუნებდა".
Coty-ის მიხედვით, კაილის კომპანიამ 2018 წელს გაყიდვებით მხოლოდ 125 მილიონი დოლარი დააგროვა.
"თუ Kylie Cosmetics-ის გაყიდვები 2018 წელს $125 მლნ იყო, როგორ იყო 2016 წელს $307 მლნ, ხოლო 2018-ში $330 მლნ?" ფორბსი სტატიაში.
2019 წლის მარტში ფორბსმა 21 წლის ასაკში კაილი ჯენერი ოფიციალურად დაასახელა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად, რომელმაც ქონება დამოუკიდებლად დააგროვა. ამით მან ტიტული ჩამოართვა მარკ ცუკერბერგს, რომელიც მილიარდერების სიას 23 წლის ასაკში შეუერთდა.
"მადლობა აღიარებისთვის", — ასე გამოეხმაურა კაილი ტიტულს და ჟურნალის ყდაზე მოხვედრას გასულ წელს.
ინტერნეტ-მომხმარებლები 2019 წელს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ იმ ფაქტს, ნამდვილად იყო თუ არა კაილი მართლაც დამოუკიდებლად გამდიდრებული ბიზნესმენი. ამჯერად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყველაზე ახალგაზრდა დამოუკიდებლად გამდიდრებული მილიარდერი კვლავ მარკ ცუკერბერგი შეიძლება გახდეს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები